შინაარსზე გადასვლა

მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი
მშობლიური სახელი თურქ. Mihrumah Sultan
დაბადების თარიღი 1547
ქუთაჰია, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1593 ან 1602
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე(ები) დამატ მუზაფერ-ფაშა
შვილ(ებ)ი ვაჟები: მურად-ბეი
მეჰმედ-ბეი
ქალიშვილი: ჰატიჯე სულთანი
მშობლები მამა: შეჰზადე ბაიაზიდი
დედა: ფატმა სულთანი

მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი (1547-1593/1602) — შეჰზადე ბაიაზიდისა და ფატმა სულთნის ქალიშვილი, სულეიმან I-ის და ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.

მიჰრუმაჰ ჰანიმ-სულთანი დაიბადა 1547 წელს, ქუთაჰიაში. სახელი დაერქვა, მისი მამიდის მიჰრიმაჰ სულთანის პატივსაცემად. 1561 წელს მისმა მამამ, შეჰზადე ბაიაზიდმა წამოიწყო აჯანყება მისი ძმის, სელიმის წინააღმდეგ. დამარცხების შემდეგ, ბაიაზიდი და მისი 5 ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. ამავე წელს, მიჰრუმაჰი მიათხოვეს დამატ მუზაფერ-ფაშას. ამ ქორწინებიდან მას ეყოლა 3 შვილი: მეჰმედ-ბეი (1563-1621), მურად-ბეი (1566-1618) და ჰატიჯე სულთანი (1568-1630). მიჰრუმაჰ-ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა სტამბოლში. გარდაცვალების თარიღი უცნობია. სავარაუდოდ 1593 ან 1602 წელი.

  • 1.Yılmaz Öztuna- Kanuni Sultan Süleyman — Ötüken Neşriyat A.Ş., 2016. — 208 с.