...გრაფია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
...გრაფია (ბერძნ. graphō – ვწერ, ვხაზავ, ვხატავ) — რთული სიტყვის ნაწილი; შედის:
- ზოგიერთი მეცნიერების სახელწოდებაში (მაგ., გეოგრაფია, ისტორიოგრაფია);
- ნაწერის, ნახატის, ნახაზის საშუალებით რაიმის გრაფიკის გამოსახვის ხერხის სახელწოდებაში (მაგ., კალიგრაფია, სტენოგრაფია);
- გარკვეული პრობლემისადმი მიძღვნილი თემატური სამეცნიერო ნაშრომის სახელწოდებაში (მონოგრაფია).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 256.