ლელა ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლელა ჯავახიშვილი
ქვეყანა (სპორტი) საქართველოს დროშა საქართველო
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1984 (1984-04-23) (39 წლის)
დაბადების ადგილი თელავი, საქართველოს სსრ
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი

ლელა ჯავახიშვილი (დ. 23 მარტი, 1984, თელავი, საქართველოს სსრ) — ქართველი მოჭადრაკე. 2003 წელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის, ხოლო 2004 წელს კი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის. 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი და 2010 წლის კი ბრინჯაოს პრიზიორი. 18-წლამდელთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე (1999 წელი) და 20-წლამდელთა ევროპის პირველობის მეორე პრიზიორი (2001 წელი). ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონი 2003-2004-2005 წლებში და ორგზის მესამე პრიზიორი 2002-2009 წელს. 2006 წელს გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, 2011 წელს კი ევროპის გუნდური პირველობისა და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მესამე პრიზიორი.

საპრიზო ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]