მიროტვორეცი (საიტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მიროტვორეც“-ი
„მიროტვორეც“-ის ემბლემა
საიტი http://myrotvorets.center
სლოგანი «Pro bono publico» (საზოგადოებრივი სარგებელისთვის)
კომერციულობა არაკომერციული
ხელმისაწვდომი ენა უკრაინული, რუსული, ინგლისური
გაეშვა 2014 წლის აგვისტო
ამჟამინდელი სტატუსი მოქმედი
ცენტრის „მიროტვორეც“-ის თანამშრომლები

„მიროტვორეცი“ („მშვიდობისმყოფელი“) — უკრაინის ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულთა ნიშნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის კვლევის ცენტრის ინტერნეტ-წარმომადგენლობა.

დაფუძნების საერთო მონაცემები და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრი დაარსდა 2014 წლის გაზაფხულზე მოხალისეების ჯგუფის „სახალხო ზურგის“[1] ფარგლებში, მეცნიერებისა და სპეციალისტების ჯგუფის მიერ, როგორც უკრაინის სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ფაქტორების გამოსავლენად. ცენტრის მიზანია საინფორმაციო საკონსულტაციო დახმარების გაწევა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი უკრაინაში საბოლოო მშვიდობისა და თანხმობის ჩამოყალიბებაში. ცენტრის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტერორისტულ და სეპარატისტულ გამოვლინებებს უკრაინის ტერიტორიაზე.

ცენტრის საინფორმაციო წყაროებია, უპირველეს ყოვლისა, საერთო ხელმისაწვდომი მასალები, რომლებიც განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში, ბეჭდურ მედიაში, ტელევიზიაში და ა.შ. ანუ, ცენტრისათავის მუშაობაში ფართოდ იყენებს ღია წყაროებით დაზვერვის OSINT მეთოდებს. გარდა ამისა, ცენტრი იყენებს ინფორმაციას, რომელსაც აწვდიან კერძო პირები, კონფიდენციალურად; უკრაინის მოქმედი კანონის თანახმად, ინფორმაცია, რომელიც ანონიმურ შეტყობინებებშია, ცენტრის მუშაობაში არ გამოიყენება.

ცენტრი მუშაობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბთან, შსს-სთან, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურთან და სახელმწიფო პენიტენციალურ სამსახურთან პარტნიორობაში.

ცენტრის მუშაობის წყალობით, 2014 წლის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული და დაკავებული იქნა ტერორისტების, რუსეთის დაქირავებულების, ასევე სეპარატისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების დიდი რაოდენობა. ცენტრის მუშაობას მაღალი შეფასება მისცეს ბატალიონის „მიროტვორეცის“ მეთაურმა ანდრეი ტეტერუკმა[2] და უკრაინის შსს-ს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ[3].

„მიროტვორეცის“ საიტის მუშაობის დაწყებისთანავე, მისი ეფექტურობისა და სეპარატისტებს შორის პანიკის გამოწვევის გამო, საიტის მონაცემთა ბაზა რუსულ და პრორუსულ პრესაში მოიხსენიებოდა, როგორც „დასახვრეტთა სიები“[4][5][6][7].

2015 წლის ივნისის ბოლოსთვის „მიროტვორეცის“ მონაცემთა ბაზა შეადგენდა 40 ათას ადამიანს.

ცენტრისა და საიტის დევიზად არჩეულია ლათინური გამოთქმა „Pro bono publico“ (საზოგადოებრივი სარგებელისთვის).

ოპერაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შესახებ:

ოპერაცია „გიულჩატაი“. ოლეგ კალაშნიკოვისა და ოლესია ბუზინას მკვლელობით გამოწვეული მედია ინტერესის გამო, მიღებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში ჩართული „დნრ“ და „ლნრ“ ბოევიკების, რუსი დაქირავებულების და რუსი სამხედროების დიდი რაოდენობის (რამდენიმე ათეული ათასი) ანკეტური მონაცემები და სხვა[8][9].

ოპერაცია „გასაშლელი ქანჩი“. ოპერაციის მიმდინარეობისას ხელში ჩაგდებული იქნა რამდენიმე ასეული ათასი ევრო და სპეციალური სამხედრო აღჭურვილობა, რომლებიც შეაგროვეს „დსრ“ და “ლსრ“-ის მომხრეებმა ევროპასა და აშშ-ში, რაც შემდგომში გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს[10][11]. აგრეთვე, ოპერაციის მიმდინარეობისას ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია „დსრ“-ის ბოევიკების მოქმედებების შესახებ ქალაქების სლავიანსკისა და კრამატორსკის რაიონებში[10].

ზოგიერთი წყაროს თანხმად, ოპერაცია „გასაშლელი ქანჩი“ დროს ცენტრი „მიროტვორეცი“ გამოყენებული იქნა როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის საგარეო მოქმედებების საფარად[12].

ამ ოპერაციების დამთავრების შემდეგ ცენტრის თანამშრომლები დაჯილდოვებული იქნენ მედლებით და სახელობითი იარაღით[13][14].

ოპერაცია (დასახელება არ ხმაურდება), რომლის მიზანი იყო 1542 უკანონო შეიარაღებული ფორმირების ბოევიკის საანკეტო მონაცემების მიღება (იხ. საიტის „ტვიტერის“ გვერდზე ილუსტრაციები).

ოპერაცია „ბარბარისკა“. 2015 წლის აპრილის ბოლოს ცენტრის თანამშომლების მიერ მრავალსვლიანი ოპერაციის შედეგად მიღებული იქნა რფ-ს შეიარაღებული ძალების უკრაინის წინააღმდეგ საგაზაფხულო და საზაფხულო სამხედრო კამპანიის გეგმების ნაწილის თაობაზე მნიშვნელოვანი მონაცემები (სულ მცირე ჯარების დაჯგუფება „ჩრდილოეთის“ მოქმედების აღწეილობით). ამ გეგმის მიხედვით, უკრაინის მარცხენა ნაპირის ოკუპაცია იგეგმებოდა 15 დღე-ღამეში[15][16]. როგორც ანტონ გერაშინკო ამტკიცებდა, „ნატო“-ს ხელმძღვანელობისადმი ამ გეგმის დემონსტრირება იქცა მნიშვნელოვან ფაქტორად 2015 წლის აპრილ-მაისში აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ტექნიკისა და შეიარაღების დისლოკაციის შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება[17].

დამოკიდებულება სახელმწიფო სტრუქტურებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეცოპერაციების ჩატარების შედეგად მოპოვებული პოპულარობისა და მედეა რეზონანსის აღმოჩენების შემდეგ, „მიროტვორეცის“ საიტისა და ცენტრის მუშაობის შეწყვეტა მოითხოვა უკრაინის ომბუსმენმა ვალერია ლუტკოვსკაიამ, რომლის მოტივაცია იყო ტერორისტთა პირადი მონაცემების არასამართლებლივი გამოყენება[18]. ამის საპასუხოდ, უკრაინის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნაქვამი იყო, რომ „მიროტვორეცის“ საიტის მუშაობაში ვერ ხედავ უკრაინის კანონმდებლობის დარღვევას[19].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Георгій Тука: Народний інформаційний проект(რუსული)
  2. Андрій Тетерук: Робочий звіт з парламенту(უკრ.)
  3. Информацией с сайта центра «Миротворец» уже давно пользуется МВД, СБУ, разведка, пограничная служба(რუსული)
  4. Украинцев ставят к стене объявленной смерти(რუსული)
  5. Morde an Regimegegnern(გერმანული)
  6. Officïele dodenlijst circuleert in Oekraïne(ნიდერლანდური ენა)
  7. Gestapo-like Ukrainian site uploads data of opposition figures days before their assassinations(ინგლისური)
  8. Операция «Гюльчатай»(რუსული)
  9. Операция «Гюльчатай. Продолжение.»(რუსული)
  10. 10.0 10.1 Операция «Разводной ключ»(რუსული)
  11. Антон Геращенко: Операция «Разводной ключ»(რუსული)
  12. Геращенко: СБУ перехватила финпомощь ДНР и направила на нужды ВСУ(რუსული)
  13. Об участии руководства и системных Администраторов Центра «Миротворец» в следственных действиях(რუსული)
  14. Пособников убийства Олеся Бузины наградили именным оружием(რუსული)
  15. Геращенко обнародовал план России по захвату Украины(რუსული)
  16. Пояснительная записка к Решению на применение группировки войск «Север»(რუსული)
  17. Doradca szefa MSW Ukrainy: Rosja ma plan dojścia w 15 dni do obwodu kijowskiegoთარგი:Ref-pl
  18. Омбудсмен Лутковская требует закрыть сайт «Миротворец»(რუსული)
  19. Творці сайту «Миротворець» не порушили законодавство України — СБУ(უკრ.)