მომხმარებლის განხილვა:ტემპერა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

გიორგი    , 16:32, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, გთხოვთ გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს. კერძოდ კი ვიკიპედია:სტილის სახელმძღვანელოს.პატივისცემით,--გიორგი    , 17:25, 13 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:KartveliShvili.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. Rastrelli F 18:45, 4 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:თენგიზ ქართველიშვილი.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. (მომწერეთ) 19:28, 9 ნოემბერი 2012 (UTC) ~[უპასუხე]

გამარჯობა. გთხოვთ, სტატიები შემოიტანოთ ვიკიპედიის წესების სრული დაცვით! — მიხეილ მიწერა 10:22, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წყარო გასწორდა და აღარ შეცვალოთ, თქვენს მიერ შემოტანილი რესურსი ჩასმულია, როგორც საჭიროა. გასწორდა ბმული რუსულ სტატიაზეც, სხვანაირად იწერება სხვაენოვან ვიკიპედიების ბმულებიც. --H.McC. (მომწერეთ) 10:36, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Via 75.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. (მომწერეთ) 11:29, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:KartveliShvili Tengiz.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. (მომწერეთ) 11:29, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Robert bardzimashvili.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. H.McC. (მომწერეთ) 11:29, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ყველა ფაილს დაემატა ინფორმაცია. იხ: ფაილი:Robert bardzimashvili.jpg და ფაილი:ORERA.jpg. მხოლოდ საზოგადო მოხმარებაში ან საკუთარ მფლობელობაში არსებობა არ არის საკმარისი, ფაილს გაწერილი უნდა ჰქონდეს ოდნავ ვრცელი ინფორმაცია, რათა მომხმარებელმა იცოდეს, ვისი არის, რომ შემდგომში პირველწყაროს მოძიება იყოს იოლი.

გარდა ამისა - ორერას სტატიაში ტექსტის პირდაპირ დაკოპირებული სახით შემოტანა არ არის სწორი ნაბიჯი. თუ არ გაქვთ უფლება ტექსტის გამოყენებაზე, ეს არ უნდა მოხდეს. მიზეზი - სულ უბრალო. წარმოიდგინეთ, თუკი თქვენ დაწერეთ სტატია ვიკიპედიაში, რომელიც მთლიანად ორიგინალური ტექსტია და შემდგომში, ვიღაცამ დააკოპირა სხვა საიტზე, ადვილია, დაუმტკიცოთ, რომ მან თქვენი სტატია დააკოპირა. ხოლო თუ საკუთარ საიტზე დადებთ და მერე იმ საიტიდან ბევრი დააკოპირებს თავის საიტებზე და საბოლოოდ ვიღაც ვიკიპედიაშიც შემოიტანს, მაშინ ვიკიპედიას ვერასოდეს დაუმტკიცებთ, თუ რომელი იყო პირველწყარო. ამიტომ, თუ კონკრეტული ავტორისგან ნებართვა არ გაქვთ, ტექსტს ვერ დაამატებთ. --H.McC. (მომწერეთ) 11:45, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, განავრცეთ არსებული (ოღონდ სტატიის ბოლოში კი ნუ ჩასვამთ, არსებული შესავალის შემდეგ განაგრძეთ). ძალიან კარგი იქნება. ასეთი რამ დასაშვებია, მთავარია, პირდაპირი ასლი არ იყოს. შეგიძლიათ იმ ტექსტის გამოყენება, რომელიც მანამდე შემოიტანეთ ორერაში, ოღონდ შეცვლილი სახით დაწერეთ. თხრობის შეცვლილი სტილით, ასე ვთქვათ. მაგალითად, თუ წერია

„ანსამბლის შემადგენობაში მომღერლებისა და მუსიკოსების გარდა, ლინგვისტური შესაძლებლობებით დაჯილდოებული ადამიანებიც შედიოდნენ, რის გამოც კოლექტივს მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე შეეძლო სიმღერა.“

ვიკიპედიაში უფრო გამართული იქნება:

„ანსამბლის შემადგენლობაში სხვადასხვა ენის მცოდნე ადამიანი შედიოდა, რამაც განაპირობა კოლექტივის რეპერტუარში მრავალენოვანი სიმღერის დამატება.“ ან რამე მსგავსი შეგიძლიათ დაწეროთ.

დამატება

  • საერთოდ, ვიკიპედიის პოლიტიკა ნეიტრალურია და ამიტომ ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ ტერმინები 'ლეგენდარული', 'გენიალური' და ა.შ. 'დამსახურებული არტისტი' ეს უკვე სახელმწიფო დონეზე აღიარებული სტატუსია და ყოველთვის იწერება. თუკი ვთქვათ, პრესაში სადმე დაიწერა რომელიმე მესამე პირის მიერ ნათქვამი საქებარი სიტყვები, დასაშვებია მათი ციტატის სახით მოყვანა.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ ვიკიპედიაში, როგორც სხვაგან, აბზაცების თავში ადგილს არ ვტოვებთ, ვინაიდან
დაახლოებით ასეთ იერს მიიღებს

--H.McC. (მომწერეთ) 11:59, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადავხედავ და ჩავასწორებ. :) ისე რამდენად რეალურია ორერას ოფიციალური ფირფიტების, თუნდაც ალბომების (რაც კი ჩაწერილა) აღწერის და სიმღერების სიების ცალკე სტატიების სახით გამოქვეყნება? მოგეპოვებათ? თუ ყველა არ გაქვთ? შეიძლება ნაწილის გამოქვეყნებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ორერას სტატიაში დისკოგრაფიის სექციაში უნდა გაკეთდეს თუნდაც არსებული ფირფიტების ნუსხა. --H.McC. (მომწერეთ) 21:15, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

  • ნაწყვეტის დადება (30 წამი) შეიძლება. უნდა იყოს OGG ფორმატში (ვიკიპედიაში ასე კეთდება). მოსმენის მაგალითი შეგიძლია იხილოთ სტატიაში Stairway to Heaven.
  • ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ გარკვეული სტანდარტებიც უნდა დავიცვათ (სტატიის, ასე ვთქვათ, ტექსტური და ტექნიკური არქიტექტურის მხრივ). ჯერ ჯერობით, შეადგინეთ თუნდაც ალბომების ზუსტი სია და ქრონოლოგია. მაგალითად, როგორც აქ წერია - R.E.M.#დისკოგრაფია - და შეიტანეთ სექცია ორერაში. როგორც წესი, ასეთი სექციები ჯგუფის სტატიაში იწერება „რესურსები ინტერნეტშის“ წინ.
  • ყდებზეც პრობლემა არ იქნება. ყველაფერს ავაწყობთ.
  • ეს ინფორმაცია არსად მოიძიება და არაფერი იქნება იმაზე კარგი, თუ ამას გააკეთებთ, მეც შეგეშველებით დრო და დრო. ზოგადად, ჩვენთან ნაკლებობაა ქართული ვია ტიპის ანსამბლების მუსიკის შესახებ და ყველაფერი არ მოიძიება. ვია-საც რომ დავანებოთ თავი, ზოგადად დეფიციტია ამ ინფორმაციის. ადრე ერთი მომხმარებელი შემოდიოდა, ჯგუფ ბეთლემის მუსიკოსი. დიდი სტატია დაწერა თავად ჯგუფის შესახებ და ძალიან დაგვეხმარა, სამწუხაროდ, ბევრი მუსიკოსია, რომელთა ცოდნაც საკუთარი მუსიკალური წარსულის შესახებ გამოგვადგებოდა, მაგრამ რთულია, ყველა დაიხმარო ამ საქმეში. --H.McC. (მომწერეთ) 21:40, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, სურათებს თუ ატვირთავთ ან ნებისმიერ ინფორმაციას - ყველაფერი დამიწერეთ აი აქ - მომხმარებელი:Henry McClean/ორერა. ერთმანეთისგან დაყავით და გავარჩევ :) ორერას კი დავხედავ ხვალ. --H.McC. (მომწერეთ) 22:02, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჯგუფის ფოტოს მაგივრად ყდა რატომ? ვიღიმი ყდა ყდა არის და ჯგუფის ფოტო - ჯგუფის ფოტო. თუ ჯგუფის ფოტო მოიპოვება, ჯგუფის სტატიაში ჯგუფის ფოტო უნდა იყოს. თქვენ ახლა ჯგუფის ფოტო ჩაანაცვლეთ ალბომის ყდით. --H.McC. (მომწერეთ) 22:14, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ალბომის სტატია[წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავთცვენა (ალბომი) - ამ სტატიის რედაქტირებაში შედით, დააკოპირეთ არსებული შინაარსი და ჩასვით სასურველ სტატიაში, რომელშიც ალბომის შესახებ წერთ. ჩაანაცვლეთ ინფორმაცია იმით, რომელიც თქვენს ალბომს შეესაბამება. საერთოდ, ტექსტის ფორმატირების სახელმძღვანელოც გვაქვს, აი აქ. გამოგადგებათ. --H.McC. (მომწერეთ) 23:04, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. იმ სექციას, სადაც ბმულებს ვდებთ, „ლინკს“ არ ვარქმევთ. უნდა იყოს „რესურსები ინტერნეტში“. სტატიას მიუთითეთ კატეგორია. --მიხეილ მიწერა 09:23, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შესწორებები[წყაროს რედაქტირება]

  • ხიტი არ არის სწორი, ჰიტი იწერება
  • ბესო კალანდაძის საიტი სამწუხაროდ უმოქმედოა. გუშინწინაც ასე იყო. გათიშულია. ამიტომ ბმული ამოღებული იქნა .
  • ზოგადად გადახედეთ სხვა სტატიებს. სტატიას აქვს სექცია 'რესურსები ინტერნეტში' და არა 'ლინკები', 'ბმული' და ა.შ.
  • კატალოგის ნომრები დისკოგრაფიაში კარგია, მაგრამ მათი [[ასეთ ფრჩხილებში ჩასმა]] არასწორია. შესაძლოა, სინგლს არ ჰქონდეს კონკრეტული სათაური ოფიციალურად, მაგრამ კარგი იქნება, მიეთითოს უბრალო ჩამონათვალი, დაახლოებით ასე: 1976 — სიმღერა 1 / სიმღერა 2 - Г62-05511-1 - შემდეგ კი შემდეგი სტრიქონი. ზოგადად ცალკე სინგლებზე დაწერა დასაშვებია, მაგრამ მათზე ინფორმაცია მწირია. პრესაში რომ ყოფილიყო ამა თუ იმ ფირფიტაზე რაღაც რეცენზია (სინგლებზე მაქვს კვლავ საუბარი), მასალა გამოდგებოდა, მაგრამ მეეჭვება, მსგავსი რამ არსებობდეს, ამიტომ დავტოვოთ მხოლოდ სინგლების სია, ცალკე სტატიებად განვრცობის გარეშე.
  • ინტერნეტ ფორუმი რესურსი არ არის. გვქონდა ამასთან გამოცდილება და ამას წინათ ერთ-ერთი ფორუმი ამოვიღეთ ყველა ლიტერატურული სტატიიდან --H.McC. (მომწერეთ) 09:51, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
  • ბესოს სტატიას არ ვერჩი, უბრალოდ იქნება რაღაცეები შესაცვლელი. რესურსს რამეს მოვუფიქრებთ.
  • ზუსტი სათაური თუ იცით სინგლების, გააკეთეთ ასე - ჩაუწერეთ კატალოგის ნომრის წინ, ხოლო კატალოგის ნომერი უბრალო ფრჩხილებში ჩასვით. სინგლებს [[კვადრატულ ფრჩხილებს]] (ბმულის გასაკეთებლად) თავად შევურჩევ სწორად. --H.McC. (მომწერეთ) 10:05, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
  • გარდა ამისა - ალბომების / სინგლების ყდებისათვის გამოიყენება ლიცენზია „ალბომის გარეკანი“ (ანუ სურათის ლიცენზიად უნდა ეწეროს {{ალბომის გარეკანი}}.
  • ეს სინგლი კატალოგის ნომრით არასწორია. სტატიის სათაური უნდა იყოს სიმღერის სათური ან რამე ასეთი. ამიტომ სახელი შეეცვლება.
  • ალბომების ინფოდაფა სინგლებში არ გამოიყენება. გვაქვს [[თარგი:ინფოდაფა სინგლი]] (გამოყენების მაგალითიც იქვეა) --H.McC. (მომწერეთ) 10:09, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
  • თუ საბჭოთა პერიოდის სინგლს სათაურიც არ აწერია, უმჯობესია სტატიის სათაურად გამოვიყენოთ სიმღერის სათაური. კვლავ - ნომერი კატალოგით არ გამოდგება სათაურად. --H.McC. (მომწერეთ) 10:14, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შესანიშნავია, ახლა ვნახე სია. უბრალოდ ნუგზარ ერგემლიძის სიმღერები რომ არის, მაგისგან უბრალოდ „ნუგზარ ერგემლიძის სიმღერები“ გავაკეთე, სინგლის მიწერა აღარ სჭირდებოდა. ვიღიმი 1980 წლის სინგლის კატალოგის ნომერი არ მოგეპოვებათ? --H.McC. (მომწერეთ) 10:49, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, სტატია არ შეიძლება იყოს ცარიელი. ამიტომ, გამოიყენეთ ეს მოდელი. --H.McC. (მომწერეთ) 11:13, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეგახსენებთ - ალბომების და სინგლების გარეკნებზე -ლიცენზია {{ალბომის გარეკანი}}. ფაილის ატვირთვისას ლიცენზიების ჩამონათვალში არის ბოლოსკენ. --H.McC. (მომწერეთ) 20:13, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

'ახალი ვერსიის' ატვირთვას ნუ აჭერთ, ფაილს ზევიდან გადააწერს სხვა სურათს. უბრალოდ ფაილის დამატებას დააჭირეთ მარცხნივ სვეტში. ტირიფების სინგლი ქარზე გადაგიწერიათ (სურათი) და უკან დავაბრუნე. --H.McC. (მომწერეთ) 20:17, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კვადრატულ ფრჩხილებში [[1980 — СМОО-858]] ასე ჩასმა არასწორია. 1980 წელია და არა კასეტის ოფიციალური სათაური. --H.McC. (მომწერეთ) 20:43, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ახლა კარგია. ახლა სხვა რაღაც მაინტერესებს - სადმე ქართულად ფირფიტაზე ან კასეტაზე (დაბეჭდილად) წერია 'რითმები'? ეს იმიტომ მაინტერესებს, რომ ქართულად გამართულად 'რიტმი' არის, მაგრამ თუ ფირფიტაზე 'რითმი' წერია, ჩასწორდება. --H.McC. (მომწერეთ) 21:02, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ერთი რჩევა მექნება (კოლეგიალური, ასე ვთქვათ) - თქვენი გვერდი რომ არის ფეისბუკზე, ამჟამად აქვს მისამართი ასეთი

http://www.facebook.com/pages/Via-75-ვია-75-ВИА-75/289616584427970

შეგიძლიათ შეუმოკლოთ და ძალიან ხელსაყრელი გაუკეთოთ, მაგალითად უბრალოდ

http://www.facebook.com/via 75 ან http://www.facebook.com/via-75

ამით გვერდის სათაური არ შეიცვლება, მხოლოდ მისამართზე იქონიებს გავლენას. აქედან კეთდება ეგ საქმე

http://www.facebook.com/username

მომხმარებლისთვისაც ადვილი ასაკრეფი იქნება. --H.McC. (მომწერეთ) 21:25, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იმედია, არ გეწყინებათ - თქვენს ფაილზე ხელმოწერა ფოტოშოპში დავამუშავე. ზოგადად ვერიდებით ასეთი ფოტოების დადებას, ვინაიდან მაინც თქვენი პირადი არქივია და თქვენ ხართ მითითებული, თან დიდ ადგილს იკავებს ყდაზე. მიუხედავად ამისა - ფაილის აღწერაში დავტოვე ინფორმაცია, რომ თქვენი პირადი არქივიდან არის. --H.McC. (მომწერეთ) 21:36, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სასვენი ნიშნები და ა.შ.[წყაროს რედაქტირება]

მოდით ასე შევთანხმდეთ - მე ყველაფერს ვერ მივაქცევ ყურადღებას დროის გამო, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ - სასვენ ნიშნებს, გამოტოვებულ ასოებს (სადაც იქნება). მოდელად აიღეთ სხვა გამართული სტატიები.

თუ ჩამოწერთ სიმღერების სიას, კარგი იქნება. აქაც გაითვალისწინეთ, ყველაფერი წერება ასე

{{ინფოდაფა ალბომი
| სახელწოდება =  ალბომის სათაური
| ფონი = studio
| შემსრულებელი = [[ორერა]]
| ყდა = აქ დაჯდება სურათი
| გამოცემის თარიღი   = უბრალოდ წელი
| ჩაწერის თარიღი    = აუცილებელი არ არის ამის შევსება
| ჟანრი = აქ დაწერეთ, რა ჟანრიც არის. ორერას შემთხვევაში ოდნავ რთულია, ვიდრე 75-თან
| ხანგრძლივობა = თუ იცით.
| ლეიბლი/ები =  თუ ფირმა იცით. ძირითადად უნდა იყოს [[მელოდია (ფირმა)|მელოდია]]
| წინა ალბომი = ''[[წინა ალბომი]]''<br>წელი - მიაქციეთ ყურადღება ფრჩხილების რაოდენობას, 
ეს უნდა იყოს უბრალოდ დახრილი ტექსტი  
| ეს ალბომი = '''''ეს ალბომი'''''<br>წელი - მიაქციეთ ყურადღება ფრჩხილების რაოდენობას, 
ეს უნდა იყოს დახრილი ტექსტი სქელი ასოებით. ბმული არ უნდა იყოს, ვინაიდან ეს იგივე სტატიაა. 
ერთი სტატიიდან იგივე სტატიაზე გადამისამართება არ კეთდება. 
| შემდეგი ალბომი  = ''[[შემდეგი ალბომი]]''<br>წელი - მიაქციეთ ყურადღება ფრჩხილების რაოდენობას, 
ეს უნდა იყოს უბრალოდ დახრილი ტექსტი  
}}

ამ ზედა ინფოდაფაში ყველა ველი აუცილებელი არ არის, თუ რამე უცნობია, უბრალოდ ცარიელი დატოვეთ.

შემდეგ:

'''სახელწოდება''' — ანსამბლ „[[ორერა]]ს“ ალბომი. გამოვიდა ამა და ამ წელს. 

შეტანილია ამდენი და ამდენი სიმღერა. შეიძლება სხვა დეტალების დამატებაც

შემდეგ ვწერთ:

== სიმღერების სია ==

# სიმღერა 1
# სიმღერა 2
# სიმღერა 3
# სიმღერა 4

ამის შემდეგ

== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.example.com ბმულის სათაური]
* [http://www.example.com ბმულის სათაური]

ბოლოს:

[[კატეგორია:ორერას ალბომები]]
[[კატეგორია:ამა და ამ წლის ალბომები]]

გამოიყენეთ ეს თანმიმდევრობა და შაბლონები. პირდაპირ დააკოპირეთ და შეავსეთ თქვენი მონაცემებით. --H.McC. (მომწერეთ) 14:15, 3 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

შესანიშნავია, კარგად აგიწყვიათ იმ ალბომის სტატია, გამოიყენეთ ეგ მოდელი. რესურსები 'დისკიგრაფია' ეწერა და 'დისკოგრაფიაზე' შევცვალე. სხვა არაფერია, თუ ასე დაწერთ ყველას, სწორი იქნება. --H.McC. (მომწერეთ) 11:43, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

Виа „Орэра“ < ეს სტატია თავიდან უნდა დაწეროთ, ადმინისტრაციამ წაშალა (ზედმეტად მოკლე იყო და არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს). საუბარია კასეტის სტატიაზე. აი თქვენი ფაილი კასეტით და ეს ჩასვით, როდესაც დააპირებთ დაწერას --H.McC. (მომწერეთ) 20:59, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

განსხვავებები[წყაროს რედაქტირება]

იხ. მარცხნივ - თქვენი, მარჯვნივ - ჩემი. დაუკვირდით ხოლმე ასეთ დეტალებს. მით უმეტეს, სიტყვებს, რომელთაც მრავალი მნიშვნელობა აქვს. --H.McC. (მომწერეთ) 16:18, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა არ არის, უბრალოდ მომავალში გაითვალისწინეთ. :) ქარი რომ არის, ორერას ალბომი, ნათელი მაგალითია, ერთ-ერთ სტატიაში გაგეპარათ და უბრალოდ ქარი გეწერათ, მე კი გავაკეთე - [[ქარი (ალბომი)|ქარი]]. წესი ძირითადად მსგავს სიტყვებს ეხება.

არის პრინციპები ბრუნვის შემთხვევაში. მაგალითად -

[[ლახტი (ანსამბლი)|ლახტმა]]

[[ლახტი (ანსამბლი)|ლახტის]]

[[ლახტი (ანსამბლი)|ლახტზე]]

[[ლახტი (ანსამბლი)|ლახტთან]]

და ა.შ. --H.McC. (მომწერეთ) 16:33, 5 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

არა, ჩვეულებრივი ალბომის ინფოდაფაში (როგორც სხვა ალბომებზე). სურათი, შეგახსენებთ, უკვე ატვირთული გაქვთ. --H.McC. (მომწერეთ) 11:33, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, შესანიშნავი ნაშრომია. მომავლისათვის მაინც გახსოვდეთ - ვიცი, რომ ხელით წერთ სიმღერების სახელწოდებებს (უცხოურს), მაგრამ:

  • რუსული სიმღერების სათაურებში პირველი ასო მთავრულია ხოლმე, დანარჩენ სიტყვებში - ჩვეულებრივი
  • აი ინგლისურენოვანებზე კი ვრცელდება სხვა წესი და ანალოგისათვის უბრალოდ უცხოურ ვიკიპედიაში დაძებნეთ სიმღერის სათაური და ზუსტად დააკოპირეთ. ხოლმე შუა სიმღერაში The-ს the-თი წერენ ან ცალკე A-ს a-ს სახით. --H.McC. (მომწერეთ) 15:12, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს ალბომი CD-ზეც არის. --H.McC. (მომწერეთ) 19:11, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

და საერთოდ, ეგ ალბომი 'ლევად' გამოშვებულს ჰგავს. უბრალო კრებულია, რომელსაც ჯგუფის ინიციატივასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, სხვა მომღერლების გამოცემებიც არის ზუსტად ეგეთი ლოგოთი. სტინგს, ბონი ემს და სხვებს რაც ეხება, თავს დავდებ, რომ 'ლევი' გამოცემაა. ამიტომ ორერას კრებულის შეტანა ოფიციალურ დისკოგრაფიაში არ არის მიზანშეწონილი. --H.McC. (მომწერეთ) 19:15, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გარდა ამისა, მემილიონედ ნუ ამახსნევინებთ, რომ საკუთარ გზავნილებს ბოლოში ხელი უნდა მოაწეროთ, თორემ მერე ვერ გავიგებ, ვინ როდის რა მომწერა. და კრებულს რაც ეხება - კიდევ ერთხელ - მაგ კრებულის აქ დადება იგივეა, რაც საკუთარი კრებულის გაკეთება და ოფიციალურ დისკად წარმოდგენა. იგივე მაგალითად ბიტლზის ან პრესლის მილიონნაირი The best of არსებობს, რომელსაც ბულგარეთი, ჩინეთი და ა.შ. უშვებდა - ყველას ვიკიპედიაში არ ვწერთ. --H.McC. (მომწერეთ) 19:18, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

  • მეასედ გთხოვოთ საკუთარ გზავნილებზე ხელის მოწერა??? ეს წესია და არა მაინცდამაინც თხოვნა. ან ისწავლეთ, ან მომიწევს ადმინისტრაციასთან თხოვნა, რომ გაფრთხილება მოგცენ.. მე მგონია, შეგნებული ადამიანი უნდა იყოთ და მეხსიერება არ უნდა გღალატობდეთ - ორჯერ აგიხსენით უკვე, როგორ კეთდება. მე რომ გწერთ და ხელმოწერა რომ აქვს ჩემს გზავნილებს, ხომ ხედავთ, რა დროს მოგწერეთ და რა დღეს? და როცა არ წერია, როგორ უნდა მიხვდეთ, ვინ რა დროს დაგიწერათ გზავნილი?
  • ეგ ალბომი არის კიდევ ერთხელ - დიახ, ოფიციალური ფირმის მიერ (სავსებით) გამოცემული არაოფიციალური გამოცემა და ლევი გამოცემებზე ვიკიპედიაში სტატიები არ იწერება.
  • ჰოლოგრამა არაფერს იძლევა. 90იანებში და 2000იანებში ჰოლოგრამიანი კასეტები მინახავს, რაც არანაირად არ შედის ოფიციალურ დისკოგრაფიაში არც ერთი მუსიკოსის (ყოფილა შემთხვევები). ჰოლოგრამის დაბეჭდვას არაფერი უნდა.
  • მოსკოვმა რაც გამოუშვა, ისინი, თუ სხვაზე არის საუბარი, ოფიციალურია. უნდა განასხვავოთ, რა არის მელოდია და სხვა ლეიბლები და რა არის რომელიღაც გაუგებარი კომპანია, რომელიც შტამპავს სხვა მუსიკოსების მასალა თავისი სურვილით.
  • რაც საბჭოთა დროს (თუ ოდესღაც) გამოიცა კასეტა, ის იყო ოფიციალური რელიზი. თბილისში მილიონი ბესტ ოფი იყიდება და ყველაფერი რომ ავიღო და შევტენო დისკოგრაფიაში, დაუშვებელია. მერე რა, რომ 2 არის გამოშვებული? ვიღაცამ ხვალ ვია75ს mp3ები რომ დაბეჭდოს და პროფესიონალური ყდა რომ გაუკეთოს და მაღაზიაში დადოს, ის ოფიციალური იქნება??? რანაირად, თუ არც ბესო, არც სხვა მუსიკოსები ამაში ჩართულები არ იქნებიან ან თუნდაც რომელიმე თბილისური ხმისჩამწერი ფირმა? იგივე სიტუაციაა აქ. --H.McC. (მომწერეთ) 19:33, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

აი ეგრე კეთდება, როგორც გააკეთეთ. ჩემი განხილვის გვერდის თავში ახსნილი მაქვს კიდეც. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 19:51, 6 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ალბომი მელოდიაზე არ გამოდიოდა. იმ კასეტის სტატიაში მით უმეტეს უადგილო იყო მელოდია. --H.McC. (მომწერეთ) 13:14, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

Grand collection-ზე მქონდა საუბარი. და საერთოდ - ველი ლეიბლი აღნიშნავს ფირმას, სადაც გამოიცა და არა ჩაიწერა. ები როუდი სტუდიაა, სადაც იწერებოდა ალბომები და EMI არის ლეიბლი, რომელზეც გამოდიოდა.

რაც შეეხება კატეგორიებს, არ იყოფა ეგრე. და საერთოდ, უნდა დაიყოს - სტუდიურ ალბომებად და კრებულებად (ასე კეთდება აქ), მაგრამ კრებულებად დაყოფა აქ ოდნავ რთულია, ვია75სგან განსხვავებით, ბევრი ალბომი აქვთ და ბევრი სიმღერა მეორდება, ზოგი სიმღერა კი სპეციალურად ალბომისთვისაა ჩაწერილი. --H.McC. (მომწერეთ) 14:53, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]