კრამატორსკი
იერსახე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
კრამატორსკი Краматорськ | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| რეგიონი | დონეცკის ოლქი | ||||
| კოორდინატები | 48°43′00″ ჩ. გ. 37°32′00″ ა. გ. / 48.71667° ჩ. გ. 37.53333° ა. გ. | ||||
| მმართველი | Oleksandr Honcharenko | ||||
| დაარსდა | 1868 | ||||
| ამჟამინდელი სტატუსი | 1932 | ||||
| ფართობი | 117.1 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 177 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
| მოსახლეობა | 173,700 კაცი (2008) | ||||
| სიმჭიდროვე | 583 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
| სატელეფონო კოდი | 626(4) | ||||
| საფოსტო ინდექსი | 84300-84390 | ||||
| ოფიციალური საიტი | krm.gov.ua | ||||
კრამატორსკი (უკრ. Краматорськ) — ქალაქი (1932 წლიდან) უკრაინაში, დონეცკის ოლქში, მდინარე კაზიონეტორეცის (ჩრდილოეთ დონეცის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. სარკინიგზო კვანძი. 75 000 ათასი მცხოვრები (2024). კრამატორსკი უკრაინის მძიმე მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი დიდი ცენტრია. არის მძიმე ჩარხთმშენებელი, სამსხმელო, კოქსიქიმიური, საშენ მასალათა (ცემენტი, შიფერი, მინერალური ბამბა) ქარხნები, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები. კრამატორსკშია მანქანათმშენებლობის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ინდუსტრიული ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის, ტექნოლოგიური, ვაჭრობის ტექნიკუმები, დონეცკის სამხატვრო მუზეუმის ფილიალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 13.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
| |||||||||||||||||||