მიხეილ შავდია
მიხეილ ალექსანდრეს ძე შავდია (დ. 1893. სოფ. ბალდა, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 სექტემბერი, 1937) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.
მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (ფინეთის 24-ე მსროლელი პოლკის პორუჩიკი). ორჯერ დაიჭრა. ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1917). 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში კაპიტნის წოდებით, იყო თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულის ოცეულის მეთაური. თავი გამოიჩინა 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომში კოჯორ-ტაბახმელის ფრონტზე (დაიჭრა 24 თებერვალს). საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ ქართულ წითელ არმიაში იყო. სხვადასხვა დროს იყო მე-2 ქართული მსროლელი პოლკის მეთაური, თბილისის სამხედრო კომენდანტი. 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს „კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით და სექტემბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე, მამუკა; ჯაფარიძე, ზაზა. სამხედრო კადრების სამჭედლო : თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე. თბ., 2018, – გვ. 109.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შავდია მიხეილ ალექსანდრეს ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა]. - 2013.
- Шавдия Михаил Александрович. «Офицеры русской императорской армии».