მორვილი
იერსახე
მორვილი | |
---|---|
კოორდინატები: 41°41′09″ ჩ. გ. 41°57′16″ ა. გ. / 41.68583° ჩ. გ. 41.95444° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1728 მ |
ქედი | ქობულეთ-ჩაქვის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია და ტუფი |
მორვილი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქობულეთ-ჩაქვის ქედის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1728 მ. კალთები დანაწევრებულია მდინარეების ჩაქვისწყლის, კინტრიშისა და აჭარისწყლის შენაკადთა სათავეებით. აგებულია შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი (რცხილნარ-წიფნარი) ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 124.