შინაარსზე გადასვლა

მორიც შლიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მორიც შლიკი
გერმ. Moritz Schlick
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1882(1882-04-14)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ბერლინი[7]
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 1936(1936-06-22)[7] [2] [3] [4] [5] [6] (54 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[7]
დასაფლავებულია პეცლაინსდორფის სასაფლაო
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ფიზიკოსი[1] , ფილოსოფოსი[1] , უნივერსიტეტის პროფესორი და მეცნიერების ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, კილის უნივერსიტეტი და როსტოკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლოზანის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ფრიდრიხ ვაისმანი და Ludwig Schajowicz

ფრიდრიხ ალბერტ მორიც შლიკი (გერმ. Friedrich Albert Moritz Schlick; დ. 14 აპრილი, 1882, ბერლინი — გ. 22 ივნისი, 1936, ვენა) — ავსტრიელი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი, ლოგიკურის პოზიტივიზმის წარმომადგენელი, ვენის წრის ფუძემდებელი. ფილოსოფიისა და ფიზიკის პროფესორი როსტოკის (1917-20), კილის (1921-22), ვენისა (1922-36) და კალიფორნიის (1931-32) უნივერსიტეტებში. შლიკის ფილოსოფიურ ევოლუციაში გამოიყოფა ორი ძირითადი პერიოდი: კრიტიკული რეალიზმის პერიოდი, როდესაც ტრადიციული ლოგიკის საფუძველზე ამუშავებდა შემეცნების ზოგად თეორიას, და ლოგიკური ემპირიზმის (შლიკის ტერმინოლოგიით — „თანამიმდევრული ემპირიზმის“) პერიოდი, როდესაც იგი ლოგიკური პარალელიზმის პოზიციებიდან ამუშავებდა მეცნიერული ლოგიკის ცალკეულ პრობლემებს, სახელდობრ: არსებობის, ემპირიული ვერიფიკაციის, მიზეზობრიობის, ალბათობის, ანალიზურ და სინთეზურ მსჯელობათა ბუნების საკითხებს. შლიკმა ემპირიზმის თვლასაზრისით განიხილა აგრეთვე სიცოცხლისა და ეთიკურ ღირებულებათა პრობლემები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118608193 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  5. 1 2 Internet Philosophy Ontology project
  6. 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 1 2 3 Шлик Мориц // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.