ჯემალ ცერცვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯემალ ცერცვაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ჯემალ ცერცვაძე
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 7 მაისი, 1939
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 28 იანვარი, 2019
გარდ. ადგილი თბილისი
ქვეყანა სსრკ და საქართველო
ჯილდოები სსრკ-ის სპორტის ოსტატი

ჯემალ ცერცვაძე (დ. 7 მაისი, 1939, საქართველოს სსრ, სსრკ; — გ. 28 იანვარი, 2019[1]) — ქართველი ხელბურთელი თამაშობდა თბილისის ბურევესტნიკსა (1958–1975) და სსრკ ნაკრებში (1959–1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962–1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962–1971), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 1967, 1970), აქედან ორში (1964, 1967) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი.

ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) „ხელბურთის პელედ“ მონათლეს. ყოფილ სსრკ სივრცეში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა (1980), რომელიც მის სახელს ატარებს.

გარდაიცვალა 2019 წლის 28 იანვარს, 79 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]