მუღოჯარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუღოჯარები
Актюбинская область. Горы Мугоджары. Берёзовая роща.jpg
მუღოჯარები
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აზია
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა აქტობეს ოლქი
გეოგრაფია
სიგრძე 200 კმ
სიგანე 30 კმ
უმაღლესი წერტილი დიდი ბოქთიბაი
სიმაღლე 657 

მუღოჯარები (ყაზახ. Мугалжар) — მთები ყაზახეთში. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 200 კმ-ზე, სიგანე 30 კმ-მდე, სიმაღლე 657 მ-მდე (მთა დიდი ბოქთიბაი). წარმოადგენს ურალის მთების სამხრეთ გაგრძელებას. იწყება ვიწრო ჭიუხით, რომელიც სამხრეთისაკენ ორ ქედად იყოფა. უფრო მაღალი და დანაწევრებულია დასავლეთი ქედის სამხრეთი ნაწილი, აღმოსავლეთი ქედი მოგლუვებულია და დასერილია მდინარე ირღიზის შენაკადებით. მუღოჯარები აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური კვარციტებით, კრისტალური ფიქლებით, გნაისებით, გრანიტებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. ჰავა მკვეთრად კონტინენტურია; იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. ნალექები 200-250 მმ წელიწადში. მუღოჯარების დასავლეთ კალთაზე სათავე აქვს მდინარეებს: ემბას, ორს. არის სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა. გაზაფხულისა და ზაფხულის საძოვრები. არის სპილენძის, ნიკლისა და სხვა საბადოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]