მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ვაჟთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის მცირე (7X7)ხელბურთში 1938 წელს ჩატარდა გერმანიაში. მაშინ მცირე ხელბურთი პოპულარობით აშკარად ჩამორჩებოდა დიდ ხელბურთს და ამიტომაც ტურნირმა სულ ოთხ გუნდს მოუყარა თავი (იმავე წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში დიდ ხელბურთში კი 10 გუნდი თამაშობდა). ეს იყო მიზეზი იმისა რომ მეორე ჩემპიონატი მხოლოდ 16 წლის შემდეგ გაიმართა (ამავე პერიოდში ,,დიდმა’’ ხელბურთელებმა ოთხი ჩემპიონატის ჩატარება მოასწრეს).

მერე და მერე მცირე ხელბურთმა მეტი პოპულარობა მოიპოვა და საერთოდაც განდევნა დიდი ხელბურთი სპორტული არენებიდან. 1954 წლიდან ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), ხოლო 1993 წლიდან უკვე ორწლიანი ციკლი იქნა შემოღებული. საერთოდ ხელბურთი (განსაკუთრებით ვაჟებში) ევროპული სპორტი აღმოჩნდა. სხვა კონტინენტების წარმომადგენლები ჯერჯერობით წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბებერი კონტინენტის გუნდებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი რომ, პრიზიორთა შორის სხვა კონტინენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერც ერთხელ ვერ მოხვდნენ.

თავდაპირველად ტონს გერმანელები, რუმინელები და შვედები იძლეოდნენ (ისინი ეხლაც ლიდერებში არიან). მერე სარბიელზე გამოჩნდნენ იუგოსლავიის და სსრ კავშირის გუნდები. მერე ამ ორი ქვეყნის დაშლის შემდეგ მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ რუსეთისა და ხორვატიის ნაკრები გუნდები. ბოლო ხანებში დაწინაურდნენ ფრანგები, ესპანელები, დანიელები და პოლონელები. საერთოდ კი ყველა ბოლო ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისათვის 5-7 გუნდი აცხადებს სერიოზულ განაცხადს.

მსოფლიოს ჩემპიონატებში ქართველი ხელბურთელებიდან უთმაშიათ ჯემალ ცერცვაძეს, ჯემალ აბაიშვილს, იმედო ფხაკაძეს, ანზორ ექსეულიძეს და ალექსანდრე ანპილოგოვს. მათგან საუკეთესო შედეგებს მიაღწია ალექსანდრე ანპილოგოვმა. იგი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი და 1978 წლის ვიცე-ჩემპიონია.


ჩემპიონები და პრიზიორები, ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# წელი ჩატარების

ადგილი

მონაწილეთა

რაოდენობა

პირველი

ადგილი

მეორე

ადგილი

ფინალური მატჩის

შედეგი

მესამე

ადგილი

I 1938 დროშა: გერმანია გერმანია 4 დროშა: გერმანია გერმანია დროშა: ავსტრია ავსტრია 5 - 4 დროშა: შვედეთი შვედეთი
II 1954 დროშა: შვედეთი შვედეთი 6 დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: გერმანია გერმანია 17 - 14 დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია
III 1958 დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 16 დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 22 - 12 დროშა: გერმანია გერმანია
IV 1961 დროშა: გერმანია გერმანია 16 დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 9 - 8 დროშა: შვედეთი შვედეთი
V 1964 დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 16 დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: შვედეთი შვედეთი 25 - 22 დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია
VI 1967 დროშა: შვედეთი შვედეთი 16 დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია დროშა: დანია დანია 14 - 11 დროშა: რუმინეთი რუმინეთი
VII 1970 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 16 დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 13 - 12 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
VIII 1974 დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 12 დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 14 - 12 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
IX 1978 დროშა: დანია დანია 16 დროშა: გერმანია გერმანია დროშა: სსრკ სსრკ 20 - 19 დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ
X 1982 დროშა: გერმანია გერმანია 16 დროშა: სსრკ სსრკ დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 30 - 27 დროშა: პოლონეთი პოლონეთი
XI 1986 დროშა: შვეიცარია შვეიცარია 16 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია დროშა: უნგრეთი უნგრეთი 24 - 22 დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ
XII 1990 დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 16 დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: სსრკ სსრკ 27 - 23 დროშა: რუმინეთი რუმინეთი
XIII 1993 დროშა: შვედეთი შვედეთი 16 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 28 - 19 დროშა: შვედეთი შვედეთი
XIV 1995 დროშა: ესპანეთი ესპანეთი 24 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ხორვატიის დროშა ხორვატია 23 - 19 დროშა: შვედეთი შვედეთი
XV 1997 დროშა: იაპონია იაპონია 24 დროშა: რუსეთი რუსეთი დროშა: შვედეთი შვედეთი 23 - 21 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
XVI 1999 დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე 24 დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: რუსეთი რუსეთი 25 - 24 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
XVII 2001 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 24 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი დროშა: შვედეთი შვედეთი 28 - 25 დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია
XVIII 2003 დროშა: პორტუგალია პორტუგალია 24 ხორვატიის დროშა ხორვატია დროშა: გერმანია გერმანია 34 - 31 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
XIX 2005 ტუნისის დროშა ტუნისი 24 დროშა: ესპანეთი ესპანეთი ხორვატიის დროშა ხორვატია 40 - 34 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
XX 2007 დროშა: გერმანია გერმანია 24 დროშა: გერმანია გერმანია დროშა: პოლონეთი პოლონეთი 29 - 24 დროშა: დანია დანია
XXI 2009 ხორვატიის დროშა ხორვატია 24 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ხორვატიის დროშა ხორვატია 24 - 19 დროშა: დანია დანია
XXII 2011 დროშა: შვედეთი შვედეთი 24 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი დროშა: დანია დანია 37 - 35 დროშა: ესპანეთი ესპანეთი
XXIII 2013 დროშა: ესპანეთი ესპანეთი 24 დროშა: ესპანეთი ესპანეთი დროშა: დანია დანია 35 - 19 ხორვატიის დროშა ხორვატია
XXIV 2015 კატარის დროშა კატარი 24 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი კატარის დროშა კატარი 25 - 22 დროშა: პოლონეთი პოლონეთი
XXV 2017 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 24 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი დროშა: ნორვეგია ნორვეგია 33 - 26 სლოვენიის დროშა სლოვენია
XXVI 2019 დროშა: გერმანია გერმანია
დროშა: დანია დანია
24 დროშა: დანია დანია დროშა: ნორვეგია ნორვეგია 31 - 22 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Гандбол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]