შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Carmen

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა ლაბა 17:35, 21 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. წაიკითხეთ როგორ იქმნება ახალი სტატია. — მიხეილ (მიწერა) 18:13, 21 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიების წერა

[წყაროს რედაქტირება]

სტატიები ბრჭყალებით არ იქმნება, განურჩევლად იმისა, ნაწარმოებია ეს თუ რამე სხვა. თავად სტატიაში ნაწარმოების სახელები შეიძლება დაიწეროს ასე „[[სახელი]]“ - ანუ ბრჭყალები უნდა იყოს კვადრატული ფრჩხილების გარეთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:37, 4 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. მადლობა ვიკიპედიისადმი ინტერესისთვის. ე. ი. შევეცდები შეკითხვებზე გიპასუხოთ 1. ეს გვერდი ბევრ სხვა ენაზე არსებობს, როგორ მივაბა იმ სტატიებს, ანუ, სხვა ენათა ჩამონათვალში ქართულიც რომ გამოჩნდეს?

  • ამისათვის, გახსენით ვთქვათ ამ სტატიის ინგლისური ვერსია, მიეცით რედაქტირება, შემდეგ სულ ბოლოში, ჩამოთვლილია ორ კვადრატულ ფრჩიხილს შორის ჩასმული ენის კოდები და სტატიის სათაურები იმ ენაზე. მაგალითად [[fr:wikipedia]] [[en:wikipedia]] და ა. შ. ამოკოპირეთ ეს ჩამინათვალი მთლიანად და გადმოიტანეთ ქართულ სტატიაში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომელი ენიდანაც გადმოგაქვთ, იმ ენის ბმული არ მოყვება და საჭიროა ხელით ჩასვათ, ანუ ჩამონათვალში ანბანურად მიუჩინოთ ადგილი.

2. როგორ დავამატო ამ მწერლის ფოტო?

თუ რამე ვერ გაიგოთ, მომმართეთ. --მიხეილ (მიწერა) 09:21, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]


მადლობა დახმარებისთვის, შევეცდები, გამომივა ალბათ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, როცა ძიების ფანჯარაში ჩემს მიერ ატვირთული სტატიის სახელწოდებას ვუთითებ, თითქოს ქართულ ვიკიპედიაში არც არსებობდეს, კურსივით უჩვენებს. ეს პრობლემა როგორ მოვაგვარო?--Carmen განხილვაწვლილი 10:01, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ახალი სტატია სანამ ძიებაში გამოჩნდება ერთი ორი დღე უნდა გავიდეს მისი შექმნიდან.--David 10:05, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. კიდევ მაინტერესებს, ვთქვათ ka:ელფრიდე იელინეკი-ს სხვა ენების გვერდებზე მითითება ყველაზე სათითაოდ ხდება თუ არსებობს ხერხი რომ ყველგან ერთდროულად გამოჩნდეს? --Carmen განხილვაწვლილი 10:22, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ ვიკიპედიაში ჩასვით ხოლმე მარტო და დანარჩენ ენებში ბოტი ჩასვამს ავტომატურად--David 10:30, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, თორემ ძალიან შრომატევადი კი აღმოჩნდა... უკაცრავად და ბოტი ვინ არის ან რა არის :)--Carmen განხილვაწვლილი 10:35, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოტი, ანუ რობოტი რომელიც სპეციალურად მაგ სამუშაოსთვის შეიქმნა ვიღიმი--David 10:36, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]
D :D დაილოცოს მისი მარჯვენა!--Carmen განხილვაწვლილი 10:43, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. შესანიშნავი ნაშრომია, ოდნავ სწორი ფორმატირება დასჭირდება (ტექსტის მხრივ) კეთილი, თუ სხვა არაფერია წყარო, შექმენით სექცია 'რესურსები ინტერნეტში' (გადახედეთ, როგორ კეთდება ეს სხვა სტატიებში) და დაამატეთ ბმულები, დაკავშირებული ნაწარმოებთან. ვფიქრობ, საკმარისი იქნება. მაგალითისათის სტატიის უცხოურ ანალოგებს გადახედეთ, ინგლისურ ვიკიპედიაში ან სხვა ენოვანში. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:48, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა Henry McClean :)--Carmen განხილვაწვლილი 10:54, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

Carmen, სტატია უნდა შეიცავდეს მინიმუმ სამ დასრულებულ ფრაზას, სამ ბმულს სხვა სტატიებზე და, თუ შესაძლებელია, ერთ ბმულს სხვა ვიკიპედიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ითვლება ზედმეტად მოკლე და წასაშლელ სტატიად. Henry McClean განხილვაწვლილი 19:55, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

შევავსებ თუ დროში არ ვარ ძალიან შეზღუდული, აქედან სხვა გვერდზე გადასასვლელ სტატიას ვამზადებ უშუალოდ ნიბელუნგებზე და ამისთვის დამჭირდა ეპოქის გვერდზე ინფორმაციის მოთავსება. --Carmen განხილვაწვლილი 20:20, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

აი მაგის კეთება კი სამწუხაროდ, არ შეიძლება. მხოლოდ იმისათვის, რომ ბმული გალურჯდეს, ინფორმაციის ასეთი სახით დამატება აქ დაუშვებელია, ადმინისტრაცია ამას დაგიდასტურებს. ამასობაში ეგ სტატია (1 წინადადებიანი) წაიშალა. --Henry McClean განხილვაწვლილი 21:51, 5 თებერვალი 2012
((( ახლა მეცოდინება --Carmen განხილვაწვლილი 23:01, 5 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიებში ზოგადად ტექსტები არ უნდა ეწეროს დაახლოებით ასეთი ენით - 'ბრწყინვალე მწერალი, რომელიც უბადლოდ იცნობდა თავის ეპოქას'. ეს არავიკიპედიურია. თუ ვთქვათ, გსურთ დაწეროთ სხვა ცნობილი პიროვნების გამონათქვამი რემარკის შესახებ, მაშინ დასაშვებია მსგავსი რამ, მაგრამ სხვა შემთხვევაში სტატია სასკოლო თხზულების ენისგან შორს უნდა იყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:32, 8 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, შეფასება არ უნდა ჩანდეს --Carmen განხილვაწვლილი 15:31, 8 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]

... და "სამ მეგობარში" სექცია ,,დაკარგული თაობის“ ტრადეგიაც რომ წაითხზულებებს? --Carmen განხილვაწვლილი 16:30, 8 თებერვალი 2012 (UTC)[უპასუხე]