მომხმარებლის განხილვა:ზაური

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ჯაბა 1977 05:12, 8 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, ბატონო ზაურ! გილოცავთ შობა-ახალ წელს! თქვენ შექმენით სტატია დენიელ კიზი, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ! მაგრამ გასასწორებელია რამდენიმე დეტალი: შიდა ბმულები საკმაოდ მცირეა და დაამატეთ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტატიის ბოლო ნაწილი (ჯილდოები) ბოლომდე უთარგმნია. თუ ამ ინფორმაციას არ თარგმნით, იძულებული ვიქნები, ამოვიღო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვიკიპედიით დაინტერესებისათვის! თუ რაიმე გაგიჭირდეთ, მომმართეთ მე, ნუ მოგერიდებათ!— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 06:24, 8 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მცირე თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მოხარული ვართ, რომ ვიკიპედიას თქვენი წვლილით ეხმარებით. მით უფრო, რომ ასეთ დიდებულ მწერალზე შემოიტანეთ სტატია. მცირე თხოვნა მექნება თქვენთან: სიტყვასა და სასვენ ნიშანს შორის ადგილს ნუ გამოტოვებთ, არ არის მიღებული. ასევე, გთხოვთ, სტატიის დადებამდე გადახედეთ მას და შეამოწმეთ პუუნქტუაცია. წარმატებას გისურვებთ!--Saliner 12:29, 8 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი წვლილისათვის ქართულ ვიკიპედიაში. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. იმისათვის, რომ თქვენი შრომა კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს, გთხოვთ, მომავლისთვის რამდენიმე რჩევა კვლავ გაითვალისწინოთ: 1. იმისთვის, რომ თვალმა უკეთ აღიქვას თვითონ სტატიის ობიექტი, მის სახელს, რომლითაც იწყება ყოველთვის სტატია, როგორც წესი, ვამუქებთ. 2. ქართულ ვიკიპედიაში მიღებული გვაქვს, რომ ამ სახელის შემდეგ მის აღწერას ზმნით არ ვიწყებთ, ანუ არ ვწერთ ... არის; ... იყო და ა.შ. (თქვენ შემთხვევაში - „ეს არის“). ასეთ დროს ვიყენებთ გრძელ ტირეს, რომელიც რედაქტირების ფანჯრის ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ, დამატებითი ნიშნების ველში. 3. ქართულ ვიკიპედიაში არ ვიყენებთ "..." ასეთ ბრჭყალებს, მის ნაცვლად გვაქვს ჩვეულებრივი, წერის დროს მიღებული ნიშანი „...“. თუ თქვენ კლავიატურაზე არ გაქვთ ეს ბრჭყალები, შეგიძლიათ იხილოთ ისევ ქვემოთ, დამატებითი ნიშნების ველში. 4. ვიკიპედიაში წერისას მნიშვნელოვანია ბმულების არსებობა. ანუ სტატიის ტექსტში გამოყენებულ რომელიმე სიტყვაზე თუ არსებობს ან პოტენციურად შესაძლებელია, რომ არსებობდეს სტატია, უმჯობესია, რომ აქ გაკეთდეს ბმული, რათა მკითხველს შეეძლოს პირდაპირ გადასვლა ამ სტატიაზე. ამისათვის სასურველ სიტყვას ვსვამთ ორმაგ ფიგურულ ფრჩხილში ([[]]). უფრო დეტალურად, იხილეთ აქ. და რაც მთავარია, თუ რაიმე შეკითხვა ან თხოვნა გექნებათ, ნუ მოგერიდებათ და მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ მომხმარებელს.--Saliner 22:17, 8 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]