აიშა ბინტ ჰუსეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცესა აიშა
იორდანიის დროშა იორდანიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 23 აპრილი 1968
მმართ. დასასრული: ამჟამინდელი
მონარქი: ჰუსეინი
აბდულა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 აპრილი, 1968 (1968-04-23) (55 წლის)
დაბ. ადგილი: ამანი, იორდანია
შვილები: აუნ ჯუმა
მუნა ჯუმა
დინასტია: ჰაშიმიდები
მამა: ჰუსეინი
დედა: მუნა ალ-ჰუსეინი
რელიგია: ისლამი

პრინცესა აიშა ბინტ ჰუსეინი (არაბ. عائشة بنت الحسين; დ. 23 აპრილი 1968, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე აბდულა II-ის და პრინცესა ზეინის ტყუპის და. მისი მშობლები არიან პრინცესა მუნა ალ-ჰუსეინი და მეფე ჰუსეინი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშა დაიბადა იორდანიის დედაქალაქ ამანში. იგი რვა წლის ასაკამდე განათლება იორდანიაში, ამერიკის სათემო სკოლაში მიიღო. შემდეგ ის ამერიკაში გადავიდა და ათი წლის განმავლობაში იქ სწავლობდა. მე-8 კლასამდე სწავლობდა ბეტესდას ჰოლტონის სკოლაში. 1986 წელს დაამთავრა დანა-ჰოლის სკოლა, მასაჩუსეტსის შტატში. ამის შემდეგ, აიშა ესწრებოდა გაერთიანებული სამეფოს სანდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემიას, სადაც 1987 წელს დაამთავრა ოფიცერთა მომზადების კურსი.[1] ოქსფორდის პემბროკის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ისტორიასა და პოლიტიკის კურსი. 2010 წლის ივნისში დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების კოლეჯის (CISA) სტრატეგიული უსაფრთხოების კვლევის სამაგისტრო პროგრამა, ვაშინგტონის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად, 1990 წელს აიშა დაქორწინდა ზეიდ საადედინ ჯუმაზე ამანში, ხოლო მოგვიანებით განქორწინდნენ. ამჟამად იგი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰყავს ვაჟი აუნ ჯუმა, რომელიც დაიბადა 1992 წლის 27 მაისს და უმცროსი ქალიშვილი მუნა ჯუმა, რომელიც დაიბადა 1996 წლის 18 ივლისს. აუნ ჯუმა სწავლობდა ლონდონის კოვენტრის უნივერსიტეტში, ხოლო ამჟამად სწავლობს სანდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში.[1]

2016 წლის 27 იანვარს, პრინცესა აიშა დაქორწინდა აშრაფ ბანაიოთიზე (დაბ. ედვარდ ბანაიოთი).[2] ედვარდ ბანაიოთმა აიღო მუსლიმური სახელი აშრაფ ბანაიოთი, როდესაც მიიღო ისლამი. პრინცესა აიშა და აშრაფ ბანაიოთი 2016 წელსვე განქორწინდნენ, იორდანიის სამეფო ჰაშიმიდების სასამართლოში.[3]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგარეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]