შინაარსზე გადასვლა

მილხვევიასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილხვევიასებრნი
Apoderus coryli
Apoderus coryli
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  მილხვევიასებრნი
ლათინური სახელი
Attelabidae (Billberg, 1820)

მილხვევიასებრნი (ლათ. Attelabidae) — მცენარის მჭამელი ხოჭოების ოჯახი. აქვთ 2-15 მმ სიგრძის კაშკაშა შეფერილობის სხეული. აერთიანებს 1300-მდე სახეობას. საქართველოში ცნობილია მილხვევიასებრთა 3 გვარი, რომელთა სახეობებიდან უფრო ხშირია ფოთლის პატარა რინქიტი (ლათ. Coenorrhinus pauxillus), აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი კულტურების საფოთლე და საყვავილე კვირტებს. მსხლის დიდი რინქიტი (ლათ. Rhynchites giganteus), აზიანებს მსხლისა და ვაშლის კვირტებს, კოკრებს, ყლორტებსა და ნაყოფებს. ძირითადად გვხვდება ქართლში, მესხეთში, იმერეთსა და კახეთში. ფართოდაა გავრცელებულია ალუბლის რინქიტი (ლათ. Rhynchites auratus), აზიანებს კვირტებს, ვაზის ანუ მსხლის მილხევევია (ლათ. Byctiscus betulae) აზიანებს ახალგაზრდა მსხლის ხეებსა და ვაზებს.