Bedford Falls

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Bedford Falls
Bedford Falls.jpg
ჯგუფის წევრები (მარცხნიდან მარჯვნივ): სანდრო დიასამიძე, მიხეილ კალანდარიშვილი, გიორგი მიგრიაული, დათო ჯიქია
ბიოგრაფია
წარმოშობა თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ინდი-როკი
აქტიური 2014-დღემდე
წევრები დათო ჯიქია
მიხეილ კალანდარიშვილი
გიორგი მიგრიაული
სანდრო დიასამიძე
ყოფილი წევრები სანდრო ქერაული

Bedford Falls — ქართული როკ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 2014 წელს. მის შემადგენლობაში 2020 წლისთვის შედიან: დათო ჯიქია (ვოკალი, რიტმული გიტარა), მიხეილ კალანდარიშვილი (წამყვანი გიტარა), გიორგი მიგრიაული (ბას-გიტარა) და სანდრო დიასამიძე (დასარტყმელი საკრავები). მათი მუსიკა ინდი-როკ ჟანრის სიმღერებს მოიცავს, რომელთა უდიდესი ნაწილი ინგლისურენოვანია. ჯგუფის ყველაზე ცნობილ სიმღერებს შორისაა „Thrill is Gone“, „Dreamer Once“, „I Wonder“.

ჯგუფის სახელი „Bedford Falls“ უკავშირდება 1946 წლის ცნობილ ფილმში „ეს მშვენიერი ცხოვრებაა“ არსებული ამავე სახელწოდების ქალაქს.[1]

2016, 2017 და 2019 წლების ზაფხულში Bedford Falls-მა დაუკრა Tbilisi Open Air-ზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები
  • This is Your House (2019)
სხვა ჩანაწერები
  • Winter Chill (2016)
  • სასამერო EP (2016)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Bedford_Falls&oldid=3878304“-დან