მორდე
იერსახე
მორდე | |
---|---|
კოორდინატები: 43°12′37″ ჩ. გ. 42°07′38″ ა. გ. / 43.210528° ჩ. გ. 42.127472° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 3850 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
აკავშირებს | მდინარეების საკენისა და ნენსკრის ხეობებს |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
ლანდშაფტი | ნივალური |
მორდე — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3850 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. ხასიათდება ნივალური ლანდშაფტით. აკავშირებს მდინარეების საკენისა (კოდორის სისტემა) და ნენსკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობებს მდინარე უზუნქოლის ხეობასთან (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 120.