მომხმარებლის განხილვა:Abandoner/არქივი 2
თარგი:Efn
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, როგორც ვნახე თარგი Efn შენი შექმნილია რომელიც მგონი გაუმართავად მუშაობს. ლათინური ალფავიტის მაგივრად წერს [lower-alpha 1], [lower-alpha 2] და ასე შენდეგ. როდესაც ცხრილებში ვიყენებ ამ თარგს ძალიან წელავს ამის გამო, ვეცადე გამესწორებინა მაგრამ ვერ მოვახერხე და იქნებ შენ იცოდე. — Haus of Gala 15:18, 23 აპრილი 2017 (UTC)
@GalaKapanadze: რაღაც სხვაშია მანდ საქმე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ამაზე დაგვეხმაროს. თვითონ თარგის წყაროში ეგ სიტყვები არ იცვლება. ეს ვნახე და გავაკეთე ყველაფერი, მაგრამ არ უშველა. --გიორგი (მომწერეთ) 15:46, 23 აპრილი 2017 (UTC)
არ ვიცი რამდენად სწორედ მივაგენი მაგრამ ინგისურ ვიკიში ვნახე ეს გვერდი en:MediaWiki:Cite_link_label_group-lower-alpha რომელიც ქართულ ვიკიში არ არის მედიავიკი:Cite_link_label_group-lower-alpha. იქნებ ამას თუ გადმოვიტანთ გასწორდეს? — Haus of Gala 16:26, 23 აპრილი 2017 (UTC)
@GalaKapanadze: სავსებით შეიძლება, რომ ეგ არის. არ გვაქვს მითითებული სახელები და ამიტომ იღებს ამ upper-ებს, წარწერის გარეშე. თუ აქ იქნება სადმე ადმინისტრატორი, ვთხოვ, ჩვენით ამას ვერ შევქმნით. --გიორგი (მომწერეთ) 16:31, 23 აპრილი 2017 (UTC)
მაგთიკომი
[წყაროს რედაქტირება]მინდა გადავიყვანო სტატიის უკვე არსებულ ინგლისურ ვერსიაზე — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Min69700 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გასაგებია, მადლობა. მაქვს ერთი პრობლემა, არ მომდის შეტყობინება ინგლისურ ენაში შეტანილი რედაქტირებების შესახებ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Min69700 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
რატო გაქვთ ესეთი ცუდი წესები?
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა მე ვწერ მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც აგვისტოში გაიმართება თბილისში და რა გინდათ ვერ გავიგე რატომ მიშლით ხელს?
რამე წესი დავარღვიე?
თუ მაცდით კარგი იქნება
თუ სტატიის წაშლას მაინც გადაწყეტთ, თქვენი ნომერი დამიტოვეთ აბა ჩემია 551 290 551
99%
[წყაროს რედაქტირება]მოკლედ გეტყვი რა, მიდგომა გაქვთ არასწორი, თვითონ სისტემა არის მოწყობილი უაზროდ სასწრაულად გართულებული გაქვთ ყველაფერი არ მაინტერესებს რამდენმა ადამიანმა აითვისა აქ მუშაობის პრინციპები
მე რომ სტატიას ვწერ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ მეტი ინფორმაცია იდოს ქართულ ვიკიპედიაზე ამ დროს საიდანღაც ჩნდება ვიღაც და მეუბნება რო შენი სტატია უნდა წავშალო
კაი, წაშალე, როგორც გინდა მარა ამით მომხმარებლებს დაკარგავთ
მიდგომა გაქვთ ძალიან ცუდი ყველანაირ სურვილს მიკლავთ რამის კეთების
3 ფილმი ვთარგმნე, დიდი სტატიები დავწერე და მოვიდა ვიღაც დებილი ადმინი თუ მოდერატორი და ერთი ხელის მოსმით წამიშალა
არ გინდა, ნუ გინდა, კარგათ იყავით თქვენთვისვე იქნება ცუდი თორე მე რა...
და მაგარი მიტყდება რო ამაზე მიწევს ლაპარაკი
და როგორც 'უცხო ტიპს' ისე მელაპარაკები, თითქოს მე დებილი ვიყო, შენ კიდე პროფი
ტეხავს მაგრა ეგეთი საქციელი
ტეხავს
ტ ე ხ ა ვ ს
— ხელბურთის განხილვაწვლილი 06:21, 26 აპრილი 2017 (UTC)
შეცდომა
[წყაროს რედაქტირება]მადლობთ ვჩქარობ ძალიან და გამომეპარა --Elrostro განხილვაწვლილი 20:23, 26 აპრილი 2017 (UTC)
რედაქტორი
[წყაროს რედაქტირება]მოგესლამებით. კარგია, რომ ინფოდაფაში დაემატა „რედაქტორიც“ - უიმისოდ კარგი წიგნი არ არსებობს. გმადლობ ცნობისათვის. --Mimos განხილვაწვლილი 10:56, 28 აპრილი 2017 (UTC)
კლეპტონი
[წყაროს რედაქტირება]გიორგის გაუმარჯოს. პარალელურად რომ ვმუშაობთ და ეს ორივემ არც კი ვიცით მე მგონი კარგია. ესეთი გუშინ თუ გუშინწინაც იყო, ოღონდ არ მახსოვს რომელზე. მე მიხარია, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მაინც რომ მეხმარება. მაგრამ ამ ანტილის თუ ანტილიის კუნძულებზე საბოლოო პასუხი ჯერ არ ვიცი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:36, 29 აპრილი 2017 (UTC)
@GiorgiXIII: ეგ მართლაც დროში გაიწელა. სამწუხაროა. --გიორგი (მომწერეთ) 12:40, 29 აპრილი 2017 (UTC)
- მართალია გაიწელა, მაგრამ სხვა გზა არაა. უკვე ზუსტად 40 დღეა მხოლოდ ამ საქმითა ვარ დაკავებული და მივედი 2012 წლის მარტის თვემდე. ვცდილობ სულ ცოტა 2010 წელს მაინც მივაღწიო.GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:54, 29 აპრილი 2017 (UTC)
@GiorgiXIII: კატეგორიზაცია ჩვენი ტკივილია ყველანაირად. გეგმაში მაქვს ფილმების სწორი კატეგორიზაცია, იმიტომ რომ ყველაფერი "ამერიკულ ფილმებში" ან "რუსულ ფილმებში" არ უნდა ეყაროს. ქვეკატეგორიები უნდა ბლომად. --გიორგი (მომწერეთ) 12:55, 29 აპრილი 2017 (UTC)
ცხრილები
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა გიორგი, ერთი კითხვა მაქვს. ავიღოთ მაგალითად ცხრილი ამ სტატიაში, სადაც ფინალებია ჩამოწერილი. იმ წლებში სადაც მატჩი დამატებით დროში ან პენალტებში დასრულდა, ანგარიშის სექცია ცხრილში დიდდება (მაგალითად 1943-ში და 1984-ში), ასეთი კი რამდენიმე წელია. როცა ეს დიდდება გვერდზე გამარჯვებულის და დამარცხებულის სექციასაც ადიდებს და საბოლოოდ ვიღებთ იმ სურათს რაც ეხლაა და ეს ძალიან არ მომწონს. ხან რა ციფრები ჩავწერე ცხრილის width-ში სხვადასხვა სექციაში, ხან რა და მაინც ვერაფრით ვერ გავასწორე ყველაფერი ერთ ხაზზე, რაღაც არეულ-დარეულად რომ არ ჩანდეს, არადა ყველა სტატიაში ამ ცხრილს ვაკოპირებ. ინგლისურ და რუსულ ვიკიში სხვანაირად აქვთ, დამატებითი დროის და პენლების ანგარიში სადღაც ქვემოთ შენიშვნების სექციაში უწერიათ და მე ყველაფერი ერთ ცხრილში მინდა იყოს, ჩამოსქროლვა რომ არ გახდეს საჭირო. ხოდა რავი იქნებ თუ გაქვთ ცოტა დრო, მოძებნოთ ციფრების ისეთი კომბინაცია, რომ ყველაფერი ერთნაირად დადგეს? --Woodmana განხილვაწვლილი 13:51, 29 აპრილი 2017 (UTC)
@Woodmana: - სალამი. აბა ახლა როგორია თვითონ ზომა? ორი მომენტია მანდ - წლები რომ იყო, ავდექი და <br /> ტეგით შემდეგ სტრიქონზე გადავიტანე. აგრეთვე - სტილი მივუთითე სვეტებს სწორად. თუმცა, არ ვიცი, თქვენთან როგორ არის და ჩემთან 1366x768- ეკრანზე სწორად იჯდა გვერდის ზომაზე და მის ფარგლებს არ სცდებოდა. --გიორგი (მომწერეთ) 14:18, 29 აპრილი 2017 (UTC)
ქვედა ცხრილი გალამაზდა კი, მაგრამ ზედა დიდ ცხრილს ვგულისხმობდი მე - ფინალებს, ანგარიშები სადაცაა. რომ შეადაროთ მაგალითად 1939 და 1940 წელი დაინახავთ, რომ 1940 წელში გამარჯვებული გუნდის სახელი სადაც წერია ანგარიში და ასევე დამარცხებული გუნდის სახელი, მთლიანად ეს ხაზი გადიდებულია 1939 წელთან შედარებით იმიტომ, რომ იქ დამატებითი დროის, ან ზოგ წლებში პენალტების ანგარიშიც წერია. width-დან იცვლება ეგენი, პროცენტები სადაც წერია, მაგრამ საკმარისად მაინც ვერ გავწიე ცხრილი. წვრილმანი რაღაცაა, მაგრამ მაგრად მაღიზიანებს...--Woodmana განხილვაწვლილი 14:29, 29 აპრილი 2017 (UTC)
@Woodmana: ახლა როგორია? --გიორგი (მომწერეთ) 14:37, 29 აპრილი 2017 (UTC)
ძალიან კარგია ! ოღონდ მაინტერესებს, ფინალების ჰედერიც უნდა წაშლილიყო? --Woodmana განხილვაწვლილი 14:42, 29 აპრილი 2017 (UTC)
@Woodmana: ზუსტად ვერ მივხვდი, რა იგულისხმება, იმიტომ რომ მარტივი რაღაც გავაკეთე - სწორი სტილი გავუწერე ყველას და კიდევ <br />-ები წავშალე. <br /> არის სტრიქონის გადატანის "დაძალება", ასე ვთქვათ. შეგიძლიათ ვიზუალური რედაქტორიდან წყაროს რედაქტირებაზე გადაერთოთ და იხილავთ, რა განსხვავებებია გიორგი (მომწერეთ) 14:46, 29 აპრილი 2017 (UTC)
== ფინალები == - ეს ვიგულისხმე, თქვენს ბოლო რედაქტირებაში ეს რომ წაშალეთ, რაც სექციას ცალკე გამოყოფს. დავამატე ისევ, უკეთესია ჩემი აზრით.
პ.ს. ვიზუალურ რედაქტორს არ ვიყენებ არასდროს, წყაროს რედაქტირებიდან მირჩევნია ბევრად. --Woodmana განხილვაწვლილი 14:51, 29 აპრილი 2017 (UTC)
@Woodmana: ბოდიშს ვიხდი, ხელს გაჰყვა. --გიორგი (მომწერეთ) 14:51, 29 აპრილი 2017 (UTC)
არა რის ბოდიში, პირიქით დიდი მადლობა. ვითომ წვრილმანი რაღაც იყო, არადა მაგრამ ამახინჯებდა ცხრილს ჩემი აზრით, ეხლა ყველაფერი სიმეტრიულადაა. ძველ დარედაქტირებულ სტატიებშიც ჩამოვუყვები და ამას გადავაკოპირებ, მომავალშიც ამას გამოვიყენებ აწი. --Woodmana განხილვაწვლილი 14:57, 29 აპრილი 2017 (UTC)
@Woodmana: არაფრის, კარგია, რომ პრობლემა აღმოიფხვრა --გიორგი (მომწერეთ) 14:59, 29 აპრილი 2017 (UTC)
Ice Mc
[წყაროს რედაქტირება]ღამე მშვიდობისა გიორგი. მივდივარ მივდივარ და გამოჩნდა კატეგორია:Ice Mc-ს ალბომები, რომელიც შექმნისასაც (2010 წელი, ოქტომბერი) ცარიელი იყო და დღესაც ცარიელია. ამავე გვერდზე ქვემოთ კატეგორია:Ice Mc-იც წითელია (მე მგონია Ice MC და არა Ice Mc, მგონია და მეტი არაფერი). ეს წითელი კატეგორია ყველა ენაზე ვეძებე და ვერსად ვერ აღმოვაჩინე. რა ვქნა არ ვიცი, წასაშლელადაც მენანება. იქნებ შენ მაინც იცოდე გამოსავალი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:21, 29 აპრილი 2017 (UTC)
@GiorgiXIII: საღამო მშვიდობის, გიორგი. წაშლის თარგის დატოვება დამავიწყდა თავის დროზე. ახლა დავტოვე. --გიორგი (მომწერეთ) 19:11, 29 აპრილი 2017 (UTC)
- გამოდის რომ უნდა წაიშალოს. რა ვიცი, თუ წასაშლელია წავშალოთ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:26, 29 აპრილი 2017 (UTC)
ბრაიან ინოს ალბომები
[წყაროს რედაქტირება]გიორგის გაუმარჯოს! გიორგი შენ კი გაასწორე გვარი, მაგრამ ქვემოთ კატეგორია:ბრაიან ინოს ალბომები გაწითლდა. იქნებ ეგეც როგორმე გასწორდეს რა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:26, 30 აპრილი 2017 (UTC)
@GiorgiXIII: მივხედავ, გასასვლელი ვიყავი და დროებით გადავდე საქმე :) --გიორგი (მომწერეთ) 11:43, 30 აპრილი 2017 (UTC)
- გასაგებია, საღოლ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:15, 30 აპრილი 2017 (UTC)
- @GiorgiXIII: წეღანაც გავუშვი ბოტი, დღეს ლიტერატურაში ვმუშაობ (ჯერჯერობით) --გიორგი (მომწერეთ) 12:16, 30 აპრილი 2017 (UTC)
Bedford Falls
[წყაროს რედაქტირება]სალამი, ჰენრი. ერთ ქართულ როკ-ჯგუფზე მინდა სტატიის დაწერა, იხ.. საკმაოდ ცნობილი ჯგუფია დღეისთვის, მაგრამ ვინაიდან პიროვნების/პიროვნებათა ენციკლოპედიურობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი, ჯგუფს კი ჯერ ალბომი არ გამოუცია და, ასე ვთქვათ, არ გაოფიციალურებულა ამ მხრივ, არ ვიცი, რამდენად დაშვებადია სტატიის განთავსება. შენ როგორ ფიქრობ? ისე, Open Air-ზე გამოსვლადობა კრიტერიუმად თუ შეიძლება ჩაითვალოს, შარშანაც იყვნენ და წელსაც გამოდიან.--შოთა (განხილვა) 19:05, 30 აპრილი 2017 (UTC)
@SHOTHA: სალამი! ქართველი შემსრულებლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია და თუ რამე მოიპოვება, უნდა დაიწეროს. 1 კვირის ჯგუფი არ არის და ამიტომაც, აუცილებლად დასაწერია. კრიტერიუმები იცი ისედაც - მინიმუმ 3 წინადადება (მეტიც გექნება შენ). აგრეთვე - რესურსების სახით შეიძლება ოფიციალური soundcloud-ის და bandcamp-ზე გვერდების გამოყენენება. ფეისბუკიც ექნებათ ალბათ და ეგეც გამოიყენე ({{facebook|აქ გვერდის მოკლე სახელი, თუ შემოკლებული აქვთ, თუ არა და ყველაფერი, რაც facebook.com-ის შემდეგ დახრილ ხაზს მოჰყვება}}). ref-ებად გამოიყენე ელექტრონული პრესიდან მინიმუმ 1 წყარო, ეწერება სადმე რამე. --გიორგი (მომწერეთ) 19:15, 30 აპრილი 2017 (UTC)
- კეთილი და პატიოსანი, მაშ. გადმოვიტანე სავარჯიშოდან. გმადლობ --შოთა (განხილვა) 19:22, 30 აპრილი 2017 (UTC)
შენიშვნები
[წყაროს რედაქტირება]გასაგებია და მიღებულია შენიშვნები. ანტიკური საქართვლეოს ისტორიის კუთხით ვმუშაობ და ვსწავლობ საქართველოს და ანტიკური სამყაროს ისტორიას. ძირითადად ეს ეხება ბერძნულ რომაულ და ელინისტურ პეროდებს. გარწმუნებთ კოლხთა მეფეების სია არის საშინლად არაზუსტი შესაბამის მმართველებს ვერსად ნახავთ. ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებიდან დაწყებული საქართვლეოს ისტორიის ოთხთტომულით დასრულებული. ზოგადად კიდევ ახალი თაობის ისტორიკოსები უფრო ვაკრიტიკებთ და ვაანალიზებთ ბევრ ნიუანსს და მსგავს თემებზე შეხედულებები უკვე სწრაფად იცვლება. კოლხეთის დიდ არმიაზე კიდევ საერთოდ არაფერი არ არსებობს ისტორიოგრაფიაში. არსებობს უამრავი მეცნიერული შრომა ისტორიოგრაფიაში თუმცა ამჯერად ვიკიპედიაში იმდენად გაუმართავია ანტიკური ისტორიის თემები, რომ საქართველოს ისტორიის ოთხტომეულის პირველი ტომიც საკმარისი იქნება ამ კრიზისის ამოსავსებად პირველ ეტაპზე. ტექნიკურ ნიუანსებს კი გავითვალისწინებ აუცილებლად. მადლობა — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aeëtes (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
არა. თუმცა რაღაც პროცედურების გავლით ავტვირთე და ავტორიც მივაწერე ატვირთვის ფორმაში. წყაროც არტ საიტიდან. სიმართლე გითხრათ ოჩოკოჩის ტრადიციულ აღწერილობას დიდად არც ემთხვევა უბრალოდ ხარისხიანი არტები იმდენად მცირეა ზოგადად საქართვლეოს რეალობაში რომ გადავწყვიტე დამემატებინა. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aeëtes (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
გასაგებია. თუ რაიმ მე პრობლემა შეიქმნა ჩემგან მომავალში თემების რედაქტირებისას დაუყონებივ შემატყობინეთ. ახლა გადავათვვალიერე თემები საკმაოდ არეულია. როცა მოვიცლი პერიოდულად დავარედაქტირებ და ვეცდები ერთიანად დავარედაქტირო. ძირითადად ანტიკური პერიოდის თემებს გავამდიდრებ შეძლებისდაგვარად ძველი მიკენური ცივილიზაციიდან დაწყებული რომის დაცემამდე პერიოდში. ანტიკუი ქართული სახელმწიფოების თემები მინდა რომ გავზარდო და დავხვეწო. მე თვითნაც ვქმნი რუკებს და ავტვირთავ მომავალში. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aeëtes (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ინფოდაფა
[წყაროს რედაქტირება]გაუმარჯოს. რჩევა მინდა ინფოდაფებთან დაკავშირებით.
კატეგორია:ფეხბურთის ინფოდაფის თარგები აღმოვაჩინე დღეს. აქედან ორი ინფოდაფა ერთმანეთთან შინაარსობრივად საკმაოდ ახლოსაა, ერთი გამოიყენება ჩემპიონატებზე და მეორე სათასო ტურნირებზე როგორც მივხვდი (ამას და ამას ვგულისხმობ). თავიდან როცა დავიწყე რედაქტირებები, პირველი დარედაქტირებული სტატიიდან (აქედან) გადავაკოპირე იქ არსებული ინფოდაფა ყველა სხვა სტატიაში (თავიდანვე არ იყო ჩასმული სწორი ინფოდაფა იმ სტატიაში როგორც ეხლა მივხვდი), მაგრამ დღეს სხვა ინფოდაფების აღმოჩენის შემდეგ, ანალოგიურ საფეხბურთო სტატიებში ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიებში გადავედი და ვნახე, რომ ამ ორს იყენებენ შესაბამის სტატიებში და არა ყველგან ერთი და იგივეს. იდეაში ამ ინფოდაფებს შორის დიდი სხვაობა არაა, თითქმის ერთი და იგივეს აჩვენებს თუ მცირე სხვაობას არ ჩავთვლით ტერმინებში (მაგ. ერთში ქვეყანა წერია, მეორეში რეგიონი და ა.შ.), ინფორმაციასაც ძირითადად ისე გადმოსცემს როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც მაინტერესებს, ჩავანაცვლო სტატიებში იმის მიხედვით როგორც ინგლისურ ვიკიში აქვთ, თუ დავტოვო ასე? --Woodmana განხილვაწვლილი 15:36, 1 მაისი 2017 (UTC)
@Woodmana: სალამი. აბა ნახე, ქართული ვარიანტები (ორივე), რომელი რა სტატიებში გამოიყენება. იმოქმედე მაქედან გამომდინარე. მართალია, თუთიყუშები არ ვართ, მაგრამ პირადად ჩემთვის ინგლისური ვერსია კომფორტის მაჩვენებელია. ალბათ, უნდა იყოს მიზეზი, თუ რატომ იყენებენ ერთს ან მეორეს. --გიორგი (მომწერეთ) 15:41, 1 მაისი 2017 (UTC)
მოკლედ დავიწყე ჩანაცვლება როგორც ინგლისურში აქვთ, ნელ-ნელა ჩამოვუვლი. მაგრამ როცა წინასწარ გადახედვას ვაჭერ ამას მიწერ წითლად ზემოთ - გაფრთხილება: თარგი:ინფოდაფა საფეხბურთო ტურნირი იძახებს თარგი:ინფოდაფა-ის "სურათი" პარამეტრის ერთზე მეტ მნიშვნელობას. აისახება მხოლოდ ბოლოს გამოყენებული მნიშვნელობა. რა ვუყო? --Woodmana განხილვაწვლილი 16:10, 1 მაისი 2017 (UTC)
@Woodmana: რა და - თავად სტატიის წყაროს რედაქტირებიდან ვშვლით ზედმეტ ველს (თუ ორჯერ არის გამოყენებული სურათის ველი, დავტოვოთ ის, რომელსაც უწერია სურათის ფაილის სახელი. --გიორგი (მომწერეთ) 16:14, 1 მაისი 2017 (UTC)
- თუ რამე სხვა ხდება? --გიორგი (მომწერეთ) 16:15, 1 მაისი 2017 (UTC)
სქრინშოტები გადავუღე - http://imgur.com/LZuPfop http://imgur.com/OZCJyTM
ვერ ვხედავ ზედმეტს ვერაფერს, გამზადებული ინფოდაფის თარგიდან გადმოვაკოპირე თან --Woodmana განხილვაწვლილი 16:28, 1 მაისი 2017 (UTC)
@Woodmana: თარგი:ინფოდაფა საფეხბურთო ტურნირი მე მგონია, გავასწორე. შიგნით იძახებდა ორჯერ სურათის პარამეტრს :) --გიორგი (მომწერეთ) 16:36, 1 მაისი 2017 (UTC)
გასწორდა ეხლა ყველაფერი, მადლობა! ის მეორე ინფოდაფა რომ არის, თუ იქაც არის რამე შეცდომა და ერორი გამომიგო, დავწერ აქ რომ ჩაასწორო თუ არ შეწუხდები. --Woodmana განხილვაწვლილი 16:50, 1 მაისი 2017 (UTC)
@Woodmana: არა, მეორეში დუბლიკატი პარამეტრები არ არის. --გიორგი (მომწერეთ) 17:03, 1 მაისი 2017 (UTC)
ბოლო ცვლილებები
[წყაროს რედაქტირება]ჰენრი, როგორც იქნა განათდა ბოლო ცვლილებები :)). ურა!. ძრავის მორიგ განახლებასთან იყო დაკავშირებული. ახლა რიგზეა ყველაფერი. - OTOGI Messages 09:09, 2 მაისი 2017 (UTC)
@Otogi: კი! მაგაზე მოგწერე კიდეც შენთან, ზემოთ (შესაბამის სექციაში). ახლა დარჩა რედაქტორი, რომელიც ჩემთან ხან მაძლევს ბმულების დიალოგებით ჩასმის საშუალებას, ხან - არა. ამავე დროს, ქრება ძიება-ჩანაცვლების ფუნქციაც. --გიორგი (მომწერეთ) 09:12, 2 მაისი 2017 (UTC)
- ჰო, ვერა ვნახე. იმდენი ჩანაწერი იყოს, რომ... ჩემთან ხანდახან ქრება რედაქტირების ზედა პანელი - ის, სადაც ხელმოწერა და მთელი ღილაკებია განთავსებული. რამდენადაც ვიცი, ეგეც ძრავის ბრალია. - OTOGI Messages 09:20, 2 მაისი 2017 (UTC)
- იმედია, მოიხსნება ეგ პრობლემაც დასრულების შემდეგ. გვერდს 10ჯერ და მეტჯერ ვარეფრეშებ, რომ გამოჩნდეს სწორი პანელი. --გიორგი (მომწერეთ) 09:28, 2 მაისი 2017 (UTC)
- წესით Ctrl + F5 ერთი დაჭერით უნდა უშველოს. სცადე. - OTOGI Messages 09:30, 2 მაისი 2017 (UTC)
- უი, შენ გაიხარე, ოთო! მილიონი პრობლემა მომიხსენი ერთბაშად. მე ჩვეულებრივ რეფრეშს ვიყენებდი. --გიორგი (მომწერეთ) 09:33, 2 მაისი 2017 (UTC)
- ჰო, მოკლედ, ამ ტექნიკურმა პრობლემებმა დაგვტანჯა. :). - OTOGI Messages 09:37, 2 მაისი 2017 (UTC)
ყდა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, მე გავხსენი თემა და მირჩევნია პოსტერი იყოს დატანებული, თან ეს სურათი ოფიციალური პოსტერია, ჩემი პირადი ნამუშევარი არ არის — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Elrostro (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Elrostro: ვიკიპედიაში სტატიებს სტატიები და არა თემები ეწოდება. მეორე - სტატია არავის საკუთრება არ არის, ვიკიპედიის ნაწილია, იმ მომენტიდან, რაც მას ამატებთ. შემდეგ - პოსტერზე რა წერია კონკრეტულად? რაღაც წერია 2 მარტზე და ხომ ვერ ამიხსნით, რა არის? ანონსივითაა? თუ ანონსივითაა, ესე იგი, წინასწარი პოსტერია. საბოლოო პოსტერი არ აქვს, ოფიციალური? გარდა ამისა, სტატიების სურათებით გაფორმება საერთოდ არ არის აუცილებელი. მთავარი ტექსტური ინფორმაციაა. სხვაენოვანი ვიკიპედიის თემატურ სტატიებში (სერიალებზე) პოსტერები ყველგან არის? ძირითადად არის სატიტულო კადრები. --გიორგი (მომწერეთ) 17:53, 3 მაისი 2017 (UTC)
გურამ თიკანაძე და სხვა მკვდარი ბმულები
[წყაროს რედაქტირება]გურამ თიკანაძე — რესურსები ინტერნეტში, მესამე ვებ-გვერდი (ლიბერალი) მგონი თემას არ ეხება, ხომ არ ამოვიღოთ?-- ცანგალა 21:32, 3 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: - მკვდარი ბმულია, მაგრამ ესაა ცოცხალი - http://liberali.ge/articles/view/3603/dakarguli--drois--qveyana
თიკანაძის ინტერვიუა --გიორგი (მომწერეთ) 06:36, 4 მაისი 2017 (UTC)
- არ შეიძლება შენს მიერ მითითებული ბმული ჩაისვას, თუ მაინც დაიკარგება? ცანგალა 09:20, 4 მაისი 2017 (UTC)
გაკეთდა - არ დაიკარგება ამჯერად. საქმე ის არის, რომ ტექნიკური საშუალებებით, საიტის ადმინისტრაციამ შეცვალა მისამართების სტილი, ამის გამო ძველი მისამართები უმოქმედოა. ამიტომ, თუ სადმე შეგვხვდება, უნდა მოვიძიოთ განახლებულები ლიბერალის საიტზე. --გიორგი (მომწერეთ) 09:26, 4 მაისი 2017 (UTC)
- მადლობა. ცანგალა 09:36, 4 მაისი 2017 (UTC)
შერილ კროუ — ბოლო და ბოლოდან მესამე რესურსები ინტერნეტში არ იძებნება. იქნებ გადაამოწმო შენებურად. მადლობა. ცანგალა 19:06, 4 მაისი 2017 (UTC)
- საერთოდ ვერ ვნახე მაგ საიტებზე, სხვა ძიებითაც. მოვაშორე ორივე, გმადლობ. --გიორგი (მომწერეთ) 19:15, 4 მაისი 2017 (UTC)
ადოლფო ბიოი კასარესი —რესურსები ინტერნეტში გადასახედია. როგორც მივხვდი მეორე თემას საერთოდ არ ეხება, მგონი ბიზნესზეა. დანარჩენი კი ვერ გავხსენი. ცანგალა 20:47, 4 მაისი 2017 (UTC)
გაკეთდა. დაარქივებული ვერსიები ჩავუგდე --გიორგი (მომწერეთ) 20:51, 4 მაისი 2017 (UTC)
ჯოშ დანი — Twitter ეს თუ გვიწერია რესურსებში და აგრეთვე ინგლ. წერია ე. ი. ქართულ ვიკიშიც შეგვიძლია გვქონდეს ბურუსი და მისთანები. რა ვქნათ ამოვიღოთ Twitter? ცანგალა 20:47, 5 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: ვერაფერს ვიზამთ. ეგრე უწერია ინგლისურ ვიკიში. ჯოშ დანს კი სოლო კარიერა არ აქვს, ამრიგად სოლო საიტი ვერ ექნება, რომ ის მივუთითოთ რესურსებში. ხოლო სოციალური მედია და პირადი Twitter (რომელსაც ტრამპიც კი იყენებს ოფიციალური განცხადებების გასაკეთებლად) სხვა არის.
შენს კითხვას ვუპასუხებ - გასულია სადღაც 12 წელი მას შემდეგ, რაც აქ აქტიურად წერა დავიწყე. შეხვედრაზე მოსვლის ინტერესი, განურჩევლად იმისა, ვიმყოფებოდი თუ არა ქალაქში ან ქვეყანაში, არასოდეს გამჩენია - ამას ყველა ამჩნევდა. მე მუშაობის ასეთი სტილი მაქვს, ვზივარ და ჩემთვის ვაკეთებ ამ საქმეს, ვთვლი, რომ ასე უფრო კომფორტულად ვარ. ჩემი გამოჩენით არაფერი შეიცვლება - ვერაფერს ვიტყვი მე მსგავსი შეკრების ფარგლებში ახალს, რაც აქ არ მითქვამს.
რაც შეეხება პირადად სხვებთან გაცნობას, ვთვლი, რომ 12 წელი ისე ვიმუშავე, რომ მთავარია, საერთო საქმეში ვმონაწილეობდი. როგორც აქამდე ვიჯექი და ვუძღვნიდი თავს ამა თუ იმ თემას, ისევე ახლაც განვაგრძობ და ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, თუკი არ დამიქვეითდება წერის, აზროვნების, კრიტიკული მიდგომის უნარი. :) --გიორგი (მომწერეთ) 21:15, 5 მაისი 2017 (UTC)
- გამწარებული ვეძებე და ვიპოვე პასუხი (მე რესურსებით მინდოდა დამეწყო ახალი თემა და მერე სულ იქ გამეგრძელებებინა აქ გურამ თიკანაძის თემას ემატება). ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გაცნობით ურთიერთობის სულ სხვა გარემო იქმნება. მაგრამ ეს შენი არჩევანია და ჩვენ უნდა ვცეთ პატივი მას. მე მაინც იმედით ვცოცხლობ. ცანგალა 07:50, 6 მაისი 2017 (UTC)
- დევიდ ლინჩი - ოფიციალური გვერდი არ იხსნება, ინგლისურშიც. ცანგალა 08:01, 6 მაისი 2017 (UTC)
მაია ასათიანი - სქოლიო ძველია. წასაშლელია. მერე კი წყაროს გარეშე რჩება სტატია. ცანგალა 20:39, 7 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: იმაზე სანდო რესურსი, რაც ახლა ჩავსვი, საერთოდ წარმოუდგენელია :) მთლად ოფიციალური საიტიდან არის (თუმცა მეორეხარისხოვანებში უნდა იყოს ფეისბუკის და იუთუბის გვერდებიც). --Abandoner განხილვაწვლილი 20:44, 7 მაისი 2017 (UTC)
ნავდაფებზე
[წყაროს რედაქტირება]ბატონო გიორგი, არსებული ნავდაფა - „ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები“ - არ ჩანდა ვაჟას მთავარ გვერდზე და მხოლოდ ამიტომ გავაკეთე. შემოვიდა ვინმე, ნახა მთავარი გვერდი და თუ არ გადავიდა ნაწარმოებებზე, ისე ვერ ნახავს იმ ადრინდელ ნავდაფას და მხოლოდ ამ მოსაზრებით. თუ ზედმეტად მიიჩნევენ რედაქტორები, უნდა წაშალონ, რა თქმა უნდა. გმადლობ. --Mimos განხილვაწვლილი 05:23, 4 მაისი 2017 (UTC)
თარგი --ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები-- უკვე ჩასმული დამხვდა ვაჟას გვერდზე. დიდი მადლობა.--Mimos განხილვაწვლილი 06:45, 4 მაისი 2017 (UTC)
სიმღერები
[წყაროს რედაქტირება]კარგი გასაგებია გავითვალისწინებ--Elrostro განხილვაწვლილი 14:57, 4 მაისი 2017 (UTC)
გამარჯობათ დიდი ბოდიში მაინტერესებს გრძელი ტირე დასაწყისში როგორ უნდა დავწერო? — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Elrostro (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
@Elrostro: ეს არის გრძელი ტირე > —
სამწუხაროდ, ვერ ვნახე, სად არის ეს სიმბოლო ახალ რედაქტორში. ძველ რედაქტორში ყველაფერი დალაგებულად გვაქვს (სპეციალურ სიმბოლოებშია) --გიორგი (მომწერეთ) 15:24, 4 მაისი 2017 (UTC)
ელტონ ჯონი
[წყაროს რედაქტირება]ელტონ ჯონი —რესურსები ინტერნეტში გადახედე მეორე, მესამე და მეოთხე ბმულები. მგონი სხვაა ამჟამად. ცანგალა 13:11, 5 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: მადლობა. 1. თემაზე ჯერ ვმუშაობ და ბოლომდე არ ჩავსულვარ. 2. რესურსებს ისედაც ყოველთვის ვასინქრონებ სხვაენოვან ვიკიებთან (სტატიის დასრულების შემდეგ) 3. იქნებ, უმჯობესია, ერთ სექციაში მომწერო ამეების შესახებ? შენთვისაც ხელსაყრელი იქნება და ჩემთვისაც. --გიორგი (მომწერეთ) 13:22, 5 მაისი 2017 (UTC)
- სექცია რესურსები (ასე დავარქმევ და გაგახარებ). სქოლიო იმდენია ხოლმე იმათ ჯერჯერობით არ ვამოწმებ. ალბათ ისიც შესამოწმებელია ყველა სტატიაში. ცანგალა 14:14, 5 მაისი 2017 (UTC)
@Zangala: აბა სცადე და შეამოწმე. მით უმეტეს, დახვეწილი მუსიკალური ბიოგრაფიების სტატიებში არის მინიმუმ 100 სქოლიო. სამწუხაროდ, ამდენს ვერ ვასწრებთ, შენც ხომ ხედავ? ეგ კი არა, მეც კი ბოლო დღეებში ვერ ვასწრებ საქმის კეთებას, ელტონ ჯონის გადაკეთება კაი ხნის წინ დავიწყე და რამდენიმე დღეა, ვერ დავჯექი, რომ გავაგრძელო.
სერიოზულად შემიძლია გითხრა - მე რომ წინა მომხმარებლის ანგარიშით ყველა წყაროს ვალიდურობა შემემოწმებინა, არც იმდენი სტატია მექნებოდა, არც დრო დამრჩებოდა აქ მუსიკის სფეროს სტატიებისთვის განვითარება-დასახვეწად (იმ, წინა წლებში). სანამ ვიკიპედია არ გაფართოვდება (რაც, სამწუხაროდ, უცნობია, როდის მოხდება), შეუძლებელია ორმა კაცმა აკეთოს ერთი სტატია. ან ბოტი უნდა გვყავდეს, რომელიც შემოაწმებს წყაროს სიცოცხლისუნარიანობას (ინგლისურში, თუ არ ვცდები, არის ბოტი, რომელიც უწერს, რომ ლინკი მკვდარია). და როდესაც ჩასვამს მკვდარი ლინკის ტეგს, ასეთი სტატიები აისახება სპეციალურ კატეგორიაში - შესაბამისად, უფრო გამარტივდება საქმე. აბა სცადე და (მარტო მუსიკაში) ასობით ბიოგრაფიის და მუსიკალური ჩანაწერის თუ სხვა საკითხის შესახებ სტატიებს დაუარე და რამდენი დრო დაგჭირდება იმისთვის, რომ ყველა შეამოწმო და მკვდარი ბმულის შემთხვევაში, მოიძიო ალტერნატივა. თუმცა, შემიძლია გითხრა, რომ ტრადიციად მაქვს დროდადრო შემთხვევითი გვერდების ამოყრა (მარცხნივ რომ ბმულია სამაგისო) და იქ რაღაცების ჩასწორებ, მათ შორის - სტატიების.
სიტუაცია რთული იმ მხრივ, რომ (რაც დავბრუნდი და მანამდეც) ვცდილობ, სხვა მომხმარებლების სტატიების ხარისხი ვაკონტროლი - აქ ერთი მომხმარებელი ბოლო კვირებია, წერს სერიალების შესახებ და მის ყოველ სტატიაში მიწევს არა მხოლოდ ტექსტის ფორმატირების, არამედ გვარების გასწორებაც (ბგერების ადაპტირების ცნობილი სახელმღვანელოს მეშვეობით). თუნდაც ასეთ საკითხებზე გადართვა მაფერხებს მე პირადად.
რაც შეეხება წინა მსგავს თხოვნებს - უკვე ზემოთ გადავიტანე - ნახე #გურამ თიკანაძე და სხვა მკვდარი ბმულები. იქ მომწერე, აუცილებლად ვნახავ. მომწერე სტატიის სახელი და ინტერნეტ-რესურსების ნომერი (1, 2, 3 და ა.შ.). ასე უფრო მარტივი იქნება. --გიორგი (მომწერეთ) 14:35, 5 მაისი 2017 (UTC)
სანამ ელტონ ჯონი არ მომკვდარა გაასწორე სტატია. რესურსები ინტერნეტში იცი რატომ დავიწყე ჩახედვა. უარესები გვაქვს და ბურუსს დავუწყეთ ბრძოლა. ოკ, დაივიწყე. ეს ისე დავწერე. ოკ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ერთხელ კიდევ ახალი თემით მოგწერ და შემდეგ სულ იქ დავწერ. წარმატებები. ისე როდის გამეცნობი? 10 მაისს მანდ ვარ და ... ცანგალა 14:55, 5 მაისი 2017 (UTC)
გასწორება
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობათ კარგი ნუ გაასწორებთ — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Elrostro (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
თემურლენგი
[წყაროს რედაქტირება]გიორგი გამარჯობა, ეს სტატია ნახე აბა, არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია ამხელა სიის გაკეთება სტატიაში და პლუს ამას ინფოდაფაში არასწორი ფაილის ბმულის ჩასმა, მაშინ როდესაც საწყობის ფოტო ამოშალა. ამ მომხმარებლის წვლილი სერიოზულად გადასახედია. --ჯაბა 1977 16:46, 6 მაისი 2017 (UTC)
- @Jaba1977: ჯაბა, სალამი. როგორ გითხრა...მე საერთოდ გენეალოგიურ ხეს ავაწყობდი ამის სანაცვლოდ (მე პირადად). ვთქვათ, ასეთს - ბრენდიბაკების კლანი. გადასახედი არის მისი წვლილი, მაგრამ ისტორიულ საკითხებთან მე პირადად ფრთხილად ვარ. შემიძლია, ზოგადი სტილის შემოწმება, ფაქტების რა მოგახსენო. --Abandoner განხილვაწვლილი 17:22, 6 მაისი 2017 (UTC)
გასაგებია, მაგრამ უბრალოდ ამხელა სია, თან ფოტოების შეცდომით ჩასმა? — ჯაბა 1977 17:48, 6 მაისი 2017 (UTC)
ვერ გავიგე, რატომ წაშალა. დავაბრუნე ეგ სურათი. --Abandoner განხილვაწვლილი 17:53, 6 მაისი 2017 (UTC)
- მადლობა გიორგი. -ჯაბა 1977 18:08, 6 მაისი 2017 (UTC)
Dedicated console
[წყაროს რედაქტირება]ჰენრი, გამარჯობა! ინგლისურის დიდი მცოდნე მე არ ვარ და ვერ მივხვდი როგორ ვთარგმნო en:Dedicated console, პრინციპში, ვიცი რაც არის, მაგრამ ზუსტი თარგმანი ვერ მოვუძებნე და იქნებ დამეხმარო. Gobrona განხილვაწვლილი 10:04, 8 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: Dedicated hosting service - გამოყოფილი ჰოსტინგი არის. თუმცა, გარდა ამისა, ნახე ეს (და მომავალში გამოიყენე ეს საიტი ვინდოუსთან/კომპიუტერთან დაკავშირებული ტერმინების მოძიებისას) - https://www.microsoft.com/Language/en-US/Search.aspx?sString=dedicated&langID=ka-ge
როგორც ვხვდები, სპეციალური კონსოლია, რომელიც მხოლოდ ჩაშენებულ თამაშებზეა ორიენტირებული და არც მუშაობს კარტრიჯებზე ან დისკებზე. კი ხვდები ალბათ, რაც არის. ჩემს დროს კი იყო ეგეთები ჯერ, მაგრამ ერთადერთი მინახავს ჩემი თვალით. --Abandoner განხილვაწვლილი 10:11, 8 მაისი 2017 (UTC)
@Abandoner:, ეგ ზუსტად ვიცი რაც არის, რომ არ მოიხმარს დისკს და სათამაშო კარტრიჯებს და თამაში რომ არის მასში ჩაშენებული, მაგრამ როგორ ვთარგმნო ეგ ვერ მივხვდი, გამოყოფილი კონსოლი?Gobrona განხილვაწვლილი 10:23, 8 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: ვერაფერს გეტყვი :( მართლა არ ვიცი, რა შეიძლება. --Abandoner განხილვაწვლილი 10:24, 8 მაისი 2017 (UTC)
სტატია ლეჩხუმელები
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. სტატიაზე უამრავი დრო დავხარჯე და მოვიძიე ინფორმაცია თითქმის ყველა დეტალზე რაც სტატიას სრულყოფდა. ქვემოთ ვრცელი წყაროებიცაა მოცემული თუმცა სტატიის დასაწყისში დღეს აღმოვაჩინე მითითება რომ სტატია არასრულყოფილია და შეიძლება წაიშალოს. მაინტერესებს ზუსტი მიზეზები და ის თუ როგორ შეიძლება მისი სრულყოფა. მადლობა წინასწარ. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aeëtes (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
დამოწმება
[წყაროს რედაქტირება]ჰენრი, გამარჯობა! თუ შეგიძლია სტატია Cossacks: European Wars რომ დაამოწმო. Gobrona განხილვაწვლილი 19:41, 9 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: გაკეთდა ძალიან მიხარია, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც აქ არ ვიყავი, შენი სტატიები ასე დაიხვეწა. კარგის მეტი არაფერი მეთქმის. --Abandoner განხილვაწვლილი 20:37, 9 მაისი 2017 (UTC)
მადლობა, ჰენრი! კარგი მასწავლებელი მყავდა! :) Gobrona განხილვაწვლილი 20:47, 9 მაისი 2017 (UTC)
წიგნის ყდები
[წყაროს რედაქტირება]როგორ უნდა განვათავსო წიგნის ყდის ფოტოები? ბუნებრივია, საავტორო უფლება აქვს წიგნის ავტორს, და მე მისი თანხმობით ვაქვეყნებ ამ მასალას.
წიგნის ყდები
[წყაროს რედაქტირება]ვიკიპედია ფოტოგალერეა რომ არ არის, ამის ახსნა არაა საჭირო - ფოტოები დევს ყველგან. ყველა ავტორის გვერდზე არის მისი ერთი ან რამდენიმე წიგნის ყდა. რატომ შლით წიგნის ყდის ფოტოს? როგორ უნდა განთვსდეს, რომ ვინმეს ხუშტურზე არ იყოს მისი წაშლა?
გადატანა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. არ ვიცი როგორ გადავიტანო ეს ფაილი. სახელი შემეშალა. იქნებ დამეხმარო? გიო ოქრო 16:27, 10 მაისი 2017 (UTC)
ექიმი ჰაუსი
[წყაროს რედაქტირება]ქართული ვიკიპედია რადგან არის ვიფიქრე, რომ სჯობდა ყველაფერი ქართულად ყოფილიყო თან ულიცენზიოდ არ ამიტვირთავს და ეს სატიტიაც ხომ საერთო და ვიკიპედიის ნაწილია და შევეცადე ქართულად წარმომეჩინა--Elrostro განხილვაწვლილი 16:35, 12 მაისი 2017 (UTC)
ვიკიპედია:საერთაშორისო ბმულები
[წყაროს რედაქტირება]დიდი მადლობა. მაგარია!188.129.229.93 08:10, 14 მაისი 2017 (UTC)
ვიკიშეხვედრა
[წყაროს რედაქტირება]ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:25, 20 მაისი 2017 (UTC)
მხოლოდ ინტერესის გამო
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, არა მგონია რამეში შემცდარიყავი, მაგრამ მინდა მომხმარებელს მივუთითო რა შეეშალა. გთხოვ მეც გამარკვიო ეს გაფრთხილება რატომ მიიღო? --ჯაბა 1977 14:33, 24 მაისი 2017 (UTC)
@Jaba1977: სალამი, ჯაბა. გავარკვიე. ამისთვის. კატეგორიზაცია ჩასმული მქონდა ინგლისური ვერსიის მიხედვით და სავსებით სწორიც იყო, მან კი ამოშალა. მერე რა, რომ წითლად იყო - კატეგორიაა კატეგორიაა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:37, 24 მაისი 2017 (UTC)
- მადლობა, გეთანხმები, რომ არ უნდა ამოეშალა. ვფიქრობ ასეთი მოტივირებული ბავშვისთვის ეგრევე გაფრთხილების მიცემა არ იყო სწორი ფორმა. დააკვირდი მის წვლილს მაგ გაფრთხილების მერე არაფერი დაუწერია. დღეს ფეისბუკზე მივწერე რატომ აღარ წერ-მეთქი და ეს გაფრთხილება მაჩვენა. მარტივად ახსნაც საკმარისი იქნებოდა, ისე კარგად ახსნა შენ რომ იცი ხოლმე. :) --ჯაბა 1977 14:43, 24 მაისი 2017 (UTC)
მმმ, ვაღიარებ, ალბათ უნდა ამეხსნა, მაგრამ ისიც გასაკვირია, თავად რატომ არ იკითხა (ამდენი ხანი). გარდა ამისა, რაღა მთელ ვიკიპედიაზეა ნაწყენი, განხილვაში კარგად უწერია, ვინ მისწერა, შესაბამისად, მის გარდა ამ საკითხს ვერავინ გაარკვევდა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:49, 24 მაისი 2017 (UTC)
არაა ნაწყენი, უბრალოდ ეგონა რომ რაღაც გააფუჭა. ბავშვია უნდა გავუგოთ. სომხური ვიკიბანაკის გამარჯვებულია ქართველებს შორის. ვაღიარებ, რომ მის ნაწერს შენიშვნები სჭირდება ხოლმე, მაგრამ მე მაინც შენებურ ახსნას ვამჯობინებ :) დიდი მადლობა ჰენრი სიტუაციაში გარკვევისათვის. მე შენი მჯერა რომ ამ მომხმარებელს შენებურ გაკვეთილებს ჩაუტარებ. — ჯაბა 1977 14:53, 24 მაისი 2017 (UTC)
თარგი:სიახლეები
[წყაროს რედაქტირება]ჰენრი თარგ:სიახლეებში როდესაც თავში ვამატებთ ერთ სიახლეს ბოლოში ვაკლებთ ერთს, შენ ორი მოაკელი და მუდმივად 6 სიახლე ხუთამდე დაიყვანე. ვიფიქრე ალბათ მთავარი გვერდის ორივე სვეტი გაათანაბრა-მეთქი, მაგრამ ეს შეუძლებელია სიახლეების ხარჯზე, რადგან 6 სიახლე შეთანხმებულია ძალიან დიდი ხანია. თუკი სვეტების გათანაბრებაა საჭირო ამისათვის დღის სტატიას მოვუმატოთ ან მოვაკლოთ. --ჯაბა 1977 20:23, 24 მაისი 2017 (UTC)
- @Jaba1977: თუ შეგიძლია, ჩაუწერე მანჩესტერის ტერაქტზე სიახლე და გათანაბრდება. მე მგონია, რაღაცას ვაპირებდი გუშინ კიდევ და იმის ჩაწერა დამავიწყდა. შეიძლება, მანჩესტერზეც ვაპირებდი, ვერ ვიხსენებ, სამწუხაროდ. --Abandoner განხილვაწვლილი 20:26, 24 მაისი 2017 (UTC)
ჰენრი ამჟამად ბოლოს წაშლილი დავაბრუნე, მაგასაც გადავხედავ ახლავე. --ჯაბა 1977 20:27, 24 მაისი 2017 (UTC)
- მანჩესტერს თუ ჩაუწერ, იდეალური იქნება. ჯერ იმიტომ, რომ აუცილებლად არის დასაწერი მაგ მოვლენაზე. მეორე - თავად არ ვიცოდი, როგორ ჩამეწერა (ტერაქტის შესახებ თუნდაც წითელი ბმულით სტატიის მითითება - როგორი სახელწოდება შემერჩია მომავალი სტატიისთვის. მაგაზე გავიჭედე, ახლა გამახსენდა. --Abandoner განხილვაწვლილი 20:29, 24 მაისი 2017 (UTC)
ჰენრი, გავაკეთე ეგ საქმე :) --ჯაბა 1977 20:34, 24 მაისი 2017 (UTC)
- @Jaba1977: მადლობა. და მადლობა 6 სიახლის შესახებ შეხსენებისთვის, აწი ეგ მართლა არ დამავიწყდება. --Abandoner განხილვაწვლილი 06:47, 25 მაისი 2017 (UTC)
რას ამბობ, რის მადლობა ჰენრი? მადლობა აქ თუ ვინმეს ეკუთვნის შენ ხარ უპირველესი მათ შორის. დიდი მადლობა იმისათვის რასაც აკეთებ ქართული ვიკიპედიის განვითარებისათვის!--ჯაბა 1977 17:54, 25 მაისი 2017 (UTC)
თარგი:Internet Archive author
[წყაროს რედაქტირება]ჰენრი, გამარჯობა. ეს თარგი:Internet Archive author შევქმენი, მარა ვერაფერი ვერ გავუგე, იქნებ შეხედო რა. არ გამოვა ჩემგან „მეთარგე“ :) Gobrona განხილვაწვლილი 14:23, 26 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: ცოტა არ იყოს, მოდულებზე მიჭირს. მეგონა, ექნებოდა მაგ თარგს რედაქტირების წინა ვერსია (ინგლისურში), მაგრამ თავიდანვე მოდულზე დამოკიდებული აღმოჩნდა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:29, 26 მაისი 2017 (UTC)
ანუ არ გამოვა არაფერი? :) Gobrona განხილვაწვლილი 14:33, 26 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: მე მგონია, გავასწორე -
თარგი კი გქონდა შექმნილი, მაგრამ მოდულის შექმნასაც ითხოვა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:42, 26 მაისი 2017 (UTC)
კი, გასწორდა. მადლობა ჰენრი. Gobrona განხილვაწვლილი 20:43, 26 მაისი 2017 (UTC)
მაგრამ ეს ნახე რესურსები ინტერნეტში, ინგლისურად არის აღწერა და არა ქართულად და კიდევ სტატიას ემატება კატეგორია: Articles with Internet Archive links! Gobrona განხილვაწვლილი 20:56, 26 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: ეგ მოდულშია ჩასასწორებელი - მოდული:Internet Archive --Abandoner განხილვაწვლილი 05:52, 27 მაისი 2017 (UTC)
გავაქართულე და კატეგორიაც გავასწორე, მაგრამ წინადადების წყობა ვერ შევცვალე. წერს ასე: ნამუშევრები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი საიტზე Internet Archive და უნდა იყო ასე: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive. Gobrona განხილვაწვლილი 07:32, 27 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: წესით, რაღაც თანმიმდევრობაა შესაცვლელი მოდულში, უბრალოდ ჩემთვის ეგ უკვე ჩინურია. PHP ან html რომ იყოს, კიდევ რამეს გავუგებდი :) --Abandoner განხილვაწვლილი 07:38, 27 მაისი 2017 (UTC)
მოკლედ, ამ ჯერზე, „ნამუშევრების“ წინ დეფისს ჩავსვამ, მაინც ძაან უხეშად რომ არ ჟღერდეს და მერე გამოჩნდება ვინმე „ჩინურის“ მცოდნე იმედია :)) Gobrona განხილვაწვლილი 07:50, 27 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: "ტირე" გინდოდა გეთქვა, ალბათ :) რაც არის, არა უშავს, შევცვლით, იმედია. --Abandoner განხილვაწვლილი 07:53, 27 მაისი 2017 (UTC)
ხო არ ვიცი, მემგონი ტირე მინდოდა:)) Gobrona განხილვაწვლილი 07:56, 27 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: გაგიკეთებია, ყოჩაღ! --Abandoner განხილვაწვლილი 08:02, 27 მაისი 2017 (UTC)
ხო მეც არ მჯერა :)) byabout-ს და dname-ს პოზიციები შევუცვალე! Gobrona განხილვაწვლილი 08:05, 27 მაისი 2017 (UTC)
თარგი:Allgame
[წყაროს რედაქტირება]ჰენრი, სალამი. ეს თარგი:Allgame შევქმენი და რატოა სიტყვებს შორის ამხელა დაშორება? Gobrona განხილვაწვლილი 22:42, 28 მაისი 2017 (UTC)
@Gobrona: ეს პრობლემა ჩემი დაბრუნების შემდეგ დამხვდა. არა მხოლოდ ასეთ თარგებშია (და თანაც - დიდი რაოდენობით). cite-ის თარგებშიც მხვდება, სამწუხაროდ. --Abandoner განხილვაწვლილი 06:41, 29 მაისი 2017 (UTC)
- ჰენრი, თუ მოიცლი, იქნებ და ამ თარგსაც ვიდეო თამაშების კონსოლები შეხედო რა, ვერაფერი ვერ გავუგე, დამტანჯა! Gobrona განხილვაწვლილი 12:34, 29 მაისი 2017 (UTC)
- @Gobrona: უბრალოდ გამოაქვს ესა თუ ის სია, გამომდინარე იქიდან რა გინდა. წესით ეგრე უნდა მუშაობდეს. კონკრეტულად რა ვერ მოქმედებს? სიები ვერ გამოაქვს? --Abandoner განხილვაწვლილი 13:57, 29 მაისი 2017 (UTC)
- აი შეხედე ინგლისურ ვერსიაში როგორ არის, ერთ თარგში რამდენიმეა გაერთიანებული. Gobrona განხილვაწვლილი 14:05, 29 მაისი 2017 (UTC)
- @Gobrona:, კი, მაგრამ სავარჯიშოში გავაკეთე და გამოაქვს სხვადასხვა მონაცემები. მომხმარებელი:Abandoner/3 ეს პრობლემაა თუ სხვა? --Abandoner განხილვაწვლილი 14:21, 29 მაისი 2017 (UTC)
- ყველაფერი მუშაობს ჰენრი :), დიდი მადლობა, ფასდაუდებელი საქმე გამიკეთე :) Gobrona განხილვაწვლილი 14:30, 29 მაისი 2017 (UTC)
- @Gobrona: არაფერი გამიკეთებია სინამდვილეში. მერე ავდექი და თაობების სახელები ვთარგმნე. გარდა ამისა - ახლა ავწიე ქვედა სტრიქონი ნავდაფების თავში, თორემ ძალიან გრძელ თავს ქმნიდა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:33, 29 მაისი 2017 (UTC)
- ასეა თუ ისეა, შენ რომ არ ჩარეულიყავი, მე მაინც ვერ მოვუყრიდი თავს :) ასე, რომ მადლობა დიდი. Gobrona განხილვაწვლილი 14:40, 29 მაისი 2017 (UTC)
თარგი: Infobox storage medium
[წყაროს რედაქტირება]@Abandoner ამ თარგის ქართული ვერსიის შექმნა თუ შეგიძლიათ თქვენ, ძალზედ საჭირო თარგია და მე ბევრ დროს წამართმევს მაგის გადაკეთება. ბევრ შემეცნებით სტატიას სჭირდება ეს თარგი. კარგი იქნება თუ გამონახავთ დროს მაგისთვის. https://en.wikipedia.org/wiki/Template:Infobox_storage_medium --დიმიტრი 01:21, 29 მაისი 2017 (UTC)
@Dimitri Dzebisashvili: შევქმნი ამას სიამოვნებით. Microsoft-ის ოფიციალურ საიტზე მას ეწოდება "მეხსიერების საცავი", შესაბამისად, დავარქმევ თარგი:ინფოდაფა მეხსიერების საცავი. --Abandoner განხილვაწვლილი 06:43, 29 მაისი 2017 (UTC)
@Abandoner ძალიან კარგი მოუთმენლად დაველოდები! უკვე მზად მაქვს ერთი აკტუალური სტატია ამ თემაზე და კიდევ მზადდება რამოდენიმე. --დიმიტრი 14:03, 29 მაისი 2017 (UTC)
@Dimitri Dzebisashvili: Extended from / Extended to - როგორ ჯობია, თქვენი აზრით? ქართული ენის სპეციფიკასთან გვაქვს აქვს საქმე (საიდან/სად). გაფართოებულია (წყარო) / გაფართოებულია (სამიზნე) თუ გაფართოების წყარო / გაფართოების სამიზნე? --Abandoner განხილვაწვლილი 14:15, 29 მაისი 2017 (UTC)
@Abandoner აქ ზოგადათ ლაპარაკი მიდის მაგალითად Extended from CD Extended to CD+RW ჩემის აზრით ეგ საერთოდ ზედმეტია ამ ადგილას მაგრამ რადგან არის ალბათ "გაფართოებულია" უფრო სწორია მარა from და to აქ დიდი მნიშვნელობა აქვს საიდან - სად ეგეც უნდა აღინიშნოს აშკარად უნდა განსხვავდებოდეს ერთი მეორესგან. --დიმიტრი 14:41, 29 მაისი 2017 (UTC)
@Dimitri Dzebisashvili: მაგიტომ ვამბობ, რაღაც უნდა შევურჩიოთ, იმიტომ რომ, თუ ეგ პარამეტრი შეგხვდებათ რომელიმე სტატიის თარგმნისას, საჭირო იქნება მისი არსებობა. --Abandoner განხილვაწვლილი 14:43, 29 მაისი 2017 (UTC)
@Abandoner Extended from გაფართოვება,(აქედან გამომდინარეობს DVD) Extended to გაფართოვდა (აქ მიღებულია DVD-RW) --დიმიტრი 14:53, 29 მაისი 2017 (UTC)
@Dimitri Dzebisashvili: მზად არის, აქ გავტესტე - მომხმარებელი:Abandoner/3. ტერმინები აღებულია Microsoft-ის ლექსიკონიდან. თუ შეცვლას გადაწყვიტავთ, შეცვალეთ როგორც თარგის გვერდზე, ასევე დოკუმენტაციის ქვეგვერდზე. --Abandoner განხილვაწვლილი 15:04, 29 მაისი 2017 (UTC)
@Abandoner კარგია დღესვე დავამატებ ახალ გვერდს ახალ ოპტიკურ დისკზე და სხვა უკვე არსებულ ორ წინადადებიან სტატიებსაც გავაუმჯობესებ. მადლობა! მომავალშიც დაგვჭირდება კიდევ რამოდენიმე თარგის დამზადება. --დიმიტრი 15:13, 29 მაისი 2017 (UTC)
@Dimitri Dzebisashvili: ბუნებრივია, სიამოვნებით დაგეხმარებით, რითაც შევძლებ. --Abandoner განხილვაწვლილი 15:14, 29 მაისი 2017 (UTC)
ავსტრალიის კლდის მხატვრობა
[წყაროს რედაქტირება]ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. მე ეხლა შესული ვარ სპეციალურ გვერდებში, იქიდან კი გვერდები ენის ბმულების გარეშეში. რომელი გვერდების ენების ბმულებსაც ვპოულობ ბუნებრივია მასთან ამ გვერდს ვაკავშირებ. მიუხედავად ამისა ეს გვერდები მაინც რჩება ამ სიაში. რაშია საქმე ხომ არ იცით?188.129.229.93 17:52, 29 მაისი 2017 (UTC)
- პასუხისთვის მადლობა, მაგრამ უკვე ერთი კვირა მაინც გავიდა და სიაში არაფერი არ იცვლება. სწორედ ამიტომ ვარ გაკვირვებული.188.129.229.93 18:06, 29 მაისი 2017 (UTC)
თხოვნა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. მე კი ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ხომ ვერ მეტყვით, en:Template:Trump cabinet ეს როგორ გავაქართულო? — UndDerDie 12:58, 30 მაისი 2017 (UTC)
@UndDerDie:. სალამი. აქ მუშაობს - მომხმარებელი:Abandoner/3. თარგმნა დარჩა. რა პრობლემა იყო კონკრეტულად? --Abandoner განხილვაწვლილი 13:09, 30 მაისი 2017 (UTC)
@UndDerDie: თქვენს სავარჯიშოში გადმოვიტანე ჩემი ტექსტი. კატეგორიები სჭირდებოდა ბოლოს კიდევ. --Abandoner განხილვაწვლილი 13:10, 30 მაისი 2017 (UTC)
- თარგი, როგორც ასეთი, არ ჩანდა. ეტყობა, ბოლომდე არ გადმოვაკოპირე. დიდი მადლობა. — UndDerDie 13:14, 30 მაისი 2017 (UTC)
@UndDerDie: არაფრის. ბოლოში </noinclude>-ამდე გაუწერეთ კატეგორიები და ეგაა. --Abandoner განხილვაწვლილი 13:14, 30 მაისი 2017 (UTC)