მტკვრის ქუჩა
იერსახე
მტკვრის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ორბელიანთუბანი |
წინა სახელები | მცირე წყალსაზიდი ქუჩა |
მტკვრის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ორბელიანთუბანი); გიორგი ათონელის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 30-იან წლებში. ის მტკვრისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა იყო და სახელიც მას უკავშირდება. ამ ქუჩით თულუხჩები მტკვრიდან ეზიდებოდნენ სასმელ წყალს მოსახლეობისათვის. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მცირე წყალსაზიდი ქუჩა, 1900 წლის გეგმაზე — როგორც მტკვრის ქუჩა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 123, ISBN 978-99928-20-35-3.