მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი
მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Delphinus delphis | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 134817215 | |||||||||||
გავრცელება | |||||||||||
| |||||||||||
|
მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი (ლათ. Delphinus delphis) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ აღწევს, წონა 60-იდან 75 კგ-მდე. ზურგი შავი ან მოყავისფროა, მუცელი ღია ფერისაა. გვერდებზე ზოლები გასდევს, რომელიც ღია-მოყვითალოდან ნაცრისფერში გადადის. ვიწრო და გრძელი დინგი აქვს, წვრილი კბილები. ფართოდ არის გავრცელებული თბილი და ზომიერი სარტყლის ზღვებში. მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი — ღია ზღვის მობინადრეა. ძირითადად იკვებება წვრილი თევზებით, ჯოგებად ცხოვრობს. შავ ზღვაში შეწყვილება ხდება ივლის-აგვისტოში. მაკეობა გრძელდება 10-11 თვე. ჩვეულებრივ, დედალი შობს ერთ ნაშიერს, რომლის სხეულის სიგრძეა დაახლოებით 90 სმ. მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი რეწვის ობიექტია; გამოიყენება მისი ქონი და ტყავი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრი (ინგლისური)
- მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი დაარქივებული 2012-05-11 საიტზე Wayback Machine. სიცოცხლის ენციკლოპედია (ინგლისური)