რუსკა ქარქაშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსკა ქარქაშაძე
დაბადების სახელი რუსუდან ქარქაშაძე
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 2003 (2003-04-07) (21 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2013-დღემდე

რუსკა ქარქაშაძე (დ. 7 აპრილი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი[1]და ტელეწამყვანი.

დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში (ერთ-ერთი იყო დებიუტი ნიკა საბაშვილის „1945“-ში, რომელშიც ადოლფ ჰიტლერის შეყვარებულის როლი შეასრულა[2]), ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში და „კომედი არხის“ ტელესერიალ „კომედი კიდსში“. 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში „არარეალური სახლი“.

2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი
2013 არარეალური სახლი
2016–2023 ხელოვნური სუნთქვა მელანო
2018 იზი და ჯადოქარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]