მიხეილ ჩიხლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ჩიხლაძე (დ. 24 ივნისი, 1902, სოფელი ძირულა, შორაპნის მაზრა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი — გ. 3 აპრილი, 1973) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950). „საპატიო ნიშნის” ორგზის ორდენოსანი (1941, 1958) სკკპ წევრი 1942 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1902 წლის 24 ივნისს სოფ. ძირულაში (ზესტაფონის რ-ნი). დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

სცენაზე პირველად დაბა ძირულაში გამოვიდა სცენის მოყვარულთა წრეში. 1927-1929 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტთან არსებულ დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრების შემდეგ მიწვეული იქნა მსახიობად რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. განასახიერა ასზე მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული როლი, მათ შორის: სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), კაპიტანი ჭავჭავაძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“), გოჩა, გივი (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი გოჩა“, „არსენა“), იასე (ი. მოსეშვილის „მისი ვარკვლავი“), ტარიელი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ჩერენე (ი. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“) კენტი (შექსპირის „მეფე ლირი“) და სხვა. 1937 წლიდან იღებდნენ კინოშიც.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]