მონოფაგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მონოფაგი)
დიდი პანდა იკვებება მხოლოდ ბამბუკის ზოგიერთი სახეობით

მონოფაგია (ბერძ. μόνος — „ერთი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა სპეციალიზებული კვება ერთი სახეობის საკვებით. იგი კვების სპეციალიზაციის უკიდურესი ხარისხია. ხშირად ვხვდებით სახეობათა დიდი რაოდენობის მქონე ჯგუფებში, განსაკუთრებით მცენარეჭამია მწერებში (მ.შ. ზოგიერთი ქერცლფრთიანი, ხოჭოები, ფოთოლრწყილები, ბუგრები), აღნიშნულია ჭიაყელებში, კიბოსნაირებსა და მოლუსკებში, აგრეთვე პარაზიტულ სახეობებში (მაგ., ნემატოდა Cystoopsis acipenseris ცხოვრობს მხოლოდ ცქვრინში, მონოგენეზური მწოველა Anchylodiscus siluri ნაპოვნია მხოლოდ ლოქოში). ხერხემლიანთა შორის მონოფაგია შემჩნეულია ზოგიერთ ფიტოფაგში; მაგ., პალმის სვავი (Anchylodiscus siluri) იკვებება ზეთის პალმის ნაყოფით, ზოგიერთი კოლიბრი — განსაზღვრული სახეობის მცენარეების ნექტრით. მონოფაგიის გაგება საკმაოდ პირობითია. ასე მაგალითად, კომბოსტოს თეთრულა ვითარდება ძირითადად კომბოსტოში, მაგრამ შესაძლოა იკვებებოდეს კომბოსტოსებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებითაც (ამ შემთხვევაში საუბრობენ ოლიგოფაგიაზე). შდრ. პოლიფაგია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Монофагия // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 43.