მიუნხენ 1860 (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიუნხენ 1860
ლოგო
სრული სახელი Turn- und Sportverein München von 1860 e.V.
მეტსახელი ლომები (The Lions)
დაარსდა 1860წლის 17 მაისი, 153 წლის წინ
სტადიონი ალიანც არენა
(ტევადობა: 71,137)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა გერჰარდ მაირჰოფერი
მწვრთნელი გერმანიის დროშა ფრიდჰელმ ფუნკელი
კაპიტანი ესპანეთის დროშა გილერმო ვალორი
ლიგა მე–2 ბუნდესლიგა
2012–13 მე–6 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

TSV 1860 München — სპორტული კლუბი გერმანიის ქალაქ - მიუნხენიდან. კლუბის ოფისი განთავსებულია მიუნხენის რაიონ - გიზინგში. კლუბი პირველად დაფუძნდა 1848 წლის 15 ივლისს, თუმცა პოლიტიკურმა გარემოებებმა კლუბის დაშლა გამოიწვია. ის ხელახლა 1860 წლის 17 მაისს დაფუძნდა. კლუბის ფერებად ითვლება მწვანე და ოქროსფერი, თუმცა კლუბის მაისურის ფერებია ცისფერი და თეთრი. კლუბის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 20 000 ადამიანს ითვლის.

ეროვნული და არა მარტო ეროვნული, საერთაშორისო აღიარება კლუბმა 1960 - იან წლებში მოიპოვა, როდესაც კლუბმა მოიპოვა გერმანიის თასი (1964 წელი), ბუნდესლიგა (1966 წელი), გააღწიეს თასების მფლობელთა თასის ფინალში 1965 წელს, სადაც "უემბლის" სტადიონზე 100 000 მაყურებლის თვალწინ დამარცხდნენ ლონდონის "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ 0:2; გარდა ამისა, კლუბმა გერმანიის თასზე იმარჯვა 1942 წელს და იყო მეორე ადგილოსანი გერმანიის ჩემპიონატში 1931 და 1967 წლებში.

კლუბის ამჟამინდელი საშინაო სტადიონია "ალიანც არენა", რომელზედაც საშინაო მატჩებს ასევე მართავს მიუხნენის "ბაიერნი". სტადიონის გარე განათება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მიუნხენური კლუბი მართავს მატჩს. თუ ეს კლუბი მიუნხენ 1860 - ია, სტადიონი ლურჯ ფერებშია განათებული, თუ "ბაიერნი" - წითელში. კლუბმა პირველი მატჩი ამ არენაზე 2005 წლის 30 მაისს ამხანაგური მატჩი გერმანული ნიურნბერგის წინააღმდეგ გამართა. სტადიონმა ასევე უმასპინძლა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩს გერმანიასა და კოსტრა რიკის ნაკრებებს შორის. ასევე ამ სტადიონზე ჩატარდა კიდევ სამი ჯგუფური ეტაპის მატჩი, მერვედფინალური დაპირისპირება გერმანიის ნაკრებსა და შვედეთის ნაკრებს შორის. უკანასკნელი მატჩი, რომელსაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე "ალიანც არენამ" უმასპინძლა, ეს იყო ნახევარფინალური დაპირისპირება საფრანგეთის ნაკრებსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაიმართა. "ალიანც არენამდე" კლუბი "ოლიმპიაშტადიონზე" ასპარეზობდა.

მიუნხენური დერბი ერთ - ერთი ყველაზე საინტერესოა ყურებადობის თვალსაზრისით გერმანიაში, თუმცა მას ყველაზე საინტერესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლოს ეს ორი მიუნხენური კლუბი ერთმანეთს 2007/08 წლების სეზონში გერმანიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ, სადაც "წითლებმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები: ლარს და სვენ ბენდერები (გერმანია); დავორ შუკერი (ხორვატია); ტომას ჰესლერი (გერმანია); იენს იერემისი (გერმანია); რუდი ფიოლერი (გერმანია); მარტინ მაქსი (გერმანია); აბედი პელე (განა).

მიუნხენ 1860 არის ერთადერთი ბავარიული კლუბი, რომელმაც შეძლო ბავარიული ლიგის მოგება, როგორც პირველი, ასევე სარეზერვო შემადგენლობებით.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ცნობილია, როგორც საფეხბურთო ორგანიზაცია, მასში ასევე გაწევრიანებულია სპორტის სხვადასხვა სახეობები, რომლეთა ანგარიშზეც არის ასეულობით გერმანიის ჩემპიონობა და სამი ოლიმპიური ოქროს მედალი.

მიუნხენ 1860–ის ეკიპირების სპონსორია გერმანული სპორტული საქონლის მწარმოებელი "Uhlsport". 2013 წლის სექტემბერში კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრიტანული მანქანების მწარმოებელი კომპანია "ასტონ მარტინი" გახდა კლუბის ოფიციალური სპონსორი.

მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
2 მცველი გერმანია გერმანია მორიც ვოლცი
3 მცველი პოლონეთი პოლონეთი გრეგორც ვოიტკოვიაკი
4 მცველი გერმანია გერმანია კაი ბულოვი
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი გილერმო ვალორი
6 ნახევარმცველი გერმანია გერმანია დომინიკ შტაჰლი
7 ნახევარმცველი გერმანია გერმანია დანიელ ბიეროფკა
9 ნახევარმცველი კანადა კანადა რობ ფრენდი იჯარით ფრანკფურტის აინტრახტიდან
10 ნახევარმცველი გერმანია გერმანია მორიც სტოპელკამპი
11 თავდამსხმელი გერმანია გერმანია ბენჯამინ ლაუტი
14 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია მარინ ტომასოვი
16 თავდამსხმელი გერმანია გერმანია შტეფან ჰაინი
17 ნახევარმცველი გერმანია გერმანია სებასტიან ჰერტნერი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
18 თავდამსხმელი გერმანია გერმანია ანდრეას ნოიმაიერი
19 ნახევარმცველი გერმანია გერმანია დანიელ ადლუნგი
20 ნახევარმცველი გერმანია გერმანია შტეფან ვანენვეთში
22 მეკარე გერმანია გერმანია მიხაელ ნეტოლიცკი
23 თავდამსხმელი ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ბობი ვუდი
25 ნახევარმცველი გერმანია გერმანია ანდრეას გეიპლი
26 მცველი გერმანია გერმანია კრისტოფერ შინდლერი
29 ნახევარმცველი გერმანია გერმანია იანიკ შტარკი
30 მეკარე გერმანია გერმანია ვიტუშ აიხერი
31 მცველი გერმანია გერმანია კოდჯოვი კოუსუ
33 თავდამსხმელი გერმანია გერმანია კორბილიან ვოლმანი
35 მცველი გერმანია გერმანია მარკუს შვაბლი
36 მცველი გერმანია გერმანია ფილიპ შტაინჰარტი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის თასი:

  • გამარჯვებული (2): 1942, 1964

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უეფას თასების მფლობელთა თასი:

  • Coppacoppe.png ფინალისტი (1): 1965

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]