მინორუ ოდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინორუ ოდა
იაპონ. 小田 稔
დაბ. თარიღი 24 თებერვალი, 1923(1923-02-24)
დაბ. ადგილი საპორო
გარდ. თარიღი 1 მარტი, 2001(2001-03-01) (78 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო
მოქალაქეობა  იაპონია
საქმიანობა ასტროფიზიკოსი, ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტი და Tokyo University of Information Sciences
ალმა-მატერი ოსაკის უნივერსიტეტი
ჯილდოები კულტურის ორდენი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, მარსელ გროსმანის პრემია, იაპონიის აკადემიის საიმპერატორო პრემია და Allan D. Emil Memorial Award

მინორუ ოდა (იაპონ. 小田 稔 დ. 24 თებერვალი, 1923 — გ. 1 მარტი, 2001) — იაპონელი მეცნიერი, ასტრონომი, ასტროფიზიკოსი, იაპონიის კოსმოსური კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიის კოსმოსური პროგრამის განვითარებაში. რენტგენული ასტრონომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი მსოფლიო მეცნიერებაში, რენტგენის ასტრონომიის „მამა“ იაპონიაში. მისი ჯგუფის მიერ შემუშავებულმა კოსმოსურმა ობსერვატორიებმა (ჰაკუჩო, ტენმა, გინგა, ASCA) იაპონია ლიდერი გახადა კოსმოსური კვლევების ამ სფეროში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინორუ ოდა დაიბადა 1923 წლის 24 თებერვალს ქალაქ საპოროში ( ჰოკაიდოს პროვინცია). მისი მამა იყო მეცნიერი მედიკოსი, ისევე როგორც მისი დედის ბაბუა ტაივანიდან . [1] 1924 წლის 22 ოქტომბერს მინორუ ოდას შეეძინა ძმა სიგერუ ოდა რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი იურისტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე 1976 წლიდან 2003 წლამდე, 2012 წელს დაჯილდოვდა კულტურის ორდენით. 1934 წელს მინორუ ოდა გადავიდა ტაივანში მამის კვალდაკვალ, რომელიც ტაიბეის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. [2] ტაიბეიში მინორუ ოდა დადიოდა სკოლაში. [2] 1944 წელს მინორუ ოდამ დაამთავრა ოსაკას საიმპერატორო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1946 წელს მომავალი მეცნიერი მუშაობდა ოსაკას საიმპერატორო უნივერსიტეტში თანაშემწედ განათლების კუთხით. უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მინორუ ოდას მენტორები ფიზიკის კათედრაზე იყვნენ ცნობილი მეცნიერები სეიში კიკუჩი და იუძურუ ვატაკა. მინორუ ოდამ თავდაპირველად ექსპერიმენტული ფიზიკა აირჩია, როგორც მისი მთავარი სამეცნიერო მიმართულება, შემდეგ კი წავიდა რადიოასტრონომიის, კოსმოსური სხივების ფიზიკის და რენტგენული ასტრონომიის მიმართულებით. 1950 წლიდან მუშაობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ოსაკას სამოქალაქო უნივერსიტეტში. 1953 წლიდან ბრუნო როსის ხელმძღვანელობით ატარებდა კვლევებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1956 წელს მინორუ ოდა დაბრუნდა იაპონიაში და დაიწყო მუშაობა ტოკიოს უნივერსიტეტის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში ასისტენტ პროფესორად, ხოლო იმავე წლის დეკემბერში მიიღო დოქტორის ხარისხი ( იაპონ. 理学博士) ოსაკას უნივერსიტეტში . 1963 იყო მოწვეული პროფესორი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1966 წელს იგი გახდა პროფესორი და პროექტის ხელმძღვანელი ტოკიოს უნივერსიტეტის (1981 წლიდან ინსტიტუტი ექვემდებარება განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს) კოსმიური კვლევების და ასტრონავტიკის ინსტიტუტში. 1980-იანი წლების დასაწყისში იყო განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს სამეცნიერო კონსულტანტი. 1984 წლიდან — კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ( იაპონ. 宇宙科学研究所長). პენსიაზე გავიდა 1988 წლის იანვარში. 1988 წლის აპრილიდან 1993 წლის სექტემბრამდე — ფიზიკური-ქიმიური კვლევების ინსტიტუტის ( RIKEN - იაპონ. 理事長) პრეზიდენტი. 1994 წლის აპრილიდან 1996 წლის მარტამდე — ოსაკას მახლობლად მდებარე ახლად დაარსებული პერსპექტიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი (სხვა წყაროების მიხედვით, 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე — ტოკიოს ინფორმატიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი ( იაპონ. 学長) ) . მინორუ ოდას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო მიღწევებისთვის. ასტეროიდთა სარტყელს სახელი მის საპატივსაცემოდ დაარქვეს.[3]

მინორუ ოდა გარდაიცვალა 2001 წლის 1 მარტს ტოკიოში გულის უკმარისობით. მისი გარდაცვალება დაემთხვა დღეს, როდესაც მისი ხელმძღვანელობით შექმნილი უკანასკნელი კოსმოსური თანამგზავრი ( კოსმოლოგიისა და ასტროფიზიკის მოწინავე თანამგზავრი ASCA ) ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შევიდა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 小田滋『堀内・小田家三代百年の台湾 — 台湾の医事・衛生を軸として — 』2002年、日本図書刊行会
  2. 2.0 2.1 小田稔『青い星を追って』日経サイエンス社、1990年
  3. John Maddox. Obituary: Minoru Oda (1923–2001) Nature 410, 888 (19 апреля 2001). doi:10.1038/35073743. ციტირების თარიღი : 7 სექტემბერი 2013. დაარქივებულია 27 სექტემბერი 2013 .
  4. Lynn Cominsky (Sonoma State University). Minoru Oda (1923 - 2001) (An Obituary) . HEADNEWS: THE ELECTRONIC NEWSLETTER OF THE HIGH ENERGY ASTROPHYSICS DIVISION OF THE AAS (Newsletter No. 78). American Astronomical Society (AAS) (май 2001). ციტირების თარიღი: 3 სექტემბერი 2013. ორიგინალიდან დაარქივებულია 5 ივნისი 2009