შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Abandoner/არქივი 3

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიის სათაური

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! გთხოვ, დააფიქსირე შენი აზრი სათაურთან დაკავშირებით.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 16:44, 13 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, სალამი. ეგ მომხმარებელი ვანდალია (იხ. ენ. ვიკი). ნუ დახარჯავ დროს მასთან საუბარში. საჭიროების შემთხვევაში მონიშნე დასაბლოკად. - OTOGI Messages 18:31, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ჰმ, ყოჩაღ მაგას. რამე მოვუფიქროთ მაშინ. კიდევ ერთი რაღაც - ამას წინათ (შენ არ ჩანდი მაგ დროს) კიდევ ერთმა ვანდალმა ამოყვინთა (ძალიან ძველმა).აი ამან. მერე გაჩუმდა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სტატია წაიშალა, მაგრამ კვლავ ცდილობდა ჩემს "დასაქმებას" (როგორც წლების წინ). მინდოდა მაგაზე ინგლისურ ვიკიში მოთხოვნის დატოვება, რომ დაებლოკათ IP-ს range (ვინაიდან ipv6-ით შემოდიოდა და არასტატიკური IP ჰქონდა), მაგრამ ვერ ვნახე, სად მიმეწერა და ვისთვის. :( ძალიან მძიმე შემთხვევაა. --Abandoner განხილვაწვლილი 18:40, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

თანაც, ეგენი, როგორც წესი რამდენიმე ანგარიშით მოქმედებენ და პლუს სხვადასხვა IP-ით არედაქტირებენ. ამასაც, რა ისტორიაც აქვს ხო ნახე ენ. ვიკიში... - OTOGI Messages 18:47, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ასე გაგრძელების შემთხვევაში, ამ ვაჟბატონს სამუდამო რომ მიარჭოს ადმინმა, არავინ მოედავება - ვნახე მაგის ისტორია და ეს სრულიად არაადეკვატური არსებაა. --Abandoner განხილვაწვლილი 18:56, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაგას ვიძახი. ტყუილად რომ გვართმევენ დროს, აი ეგ არის ყველაზე გამაღიზიანებელი. - OTOGI Messages 19:06, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: მაგის გამო იყო, რომ იმ მეორესაც (და ათასობით და ათიათასობით ეგეთს) მოეხაზა თავის დროზე. მილიონობით რედაქტორიან ინგლისურ ვიკიში რომ აცდენენ ხალხს, ის ერთია - ერთი კინკილა ხალხი ვართ აქ და აქაც რომ გაცდენენ... --Abandoner განხილვაწვლილი 19:11, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა, ჩვენთან ეს ორმაგად რთულია. არადა მაგას კოჭებში ეტყობოდა, რომ ვანდალი იყო, ვგრძნობდი და მერე ენ. ვიკი ვნახე :). ეგეთებს დრო არ უნდა დაახარჯო საუბარში. გაფრთხილება და მერე ბლოკი. - OTOGI Messages 19:16, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: მადლობა, ოთო. ისე, ერთი კარგია ამბავია - ბოლო 2 დღეა ტექსტში ძიების და ჩანაცვლების და ბმულების ჩასმის დიალოგების პრობლემები თითქმის აღმოიფხვრა ჩემთან - Shift+f5-ის დაჭერა ისე ხშირად აღარ სჭირდება, ადრე რედაქტირებას ხსნიდი და სამჯერ უნდა დაგეჭირა, ახლა ხოლმე თავისითაც აჩენს (პანელის ვიზუალზე ვხვდები, ბმულის ჩასმის სიმბოლო ხან ერთია, ხან სხვა) --Abandoner განხილვაწვლილი 19:19, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაგას რაღაცა იწვევს ჰენრი, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდები რა. შეიძლება კონფლიქტის ამბავია ბეტასა და გაჯეტებს შორის, შეიძლება. ერთხელ ჩამოვყარე პარამეტრები და ვარედაქტირებდი ნაგულისხმევად და პანელის პრობლემა არ ჰქონდა სხვათა შორის. მერე როგორც კი ჩავრთე რაღაცები, იგივე დაიწყო. მოკლედ... - OTOGI Messages 19:25, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაუმართავი სტატიები

[წყაროს რედაქტირება]

არც კი ვიცოდი რანაირად დამეწყო თემა ან რა ჯანდაბა დამეწერა. ვინაიდან ბოლოს ამ ადამიანმა ჩაასწორა Bigbang-ის და G-Dragon-ის ქართული ინფორმაცია ვიკიპედიაში, არც კი ვიცი ვინ დავადანაშაულო. ინფორმაცია იმდენად აბურდულია, იმდენად არასწორადაა ნათარგმნი (თან ეტყობა რუსული ენიდან), რომ არც კი ვიცი რა ვთქვა... თუ შები დაწერილია საშინელებაა და თუ უბრალოდ ჩაასწორე სხვისი ნაწერი, ცოტა წესიერად მაინც უნდა ჩაასწორო. კვეონ ჯიიონგი და ჩხვე სეუნგ ჰიეონი როგორ ვაპატიო ჯერ დამწერს და მერე იმას, ვინც ბოლოს გაასწორა სტატია და ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო? საშინელებაა... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 91.151.137.68 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

კონსტანტინე II

[წყაროს რედაქტირება]

ჩემს მიერ წაშლილი იყო კონსტანტინე II ქართლის მეფის სურათი, რადგან სინამდვილეში ეს არის კონსტანტინე II კახეთის მეფის (მაჰმად-ყული-ხანის) სურატი და ამ ჯგუფურ პორტრეტზე გამოსახულები არიან კახეთის მეფეები: ერეკლე I, კონსტანტინე II, დავით III და თეიმურაზ II. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giakosh (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სალამი, ჰენრი. უკვე რამდენჯერმე შეგამჩნე და ასეთ სტატიებს, რატომ დაუყოვნებლივ წასაშლელს არ უსვამ? — Mikheil მიწერა 15:10, 25 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: სალამი, მიხეილ. დავამუშავებ მაგას (პირადად) დღესვე - მაგიტომ ვითხოვე რეზიუმეში (იმედია, წაიკითხე) არწაშლა. მაგ გოგოზე უამრავი წყარო მოიპოვება, ინტერვიუებიც და, რაც მთავარია, თითქმის "ცოლის დაქალებივით" პოპულარულ, თანაც დრამატულ (თუმცა დახურულ) სერიალში თამაშობს. ვინაიდან მოზარდ მსახიობებზე ფაქტობრივად არ გვაქვს სტატიები, ღირს მაგის გაჩერება და დამუშავება. მით უმეტეს, რომ მსგავსი პიროვნება ყველა კრიტერიუმით ენციკლოპედიურ პიროვნებად ითვლება. ისევე, როგორც იმავე სერიალის (ხელოვნური სუნთქვა) სხვა მსახიობები. --Abandoner განხილვაწვლილი 17:08, 25 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

უკვე გთხოვეთ

[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი უკვე გთხოვეთ ფორუმში, რომ ბანაკში ვარ და ოთხი მომხმარებლის სტატიებს ერთი დღე მინიმუმ ნუ შევეხებით მეთქი. ბავშვები კონკურსში ღებულობენ მონაწილეობას და თქვენი შეტანილი წვლილი მათს შედეგებზე ცუდად იმოქმედებს. --ჯაბა 1977 07:20, 27 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში ჯაბა - დავაბრუნე უკან. Chinchaladze-ს სანაცვლოდ სხვა იუზერი მეგონა. --Abandoner განხილვაწვლილი 07:22, 27 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

(მომეჩვენა, რომ ეს იყო - მომხმარებელი:Cercvadze1337 - ბრენდებზე და კომპანიებზე ეს წერს უფრო ხშირად). --Abandoner განხილვაწვლილი 07:23, 27 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ააა. გასაგებია, მის სტატიებს კი სჭირდება მსგავსი დარედაქტირება. — ჯაბა 1977 07:25, 27 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ახალი ვარ და იმედია წესების დაცვით გწერთ.

იქნებ დამეხმარო, -რას ვერ ვაკეთებ: სტატია დავდე ქართულ ენაზე და მინდა ინგლისურ ენაზეც დავდო იგივე, მაგრამ რაღაცას ვაკეთებ აშკარად არასწორად, იმიტომ რომ თქვენ მიშლით და იქნებ მითხა,როგორ დავდო ინგლისურად სტატია ისე, რომ რამე წესი არ დავარღვიო და წაშლა არ მოგიწიოთ ?!

დიდი მადლობა წინასწარ და ბოდიში , რომ რაღაც წესების არცოდნის გამო, გაწვალებთ-გამოვასწორებ:) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Irena.gvimra (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .