მოსკოვის წმინდა ვლადიმირის ეკლესია
მოსკოვის წმინდა ვლადიმირის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°45′19″ ჩ. გ. 37°38′26″ ა. გ. / 55.75528° ჩ. გ. 37.64056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XV საუკუნე |
მოსკოვის წმინდა ვლადიმირის ეკლესია (რუს. Церковь Святого Владимира) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XV საუკუნეში. იგი შენდებოდა 1677-1689 წლებში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში ბასმანის რაიონში. მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია მოციქულთასწორ, თავად ვლადიმირის სახელზე სახელზე, ეგვტერები კი ბორისისა და გლების და წმინდა მოწამენის კვირიკე და ივლიტას სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1514 წელს ვასილი III-მ მოსკოვში 11 ეკლესიის მშენებლობა ბრძანა, ყველა ეკლესიის ხელოსანი უნდა ყოფილიყო ალევიზ ფრიაზინი. წმინდა ვლადიმირის ახალი ქვის ეკლესია ააგო ფრიაზინმა, რომელსაც უკვე აგებული ჰქონდა მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი. ტაძრის კურთხევა მოხდა 1516 წელს. XV საუკუნის ბოლოს ვლადიმირის ეკლესიასთან ახლოს დაარსდა მოსკოვის იოანე ნათლსიმცემლის მონასტერი.
XVII საუკუნის დასაწყისში წმინდა მთავრის სახელობის მონასტერი გადაიტანეს სოფელ რუბცოვო-პოკროვსკოეში, იმასთან დაკავშირებით, რომ ბელი-გოროდში აქტიურად ხვებოდა მოსახლეობის განსახლება. ეკლესია, რომელშიც ადრე რეზიდენცია იყო განთავსებული, სამრევლო გახდა და მასთან ჩამოყალიბდა პოგოსტი.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაზიანებული ვლადიმირის ეკლესია სერიოზულად გადააკეთეს (ივან ვერვეროვსკის ოჯახის ფინანსებით). ეკლესია დაიყვანეს ბოლო იარუსამდე და ხელახლა ამოაშენეს კედლები, ეგვტერთან და სამრეკლოსთან ერთად. ჯამში ალევიზა ნოვის მიერ აგებული ტაძრიდან შემორჩა მხოლოდ ტაძრის ქვედა ნაწილი და სამხრეთის ფრთა. XVIII საუკუნეში გადააკეთეს სამრეკლოც. ტაძარი კიდევ რამდენჯერმე გადააკეთეს რადგან დაზიანდა მოსკოვის დიდი ხანძრის, სამების ხანძრისა (1737 წ.) და 1812 წლის ხანძრის შედეგად.
საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესია დახურეს 1933 წელს. 1937 წელს დაიწყეს ეკლესიის დაშლა. დაანგრიეს ხუთივე გუმბათი, გაანადგურეს შიდა მოწყობილობა. სრული განადგურებისგან, ეკლესია გადაარჩინა მოსკოვის ძეგლთა სახელმწიფო დაცვის ორგანოს ჩარევამ. ეკლესიის შენობა გადაეცა რუსეთის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკას. რომელმაც აქ განათავსა თავისი სარეზერვო ფონდები. 1980 წელს შენობაში გაჩნდა ხანძარი. განადგურდა წიგნები და მხატვრობის შემორჩენილი კვალიც.
აღორძინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1991 წელს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, გარემონტებულ ვლადიმირის ეკლესიაში შედგა პირველი ლიტურგია. 1998 წელს ღვთისმსახურება აღსდგა ასევე თავადების ბორისისა და გლების ეგვტერში.
ამჟამად ეკლესასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა, მართლმადიდებლური ეკლესია, საბავშვო ბაღი, საეკლესიო გალობის სკოლა, მოციქულთასწორ თავად ვლადიმირის სახელობის საქველმოქმედო გაერთიანება და გამომცემლობა.