შინაარსზე გადასვლა

მორფოგრაფია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მორფოგრაფია (ბერძნ. morphe — სახე, ფორმა და ...გრაფია) — გეომორფოლოგიის განხრა; აღწერს დედამიწის ზედაპირს გარეგანი მიშნების მიხედვით რელიეფის გენეზისისა და ასაკის განუხილველად.[1] მორფოგრაფიის საგანს საფუძვლად უდევს ცნობები სიმაღლეების, სიღრმეების, დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული დანაწევრებისა და მოხაზულობის შესახებ. მორფოგრაფია დაკავებულია რელიეფის ფორმების აღწერითა და კლასიფიკაციით.[2] მორფოგრაფიული ანალიზი წარმოადგენს ტერიტორიის გეომორფოლოგიური შესწავლის საწყის და მეტად მნიშვნელოვან საფეხურს.[1]