მტრობა
იერსახე
| „მტრობა“ | |
|---|---|
|
| |
| ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
| დამდგმელი რეჟისორი | არკადი ხინთიბიძე |
| კომპოზიტორი | მერი დავითაშვილი |
| ოპერატორი | სარა სპარსიაშვილი |
| ანიმატორი(ები) | ლუბა ახობაძე, ნინო კილოსანიძე, გაბრიელ ლავრელაშვილი, ნინა პომორცევა, ლევ პოპოვი, ვლადიმერ სარქისოვი, ნაზელი ტერიანი, ანა შალიკაშვილი, მარია ძაგანია, ავენირ ხუსკივაძე |
| სტუდია | ქართული ფილმი |
| პრემიერა | 1959 |
| ხანგრძლივობა | 20 წთ. |
| ქვეყანა | საქართველო |
| ენა | ქართული |
მტრობა — 1959 წლის ქართული ანიმაციური ფილმი. მისი რეჟისორია არკადი ხინთიბიძე. ფილმის სცენარის ავტორები არიან ხინთიბიძე და რევაზ ებრალიძე. ფილმის პერსონაჟების როლებს ახმოვანებენ: სესილია თაყაიშვილი, გიორგი საღარაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ტარიელ საყვარელიძე, აკაკი კვანტალიანი და სალომე ყანჩელი.
ფილმის სიუჟეტით, ერთმანეთს უპირისპირდება ფრინველთა ორი ოჯახი - შევარდნაძეები და ქორიძეები. მაგრამ ორივე ოჯახის შვილებს ერთმანეთი უყვარდებათ და საერთო ძალებით ისინი მაინც იბრუნებენ მშვიდობას.