მონრეალის ჰოლოკოსტის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონრეალის ჰოლოკოსტის მუზეუმი
45°29′20″ ჩ. გ. 73°38′11″ დ. გ. / 45.489111° ჩ. გ. 73.636472° დ. გ. / 45.489111; -73.636472
დაარსდა 1979
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა Côte-des-Neiges–Notre-Dame-de-Grâce
კლასიფიკაცია ჰოლოკოსტის ისტორიის მუზეუმი
ოფიციალური საიტი museeholocauste.ca/en/
Map

მონრეალის ჰოლოკოსტის მუზეუმი (ფრანგ. Musée de l'Holocauste Montréal, ინგლ. Montreal Holocaust Museum) — მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მონრეალში, კვებეკი, კანადა. დაწესებულების მიზანია ჰოლოკოსტის შესახებ ყველა ასაკისა და წარმომავლობის ადამიანისათვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე ანტისემიტიზმის, რასიზმის, სიძულვილისა და გულგრილობის საყოველთაო საფრთხეების შესახებ საუბარი.[1] მუზეუმი დაარსდა 1979 წელს, როგორც მონრეალის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი, რითაც ის კანადის პირველი და ერთადერთი მუზეუმი გახდა ჰოლოკოსტის შესახებ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონრეალის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი დაარსდა 1979 წელს ნაცისტთა დევნას გადარჩენილი ასოციაციის წევრების მიერ. დაარსებაში მონაწილეობა ასევე მიიღო მონრეალის ებრაული საზოგადოების ახალგარდა წევრებმა. ამ ყველაფერს სტივენ კუმინგი ხელმძღვანელობდა.[2][3]

მუზეუმის თავიდანვე ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე, მოკავშირე ებრაული საზოგადოების მომსახურების შენობაში (ამჟამინდელი ჯანადის ებრაული საზოგადოების ფედერაცია) განთავსდა. მონრეალის ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი ხშირად აწყობდა მუდმივ გამოფენებს.[4]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ებრაელი ემიგრანტები მონრეალში დასახლდნენ, რითაც მსოფლიოში ჰოლოკოსტს გადარჩენილი პირების მესამე ყველაზე დიდი დასახლება შექმნეს (პირველი ორია: ისრაელი და ნიუ-იორკი).[5] ცენტრი გამოირჩეოდა კოლექციით, რომელშიც წარმოდგენილი იყო ჰოლოკოსტს გადარჩენილი პირების არტეფაქტები და ისტორიები.

2003 წელს, ცენტრი განახლდა, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო გრანტებით და კერძო და კორპორატიული შემოწირულობებით. განახლების მიზანს კოლექციების გაუმჯობესება და გაფართოება წარმოადგენდა. სწორედ ამ პერიოდში გაიხსნა ცენტრში მუდმივი გამოფენა (რომელიც დღემდე არსებობს) სახელწოდებით, „რომ ისწავლო, რომ შეიგრძნო, რომ გახსოვდეს“.[5]

2010 წელს, დირექტორმა კარლ ლებლანკმა გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი აუშვიცის გული, რომელიც დაფუძნებული იყო მუზეუმში დაცულ გულის ფორმის წიგნზე. ფილმში აღწრილია წიგნისა და იმ ქალების ისტორია, რომელმაც წიგნს მოაწერეს ხელი.[6] ლებლანკმა 2012 წელს გამოაქვეყნა არტეფაქტი, რომელიც ამ წიგნის ინსპირაციით შექმნილი გამოგონილი ამბავია.

2013 წელს, უფასო აპლიკაცია ელექტრონული მოწყობილობებისთვის და სმარტფონებისთვის Apple Inc. და Android პლატფორმებზე. აპლიკაცია გამოიყენება მუდმივ გამოფენებზე და მას საგანმანათლებლო ხელსაწყოთაც მიიჩნევენ. აპლიკაციას იყენებენ სკოლებში იმ პირებისათვის, ვინც მუზეუმის სტუმრობას ვერ ახერხებენ. ის ასევე მოიცავს სიღრმისეულ ინფორმაციას საგნებზე, რომლებიც მუზეუმშია განთავსებული. გამოფენას მოდერნიზების მიზნით 2014 წელს დაემატა ინტერაქტიული სენსორული ეკრანი, სადაც გამოსახულია რუკები და განრიგები.[7]

2016 წელს მუზეუმს დაერქვა მონრეალის ჰოლოკოსტის მუზეუმი. ეს კანადაში ერთადერთი მუზეუმია, რომელიც ჰოლოკოსტს ეძღვნება.[8]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის კოლექცია მოიცავს იმ არტეფაქტებს, რომლებიც მონრეალში მცხოვრებმა ჰოლოკოსტს გადარჩენილმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა უსახსოვრეს მუზეუმს.[5]

დღესდღეობით, მუზეუმის კოლექცია 12 900 არტეფაქტს მოიცავს, რომლებიც ებრალების ცხოვრებას ეხება ჰოლოკოსტის დაწყებამდე. კოლექციის 85% ციფრული სახისაა.[8] კოლექციის 100-ზე მეტი მთავარი არტეფაქტი მუზეუმის ვებგვერდზეა გამოფენილი. ასევე, კანადის არტეფაქტების მონაცემთა ბაზაში.[9] 4 000-ზე მეტი არტეფაქტი ციფრულადაა ხელმისაწვდომი კანადის ებრაული მემკვიდრეობის ქსელის საშუალებით. [7] კოლექციის მნიშვნელოვან ობიექტებს შორისაა: ფერფლი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან, რომელიც მუზეუმის კომემორაციის ოთახშია გამოფენილი,[5] „გული აუშვიციდან“, გულის ფორმის წიგნი, სადაც შეტანილია ახალგაზრდა ქალბატონების დაბადების დღის სურვილები აუშვიციდან; გული რომელიც გადასცეს ქალბატონს სახელად ფანია ფაინერს, წიგნი საკონცენტრაციო ბანაკიდან წაიღო და მოგვიანებით, მუზეუმს გადასცა.[10]

მუზეუმში ასევე არსებობს ჰოლოკოსტს გადარჩენილი პირების ზეპირი ისტორიების კოლექცია. ეს ზეპირი ისტორიების პროგრამა 1994 წლიდან ფუნქციონირებს.[7] ამის შემდეგ, მუზეუმს ჩაწერილი და დაარქივებული აქვს 800-ზე მეტი ისტორია და ამას კვლავაც აკეთებს.[8] 2016 წელს, მუზეუმის აღნიშნულმა კოლექციამ მონაწილეობა მიიღო კანადის ზეპირი ისტორიის პროექტში, სადაც ჰოლოკოსტიდან გადარჩენილების 1250-ზე მეტი ამბავი იყო მოთხრობილი. ეს ისტორიები USC Shoah Foundation-ის ვიზუალური ისტორიის არქივიშია დაცული.[11][8]

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: კატასტროფის დღე (ებრ. יום הזיכרון לשואה ולגבורה)[12] და ბროლის ღამე.[13] ამ ღონისძიებებს ესწრებიან გადარჩენილები და ებრაული საზოგადოების წევრები, ასევე მნიშვნელოვანი პირები. მუზეუმში ასევე აღინიშნება პარაიმოსი და ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე.

ბოშების გენოციდის ხსენების დღე პირველად 2016 წელს მოეწყო ადგილობრივი კომერციული ორგანიზაციასთან, Romanipe-სთან თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ებრძვის ბოშების შესახებ არსებულ ცრურწმენებს და მოუწოდებს კანადას ბოშებისა და სინტების გენოციდის აღიარებისაკენ.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Remember Us - Holocaust Memory | Montreal Holocaust Museum. ციტირების თარიღი: 2018-07-26
  2. Giberovitch, Myra. (1988) The Contributions of Montreal Holocaust Survivor Organizations to Jewish Communal Life. McGill University.
  3. Kamins, Toni. (1979-09-19) Canada's First Holocaust Memorial. ციტირების თარიღი: 2019-08-15
  4. Bialystok, Franklin (2000). Delayed Impact: The Holocaust and the Canadian Jewish Community. McGill-Queen's University Press, გვ. 190–194. ISBN 9780773537514. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Macafee, Michelle (May 31, 2003). „Stories, worn toys mark Holocaust museum“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  6. The Heart of Auschwitz (May 2, 2011). ციტირების თარიღი: 2018-07-26
  7. 7.0 7.1 7.2 The Montreal Holocaust Memorial Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-26. ციტირების თარიღი: 2018-07-26
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 A Year of New Beginnings - Annual Report 2016-2017, Montreal Holocaust Museum, http://mhmc.ca/app/uploads/2017/12/2017rapport-annuel_eng-2.pdf
  9. „Objects from the Holocaust | Montreal Holocaust Museum“. Montreal Holocaust Museum (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  10. Peritz, Ingrid (October 20, 2010). „The Heart from Auschwitz: Humanity in a sea of horror“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  11. Canada’s 2017 Country Report to the International Holocaust Remembrance Alliance (IHRA) - Canada.ca en. ციტირების თარიღი: 2018-07-26
  12. Cohen, Mike. (2011-05-01) Surprise appearance at Yom Hashoah by Premier Charest. ციტირების თარიღი: 2018-07-26
  13. Derfel, Aaron (2014-11-10). „More than 600 people mark 76th anniversary of Kristallnacht“. Montreal Gazette (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-26.
  14. Arnold, Janice (2016-08-03). „Holocaust centre joins effort to recognize Roma genocide“. The Canadian Jewish News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-07-26.