წინწკალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინწკალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  მიხაკისებრნი
გვარი:  წინწკალა
ლათინური სახელი
Gypsophila

წინწკალა (ლათ. Gypsophila) — მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ერთ- ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია.

140-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში. კავკასიაში 28 სახეობა იზრდება, საქართველოში — 9; მათგან განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული Gypsophila tenuifolia, Gypsophila elegans, რომლებიც გვხვდება მთისწინეთიდან ალპურ სარტყელამდე კლდეებზ და ღორღიან ადგილებზე, ზოგიერთი — ველისა და ნახევრა უდაბნოს სარტყელშიც.

წინწკალას ზოგიერთი სახეობა საპონინს შეიცავს და ლუდისა და გაზიანი სასმელების დასამზადებლად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]