მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
Cathedral of the Archangel in Moscow Kremlin.jpg
მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′01″ ჩ. გ. 37°37′04″ ა. გ. / 55.75028° ჩ. გ. 37.61778° ა. გ. / 55.75028; 37.61778
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710353040
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Собо́р свято́го Архистрати́га Михаи́ла) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. მდებარეობს მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის მთავარანგელოზის ეკლესია მოსკოვის კრემლის ტერიტორიაზე დააარსეს 1247-1248 წლებში, ჯერ კიდევ მთავარ მიხეილ ხორობრიტის პერიოდში, რომელიც იყო ალექსანდრე ნეველის ძმა.

1333 წელს ივანე კალიტამ ააგო ქვის ტაძარი რუსეთის შიმშილისაგან გადარჩენისათვის მადლიერების ნიშნად. ახალი მთავარანგელოზის ეკლესია აკურთხა მიტროპოლიტმა ფეოგნოსტმა 1333 წლის 20 სექტემბერს.

არსებული ტაძარი აგებულია 1505-1508 წლებში იტალიელი ხუროთმოძღვრის ალევიზ ნოვის ხელმძღვანელობით ძველი ტაძრის ადგილზე და აკურთხეს 1508 წლის 8 ნოემბერს, კურთხევის ცერემონიალს უძღვებოდა მოსკოვის მიტროპოლიტი სიმონი. 1599 წლიდან 1765 წლამდე ტაძარში იმართებოდა თავადებისა და მეფეების პანაშვიდები. 1743 წლიდან 1883 წლამდე მოსკოვის ეპარქიის საკათედრო ტაძარია. 1771-1801 წლებში ტაძრის წინამძღვარი იყო პეტრე ალექსეევი, ლექსიკოგრაფი, „საეკლესიო ლექსიკონის“ ავტორი.

1895 წლის 23 თებერვლის წმინდა სინოდის № 809 ბრძანებით გადაეცა საიმპერატორო სასახლის სამინისტროს თავისი ღირებულებებით, კაპიტალით და სასულიერო პირებით.

რომანოვების ხელისუფლებაში მოსვლის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. 1913 წლი 24 მაისს იმპერატორი ნიკოლოზ II ეწვია კრემლს, შევიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში და აანთო კანდელები.

ეკლესიაში მდებარეობს ნეკროპოლისი, სადაც 1340 წელს პირველი დაკრძალეს დიდი მთავარი ივანე კალიტა, ხოლო უკანასკნელი ვინც აქ დაკრძალეს იყო იმპერატორი პეტრე II (1730 წ.). სულ ეკლესიაში დაკრძალულია 54 ადამიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Антипов И. В. Древнерусская архитектура второй половины XIII — первой трети XIV века. Каталог памятников. СПб, 2000. стр. 38-40, 47-48.
  • Бусева-Давыдова И. Л. Храмы Московского Кремля: святыни и древности. Стр. 93-138.
  • Воронин Н. Н. Зодчество Северо-Восточной Руси XII—XV веков. Т. 2, М., 1962, стр. 150, 161—162.
  • Выголов В. П. Архитектура Московской Руси середины XV века. М., 1988 стр. 68-70.
  • Забелин И. Е. История г. Москвы. М., 1905. Ч. 1.
  • Кавельмахер В. В. О приделах Архангельского собора. // Архангельский собор Московского кремля. М., 2002. С. 123—160.
  • Панова Т. Д. Средневековый погребальный обряд по материалам некрополя Архангельского собора Московского Кремля // Советская археология. 1987. № 4.
  • Панова Т. Д.. (2003) Некрополи Московского Кремля. изд. 2-е, испр. и доп.. Руссист. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-07-06. წაკითხვის თარიღი: 2011-03-27.
  • Петров Л. А., Гнездовский Б. В., Давид Л. А., Подьяпольский С. С., Маркелова В. Н., Шеляпина Н. С. ЦНРМ: Отчёт об археологических исследованиях в южном делении алтаря Архангельского собора и придела Иоанна Предтечи // ОРПГФ Музеев Московского Кремля, ф. 20, 1963 г., д. 130/323.
  • Самойлова Т. Е. Княжеские портреты в росписи Архангельского собора Московского Кремля. Иконографическая программа XVI века. М., 2004.
  • Снегирёв И. М. Памятники Московской древности. М., 1842—1845.
  • Федоров В. И. Новое о древней топографии и первых каменных постройках Московского Кремля // ГММК, Материалы и исследования. Вып. 1, М., 1973, стр.41-51

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]