შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Anna 2oo9

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--გიორგიმელა 16:39, 19 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

== რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ევროკავშირის როლი მის მოგვარებაში ==

აგვისტოში, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ დემოკრატიული ღირებულებები 21-ე საუკუნის ევროპაშიც კი საფრთხის ქვეშ დგას. ის რაც რუსეთმა მოიმოქმედა სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს წინააღმდეგ, ეწინააღმდეგება ყოველგვარ დემოკრატიულ თუ მორალურ პრინციპებს. იგი არღვევს ყოველგვარ შეთანხმებას, მიღებულ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიერ. ამ კონფლიქტმა უამრავი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ უფრო მეტი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად იქცა. რუსეთის სამხედრო მოქმედებებმა მიწასთან გაასწორა მშვიდობიან მოქალაქეთა საცხოვრებელი შენობები და განუზომელი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ადამიანებისა და დამოუკიდებელი ქვეყნის უფლებები დაირღვა, რამაც ყველაზე მეტად ევროკავშირი აღაშფოთა. იგი როგორც დემოკრატიის შუქურა ევროპაში, ვალდებული იყო შეესრულებინა სათანადო როლი კონფლიქტის დარეგულირებაში. და მართლაც, საბრძოლო ოპერაციების დაწყებიდან მცირე ხანში ევროკავშირი ომის შეწყვეტის და მისი მშვიდობიანი მოგვარების მთავარი გარანტი გახდა. ევროკავშირის დროულმა მოქმედებებმა შეიძლება ითქვას, საქართველო-რუსეთის მიერ სრულ ოკუპირებას გადაარჩინა. სწორედ ევროკავშირის და კერძოდ ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის დიდი მონდომების წყალობით, მიღებულ იქნა 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც რუსეთს ავალდებულებდა გაეყვანა თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან. ევროკავშირმა მოახერხა შეეჩერებინა რუსეთი. 27-ვე წევრმა სახელმწიფომ ერთხმად დაგმო რუსეთის აგრესია და იგი საერთაშორისო ასპარეზზე ამ ომის ინიციატორ მხარედ იქნა ცნობილი.

   ევროკავშირმა  განახორციელა  სასწრაფო  ზომები  საქართველოსთვის  დახმარების  აღმოსაჩენად. ორგანიზაციამ  მზადყოფნა  გამოთქვა  მონაწილეობა  მიეღოო ეუთოს სადამკვირვებლო  მისიაში, რომელიც  მშვიდობის  შენარჩუნებას  უზრუნველყოფს  რეგიონში. ევროკავშირის დიდმა  ქვეყნებმა  გარკვეული  რაოდენობის  დამკვირვებლები  გამოგზავნეს  ამ  მისიაში მონაწილეობისათვის.  გამოიყო  ასევე  დიდძალი  რაოდენობის  თანხები  საქართველოს  ინფრასტრუქტურის  აღდგენისა  და  ეკონომიკის  მოძლიერებისათვის. ევროკავშირი   გამოვიდა  ინიციატივით  მოეწვიათ  საერთაშორისო   კონფერენცია, რომელიც  იმსჯელებს  საქართველოში  განსახორციელებელი  რეკონსტრუქციის  ფინანსურ  მხარდაჭერაზე. იგი  ასევე  თვალს  მიადევნებს, თუ  რამდენად  ზუსტად  სრულდება 6-პუნქტიანი  შეთანხმება.
   რუსეთ-საქართველოს  კონფლიქტმა რუსეთსა  და ევროკავშირს  შორის  ურთიერთობა  დაძაბა. ევროგაერთიანება  მიიჩნევს, რომ  ურთიერთობა  მასსა  და  ჩვენს  ჩრდილოელ  მეზობელს შორის  ჩიხში  არის  მოქცეული  და  ამ  ურთიერთობის  გამოსწორება  ისევ  რუსეთის  ქმედებებზეა  დამოკიდებული. ევროკავშირი  დარწმუნებულია, რომ  რუსეთის  ინტერესებში  არ  შედის  ევროპისგან  იზოლაცია  და მისგან  აღებული  ვალდებულებების  შესრულებას  მოითხოვს. თუმცა  მრავალი  გაფრთხილების  მიუხედავად, რუსეთს  კვლავ  ოკუპირებული  აქვს  ქართული  ტერიტორიები  და 6-პუნქტიანი  შეთანხმებაც  არ  არის  სრულად  შესრულებული. ამასთან  ერთად, მან  თვითნებურად  დამოუკიდებლობა  მიანიჭა ძირძველ  ქართულ  მხარეებს: აფხაზეთსა  და  სამაჩაბლოს.

ევროკავშირი ცდილობს ეს კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვაროს, იგი რუსეთთან ღია დაპირისპირებას მაინც ერიდება. უნდა ვაღიაროთ, რომ ევროგაერთიანებამ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ იგი მართლაც ევროპული დემოკრატიის სადარაჯოზე დგას.



გამარჯობა, რაც შენ დაწერე (საქართველო წმ. ნინოს დროიდან დღემდე) სამწუხაროდ ენციკლოპედიური ხასიათის არაა და წაიშლება, ასე რომ ჯერ გაეცანი რა არის/არ არის ვიკიპედია და თავადვე მიხვდები რა და როგორ წერო. გისურვებ წარმატებებს.--მიშა () 14:30, 17 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
გაეცანი ვიკიპედიის წესებს!--ანტონიო 15:45, 18 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

თუ გსურთ, რომ სტატია წაიშალოს ჩასვით {{წასაშლელი}} და რომელიმე ადმინისტრატორი მას მიხედავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სათაურები ერთმანეთს ჰგავს, გამოიყენეთ ეს კოდი#გადამისამართება [[აქ ჩასვით არაფორმატირებული ტექსტი]]--გიორგი , 17:10, 20 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]