მომხმარებლის განხილვა:Cocoracha

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 09:51, 26 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია ფოტოგალერეა არ არის. ილუსტრაცია უნდა ემსახურებოდეს სტატიაში გარკვეული ინფორმაციული სიცარიელეების შევსებას და არა სტატიის სურათებით გადავსებას. დასაშვებია გალერეაში რამდენიმე ნახატი, მაგრამ 20-30 და მეტი არის ზედმეტად დიდი რაოდენობა. ამისთვის სტატიაში ინტერნეტის რესურსებში ტოვებენ Commons-ის კატეგორიი ბმულს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:37, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეს გასაგებია და მინახავს პრეცედენტები უცხოურში, მაგრამ ჩვენთან, გამომდინარე პრაქტიკიდან ვამბობ ამას. ეს ხაზგასმულია სპეციალურ მეგზურშიც: ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია#ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი.

გვქონია კიდეც ასეთი პრეცედენტები და მე თუ არა, შეგიძლიათ ნებისმიერ აქტიურ მომხმარებელს (უფრო აქტიური რედაქტორებიდან) ჰკითხოთ, რამდენად დასაშვებია 20-30 სურათიანი გალერეების ჩასმა (თუნდაც Commons-ზე მოთავსებულის), ალბათ, ისიც დაგიდასტურებთ ჩემს ნათქვამს. მით უმეტეს, რომ ინტერნეტ რესურსებში ძალიან ლამაზად ჯდება ასეთი ბმული (და უკვე ჩავსვი სტატიის ბოლოს)

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დიმიტრი თავაძე

ამით მომხმარებელი გადადის და თავად იხილავს ფაილებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:06, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! ვაფასებთ თქვენ წვლილს ქართულ ვიკიპედიაში, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ვიკიპედია არის ენციკლოპედია და არა სურათების გალერეა. რა თქმა უნდა სექცია გალერეის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ იქაც გალერეა სტატიასთან მაქსიმალურად შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი. გარდა ამისა, არსებობს სურათების ვრცელი საცავი — კომონზი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ არსებული ყველა სურათის დათვალიერება, რომელიც ატვირთულია იქ, შესაბამისად, სურათების საცავში, ხოლო ვიკიპედიიდან ბმულის სახით გადასვლა კომონზში წამების საკითხია. - ოთოჯი განხილვა 19:23, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მესმის თქვენი, მაგრამ ამდენი სურათი ვიკიპედიაში მართლა ზედმეტია. ვიზუალურად მახინჯდება სტატია. გთხოვთ, ასეთ ვითარებაში გაითვალისწინოთ გამოცდილი ვიკიპედიელების აზრი. - ოთოჯი განხილვა 20:13, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ (წინა სექციაში) ბმულიც კი დაგიდეთ, სადაც გასაგებად არის ახსნილი აქაური პოლიტიკა დიდი რაოდენობის ფაილებთან მიმართებაში. გადახედეთ კიდევ ერთხელ - ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია#ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი.

გარდა ამისა:

  • არ გეწყინოთ, მაგრამ ვიკიპედიას გააჩნია ეს ტეგი და ამდენად მე მგონი მისი გამოყენებაც უნდა შეიძლებოდეს უადგილო მტკიცებულებაა და იგივეა, რაც მაგიდაზე დანა დევს, მოდი ვინმეს მესვრი, მე ხომ მისი გამოყენება უნდა შემეძლოს. რატომ ვადარებ? იმიტომ, რომ ასეთივე უადგილოა, ვინაიდან წესი გვაქვს.
  • თქვენ ამტკიცებთ, რომ ინგლისურში, რუსულში, გერმანულში და ა.შ. გალერეები არის. მაგრამ ჩვენ ინგლისური, გერმანული, რუსული და ა.შ. არ ვართ და ზოგ შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპებს ვიზიარებთ და სწორედ ამიტომ არის, რომ დაშვებულია შეზღუდული რაოდენობის ფოტოსურათების გალერეები. ხოლო თქვენი გალერეა შედგებოდა ზუსტად 118 სურათიდან, რაც ლიმიტის გადაჭარბებაა მხოლოდ ქართულ კი არა, ნებისმიერ სხვა ვიკიპედიაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:22, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თქვენ ნათლად და ჯიუტად მიჰყვებით საკუთარ იდეას, მიგაჩნიათ რა, რომ ჩვენი მითითებები მხოლოდ ჩვენი, როგორც რედაქტორების ახირებაა. ჩვენ გვქონდა მრავალი სტატია, სადაც 118 კი არა, 20 სურათი იყო და ისიც კი უადგილო იყო. მე, ვიკიპედიის მონაწილე 8 წლიანი სტაჟით, გეუბნებით, რომ რაც კი მსგავსი შემთხვევები გვქონია, ყველგან სურათების რაოდენობა დაგვიყვანია მინიმუმამდე და მსგავსი ქმედება მხოლოდ ვიკიპედიის დანაგვიანებაა. სურათების ახსნა განმარტება და ისტორიები იწერება ცალკე საიტებზე, ყველაფრისთვის ვიკიპედია არ გამოიყენება, ამას უკანასკნელად ვწერ და მეტი განმარტების აუცილებლობას ვერ ვხედავ. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:03, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გარდა ამისა, გიმეორებთ - ჩამოიყვანეთ რაოდენობა მინიმუმამდე, 118-დან ვთქვათ, 15-20მდე, გადაანაწილეთ ეს სურათები სტატიაში და მიაწერეთ ინფორმაცია. გალერეა უნდა წარმოადგენდეს შემოქმედების მაგალითს და არა შემოქმედების სრულ რეტროსპექტივას, ამისთვის არსებობს ბლოგები/საიტები/Facebook. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:07, 6 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]