მიჰრან კასაბიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიჰრან კასაბიანი

დაიბადა25 აგვისტო, 1870
კაისერი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა14 ივლისი, 1910 (39 წლის)
ფილადელფია, აშშ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა ექიმი

მიჰრან კრიკორ კასაბიანი (დ. 25 აგვისტო, 1870 — გ. 14 ივლისი, 1910) — სომეხი-ამერიკელი ექიმი, მედიცინაში რენტგენის სხივების გამოყენების ერთ-ერთი ადრეული გამომძიებელი და ფილადელფიის მედიკოს-ქირურგიული კოლეჯის ფაკულტეტის წევრი. ის გახდა ფილადელფიის საავადმყოფოს რენტგენ რეის ლაბორატორიის დირექტორი და როგორც ამერიკის რენტგენის რეი საზოგადოების ასევე ამერიკის ელექტრო-თერაპიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

დაიბადა კაისერში,სწავლობდა ლონდონში და ფილადელფიაში, შემდეგ მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის საავადმყოფოს კორპუსში, ამერიკა-ესპანეთის ომის დროს. ომის შემდეგ მან დაამთავრა სამედიცინო სკოლა ქირურგიულ კოლეჯში და გახდა ინსტრუქტორი. მან გამოიგონა პოზიციონირების მოწყობილობა, რომელიც რენტგენის სურათებზე ნეკნებს ასახავდა. წარმოადგენდა ამერიკის სამედიცინო ასოციაციას საერთაშორისო კონვენციებზე და 1907 წელს მან დაწერა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო ელექტროთერაპიისა და რადიოლოგიის შესახებ.

კასაბიანის პირველად გამოქვეყნებულ ნაშრომში განიხილავდა რადიაციის გვერდით მოვლენებს.მას ხშირად უწევდა რადიაციასთან მუშაობა, რომლის გამოც მას ხელები რადიაციისგან დაეწვა, ხოლო ორი თითი სამუდამოდ დაკარგა. ასევე, განუვითარდა კანის კიბო, რომელიც მის სხეულში გავრცელდა, ამის შედეგად, 1910 წელს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი-ამერიკელი ექიმი, მიჰრან კასაბიანი დაიბადა 1870 წლის 25 აგვისტოს, კაისერში, მცირე აზიის ტერიტორიაზე, კაპადოკიაში. მას ჰყავდა სამი ძმა, ყველა მათგანი გახდა სმირნის ოქრომჭედლები. 1884 წლიდან 1896 წლამდე თურქეთის მთავრობამ წაახალისა მეზობელი ქურთები, რომ ოსმალეთის იმპერიაში 300 000 -ზე მეტი სომეხი მოეკლათ.[1] კასაბიანი გაიზარდა სიღარიბეში და, როგორც ბიოგრაფმა პერსი ბრაუნმა თქვა, რომ ადრეულ წლებში მიწისძვრის ან ხოცვა-ჟლეტის თითქმის მუდმივი საფრთხის წინაშე იყო.

მას შემდეგ, რაც დაესწრო ამერიკულ მისიონერულ ინსტიტუტს კაისერში, კასაბიანი წავიდა ლონდონში 1893 წელს ღვთისმეტყველებისა და მედიცინის შესასწავლად. [2] ლონდონში იგი დაინტერესდა ფოტოგრაფიით, ხოლო მედიცინამ გაცილებით მეტად დააინტერესა, ვიდრე თეოლოგიამ. 1894 წელს ის გადავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც დადიოდა ფილადელფიის მედიცის-ქირურგიული კოლეჯის სამედიცინო სკოლაში. [3]

1898 წლისთვის კასაბიანი იყო აშშ-ს სრულუფლებიანი მოქალაქე. ამ პერიოდში მას თითქმის დასრულებული ჰქონდა სამედიცინო სკოლაში სწავლა, თუმცა მან გადაწყვიტა რომ სკოლის დამთავრების ნაცვლად, ემსახურა ესპანეთ-ამერიკის ომის დროს არსებულ შეერთებული შტატების არმიის საავადმყოფოს კორპუსში. ომის დროს ქასაბიანმა პირველად შეიძინა რენტგენის სხივების გამოყენების გამოცდილება, რომელიც მხოლოდ ცოტა ხნის წინ ჰქონდა აღმოჩენილი გერმანელ ინჟინერსა და ფიზიკოს ვილჰელმ რენტგენს. ომის დასრულების შემდეგ კასაბიანი გაათავისუფლეს არმიის საავადმყოფოს კორპუსიდან.[4] კონფლიქტი ხანმოკლე იყო; 1898 წლის ბოლომდე დაბრუნდა ფილადელფიაში, დაამთავრა სამედიცინო სკოლაში განათლების მიღება და აიღო სამედიცინო ხარისხი. [5]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წლის გაზაფხულზე კასაბიანს ჩაუტარდა კიდევ ერთი ოპერაცია კიბოსთან დაკავშირებით, ამჯერად ამოიღეს დაზარალებული კუნთი მკერდიდან. 1910 წლის 12 ივლისს ნიუ-იორკ ტაიმზმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობა ცუდ მდგომარეობაში იყო. კასაბიანი გარდაიცვალა ამავე წლის 14 ივლისს.

გარდაცვალებამდე დაახლოებით 18 თვით ადრე, კასაბიანი დაქორწინდა ვირჯინია გირაგოსიანზე, რომელიც კონსტანტინოპოლიდან იყო.[6] მისმა ძმისშვილმა ლეომ, 16 წლისამ, კასაბიანის გარდაცვალების დროს, გადაწყვიტა სკაიოგრაფიის შესწავლა. კასაბიანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, JB Lippincott Company-მ გამოაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა კასაბიანის სახელმძღვანელოს მეორე გამოცემას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კასაბიანის ფოტო, გამოქვეყნებულია The Boston Globe- ში, 1995 წლის 6 ნოემბერი. გაზეთების საშუალებით .com.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mahdesian, Arshag (1917). „Armenia, her culture and aspirations“. The Journal of Race Development. 7 (4): 448–466. doi:10.2307/29738214. hdl:2027/uiug.30112089316282. ISSN 1068-3380. JSTOR 29738214.
  2. Kelly, Howard Atwood (1920) A Cyclopedia of American Medical Biography: Comprising the Lives of Eminent Deceased Physicians and Surgeons from 1610 to 1910. W. B. Saunders Company, გვ. 647. ISBN 978-1-1471-2953-3. 
  3. „Doctor Mihran K. Kassabian, a martyr to science“. Maryland Medical Journal. 53: 288–289. August 1910.
  4. Brown, Percy (May 1995). „American martyrs to radiology: Mihran Krikor Kassabian (1870–1910)“. American Journal of Roentgenology. 164 (5): 1285–1289. doi:10.2214/ajr.164.5.7717249. ISSN 0361-803X. PMID 7717249.
  5. „X-ray burns cause scientist's death“. The Philadelphia Inquirer. July 13, 1910. p. 14 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
  6. „Obituary“. Southern Practitioner. 32: 406–408. 1910.