მუნა ალ-ჰუსეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნა ალ-ჰუსეინი
არაბ. منى الحسين

მუნა ალ ჰუსეინი ვაჟებთან ერთად 1964
იორდანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 25 მაისი 1961
მმართ. დასასრული: 21 დეკემბერი 1972
წინამორბედი: დინა ბინთ აბდულ ჰამიდი
მემკვიდრე: ალია ალ-ჰუსეინი
მონარქი: ჰუსეინი (იორდანია)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აპრილი 1941
დაბ. ადგილი: ჩელმოდისტონი, საფოლკი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: მეუღლე ჰუსეინი (იორდანია)
შვილები: 4
დინასტია: გარდინერები - ქორწინებაში ჰაშიმიდები
მამა: უოლტერ პერსი გარდინერი
დედა: დორის ელიზაბეტ სატონი

პრინცესა მუნა ალ-ჰუსეინი (არაბ. منى الحسين) ან ანტუანეტა ავრილ გარდინერი (ინგლ. Antoinette Avril Gardiner ,დ. 1941 წლის 25 აპრილი, სოფ. ჩელმონდისტონი, სუფოლკი, დიდი ბრიტანეთი) — იორდანიის გარდაცვლილი მეფის , ჰუსეინ ბინ ტალალის მეორე ცოლი და იორდანიის ამჟამინდელი მეფის , აბდულა II ბინ ალ-ჰუსეინის დედა. ქორწინების შემდეგ ატარებს მისი სამეფო უდიდებულესობის, იორდანიის პრინცესას ტიტულს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნა ალ ჰუსეინი დაიბადა ჩელმონდისტონში, სუფოლკში, ინგლისში, დორის ელიზაბეტისა და ვიცე-პოლკოვნიკ უოლტერ პერსი გარდნერის ოჯახში. განათლება მიიღო ბურნეს საშუალო სკოლაში კუალა ლუმპურში, (მალაიზია), რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის საოჯახო განათლების სამსახური საზღვარგარეთ დისლოცირებული ბრიტანელი სამხედრო პერსონალის შვილებისთვის. ანტუანეტა მისდევდა სპორტს, იყო A კლასის ჰოკეის მოთამაშე. სკოლა დაიხურა, როდესაც დიდი ბრიტანეთის ძალებმა ბრიტანეთის მალაია დატოვეს.

ანტუანეტას მამა, ეგერ არტურ გარდინერის და დიასახლისის ვაჟი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი იყო, რომელმაც სამსახური ლეიტენანტ- პოლკოვნიკის წოდებით დაასრულა. ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩაირიცხა სამეფო საინჟინრო არმიაში. 1930-იან წლებში მსახურობდა პალესტინის სამანდატო ტერიტორიაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში ჩრდილოეთ აფრიკაში, საფრანგეთში და იტალიაში. იმყოფებოდა ბრიტანეთის სასწავლო მისიაში იორდანიაში. სასწავლო პერიოდის დასრულების შემდეგ, ბრიტანეთის საელჩოს მოთხოვნით დარჩა იქ, რათა გადაეჭრა გვალვის შედეგად გამოწვეული წყლის დეფიციტის პრობლემა, რომელსაც იორდანია იმ დროს განიცდიდა. [2] [3] ანტუანეტას მამა გარდაიცვალა ამანში 2010 წლის 1 დეკემბერს

გადმოცემის მიხედვით, ანტუანეტა გარდინერმა იორდანიის მეფე ჰუსეინი გაიცნო ფილმის „ლოურენს არაბის“ გადაღებებზე, სადაც მდივან-რეფერენტის ფუნქციას ასრულებდა. მეფემ იორდანიის არმიის წევრებს უფლება მისცა მონაწილეობა მიეღოთ მასობრივ გადაღებებში. ზოგჯერ თავად მოდიოდა გადასაღებ მოედანზე ფილმის წარმოების პროცესის საყურებლად. სხვა ვერსიით, გარდინერი და მეფე შეხვდნენ, როდესაც მისი მამა იორდანიაში სამხედრო მრჩევლად ჩავიდა.[4]

ქორწინება, ტიტულები, შთამომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლის 25 მაისს, ამანში გაიმართა საქორწინო ცერემონია ანტუანეტა ავრილ გარდინერსა და იორდანიის მეფე ჰუსეინ იბნ ტალალს (1935–1999), შორის. . იორდანიის კონსტიტუციის თანახმად, მომავალი ტახტის მემკვიდრის ორივე მშობელი მუსლიმი უნდა ყოფილიყო. გარდინერმა მიიღო ისლამი და ახალი სახელი — მუნა ალ-ჰუსეინი. ანტუანეტ ავრილ გარდინერის ტიტული და სახელი ქორწინების შემდეგ გახდა დედოფალი მუნა.

წყვილს შეეძინა ოთხი შვილი:

პრინცესა მუნა მეუღლეს დაშორდა 1971 წლის 21 დეკემბერს, მაგრამ ჰუსეინმა მას უფლება მიეცა შეენარჩუნებინა სამეფო ტიტული.[5]

სოციალური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მუნა დაკავებულია სოციალური აქტივობებით. მისი საქმიანობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი აბდულა გამეფდა. მუნა არის გაეროს ჯანდაცვის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის უმაღლესი დონის კომისიის წევრი, სამეფო საექთნო კოლეჯის ვიცე პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საექთნო განვითარების ცენტრის საპატიო თავმჯდომარე იორდანიაში. პრინცესა მუნა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საექთნო საქმის და მეანობის განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Hashemite Royal Family The Office of King Hussein. Retrieved 24 May 2021
  2. „Lieutenant-Colonel Tony Gardiner“. The Telegraph. 4 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-16. ციტირების თარიღი: 13 July 2018.
  3. Ewing, Richard (5 February 1999). „Prince's secretary mum who married a king“. Coventy Evening Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-21. ციტირების თარიღი: 29 June 2013.
  4. Statement from the Royal Hashemite Court The Royal Hashemite Court. 1 June 2023. Retrieved 1 June 2023
  5. "Hussein's Ex‐Wife Is Given Her 4 Children and Palace". The New York Times. 26 December 1972. Retrieved 23 February 2021.
  6. Ewing, Richard (5 February 1999). "Prince's secretary mum who married a king". Coventy Evening Telegraph. Retrieved 29 June 2013