მიხაკისებრნი
Jump to navigation
Jump to search
მიხაკისებრნი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Caryophyllaceae | ||||||||||
|
მიხაკისებრნი (Caryophyllaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქბალახებია.
ოჯახში 2100 სახეობაა, რომელიც უმეტესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 31 გვარის 170-მდე სახეობა. მათი დიდი ნაწილი გაერთიანებულია 4 გვარში — პირთეთრა, Minuartua, ქოთანა, მიხაკი. ეს გვარები მდიდარია ენდემური სახეობებითაც. ოჯახში ბევრი დეკორატიული მცენარეა (ქოთანა, მიხაკი, პირთეთრა, საპონა და სხვა). ზოგიერთი სარეველაა (იოტა, ჟუნჟრუკი, სპერგულა და სხვა). საპონა, წინწკალა და სხვა საპონინით მდიდარი მცენარეებია. ზოგი მიხაკისებრნი გამოიყენება პარფიუმერიასა და მედიცინაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 47, თბ., 1984 წელი.