მსოფლიოს მოსახლეობა
ჩვენს პლანეტაზე 2010 წლის ივნისში, მოსახლეობის რაოდენობა 6,825,900,000-ზე მეტი იყო, შეერთებული შტატების ბიუროს აღწერის მიხედვით. 2012 წლის 1 ივნისის[1] მონაცემებით კი მოსახლეობის რაოდენობამ 7 მილიარდს გადააჭარბა და ყოველ 5 დღეში კიდევ მილიონი იბადება.[2] ახლა მსოფლიოში 10-ჯერ მეტი ადამიანია, ვიდრე 400 წლის წინ იყო. მოსახლეობის ზრდის ტემპის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა, ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და მსოფლიოში მოსავლიანობის გაზრდა, ცხოვრების პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, რისი წყალობითაც გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამასთან, შობადობის დონე მსოფლიოს ბევრ ნაწილში კვლავინდებურად მაღალია. დემოგრაფთა შეფასებით, თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, 2200 წლისთვის, შესაძლოა, 20 მილიარდ კაცს მიაღწიოს. ამჟამად მოსახლეობის ზრდა იმ ქვეყნების ხარჯზე ხდება, რომელთა მრეწველობა და ტექნოლოგიები სათანადოდ არ არის განვითარებული.
შობადობის ტემპის მიხედვით ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა, სადაც განვითარებული მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ქვეყნების უმეტესობა შედის, ძალზე ჩამორჩება აზიასა და აფრიკას, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას.
# | ქვეყანა / ტერიტორია | მოსახლეობა | თარიღი | % მსოფლიოს მოსახლეობიდან |
---|---|---|---|---|
1 | ![]() |
1,338,010,000 | 11 ივნისი, 2010 | 19.6% |
2 | ![]() |
1,181,790,000 | 11 ივნისი, 2010 | 17.31% |
3 | ![]() |
309,473,000 | 11 ივნისი, 2010 | 4.53% |
4 | ![]() |
231,369,500 | 3.39% | |
5 | ![]() |
193,037,000 | 11 ივნისი, 2010 | 2.83% |
6 | ![]() |
169,724,500 | 11 ივნისი, 2010 | 2.49% |
7 | ![]() |
162,221,000 | 2009 | 2.38% |
8 | ![]() |
154,729,000 | 2.27% | |
9 | ![]() |
141,927,297 | 1 იანვარი, 2010 | 2.08% |
10 | ![]() |
127,530,000 | 1 დეკემბერი, 2009 | 1.87% |
11 | ![]() |
107,550,697 | 1.58% | |
12 | ![]() |
92,226,600 | 2009 | 1.35% |
13 | ![]() |
85,789,573 | 1 აპრილი, 2009 | 1.26% |
14 | ![]() |
81,882,342 | 31 მარტი,2009 | 1.2% |
15 | ![]() |
79,221,000 | ივლისი, 2008 | 1.16% |
16 | ![]() |
78,357,000 | 11 ივნისი, 2010 | 1.15% |
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მსოფლიოს მოსახლეობის შობადობა-გარდაცვალების პირდაპირი მონაცემები
- ↑ U.S. Census Bureau – World POPClock Projection. The number on this page is automatically updated daily.