შინაარსზე გადასვლა

მირიან ცალქალამანიძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცალქალამანიძე (ცენტრში) 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებზე

მირიან ვასილის ძე ცალქალამანიძე (დ. 9 მარტი, 1927, სოფ. კონდოლი, თელავის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 3 აგვისტო, 2000, თელავი) — ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[1]

იყო XVI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1956, მელბურნი), მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის (სტამბოლი, 1957; 52 კგ) და ბრინჯაოს (ტოკიო, 1954; 52 კგ) პრიზიორი, მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1956), საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956), ორჯერ სსრკ ჩემპიონი (1954, 1956), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1955). მიღებული აქვს ოლიმპიური ოქროს მედალი (1956, მელბურნი).

1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]

საბჭოთა კავშირის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთადერთი წევრი, რომელმაც მელბურნის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „მირიან ცალქალამანიძე“.

სპორტისათვის თავის დანებების შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობდა კახეთში, თელავის რაიონში მეღვინედ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1954: მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი
  • 1954: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ჩემპიონი
  • 1954: მსოფლიოს ჩემპიონატი, მესამე პრიზიორი
  • 1955: მსოფლიო უნივერსიადა, ჩემპიონი
  • 1956: XVI ოლიმპიური თამაშები, ჩემპიონი (მელბურნი)
  • 1956: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ჩემპიონი
  • 1956: საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადა, ჩემპიონი
  • 1956: მსოფლიო თასის გათამაშება, ვერცხლის მედლის მფლობელი
  • 1957: მსოფლიოს ჩემპიონატი, მეორე პრიზიორი
  • 1957: საპატიო ნიშნის ორდენი[3]
  • 1957: საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1997: ღირსების ორდენი
  • 2003 (გარდაცვალების შემდეგ): ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1954 მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიო, იაპონია 52 კგ 3rd
1956 ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები მელბურნი, ავსტრალია 52 კგ 1st
1957 მსოფლიო ჩემპიონატი სტამბოლი, თურქეთი 52 კგ 2nd
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 944, ISBN 99928-20-32-2.
  • ბონდო კალანდაძე, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე, გვ. 373, თბ.: პეტიტი, 2008;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 104, თბ.: პალიტრა L, 2013.
  • დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 62–71. 268 გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დანელია, ვაჟა. (2 ოქტომბერი, 2018) მირიან ცალქალამანიძე: თურქი ჩოქბჯენში მყავდა, თავი ამომკრა, საფეთქელი გამისკდა.... lelo.ge. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2022
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 05 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  3. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 27.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022