მიკოლა ხვილევოი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიკოლა ხვილევოი
Mykola Khvylovy.jpg
დაბადების თარიღი 1 (13) დეკემბერი, 1893
დაბადების ადგილი ტროსტიანეცი
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 1933(1933-05-13)[1] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხარკოვი
დასაფლავებულია St. John Useknovensky cemetery
ფსევდონიმი Khvylovy
საქმიანობა მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
რუსეთის იმპერია
ჟანრი მოთხრობა, ნოველა, რომანი, მოთხრობა და კრიტიკა

მიკოლა ხვილიოვი (ასევე ცნობილი როგორც მიკოლა ხვილევოი; უკრ: Мико́ла Хвильови́й; ნამდვილი სახელი და გვარია მიკოლა გრიგოროვიჩ ფიტილიოვი; უკრ: Мико́ла Григо́рович Фітільо́в; დ. 13 დეკემბერი, 1893, ტროსტიანეცი13 მაისი, 1933, ხარკოვი) ― უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიკოლა ხვილევოი 1893 წლის 13 დეკემბერს დაიბადა, ტროსტიანეცში (ხარკოვის გუბერნია) დაიბადა. მამამისი, გრიგორი ალექსეევიჩ ფიტილიოვი რუსულად საუბრობდა და მიკოლა ადრეულ ასაკშივე გაეცნო რუსულ კლასიკოსებს, შემდეგ კი უცხოელ მწერლებსაც, დიკენსს, ჰიუგოს, ფლობერს, ჰოფმანსა და სხვ.

1916 წელს ბოგოდუხოვის გიმნაზია დაამთავრა. 1919 წელს კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1921 წელს ხარკვოში გადავიდა და ვასილ-ელან ბლაკიტნისა და სხვა მწერლებს დაუახლოვდა. 1921 წელს ვოლოდიმირ სოსიურასა და მაიკ იოჰანსენთან ერთად ლიტერატურულ მანიფესტს მოაწერა ხელი. იმავე წელს მისი პოემა „ელექტრულ ხანაში“ და ლექსები კრებული „ახალგაზრდობა“ დაიბეჭდა.

პროუკრაინული კომუნისტური მოძრაობის წევრი მეგობრების რეპრესიების გამო მიკოლა ხვილევოიმ 1933 წლის 13 მაისს ხარკოვში საკუთარ ბინაში მეგობრების თვალწინ თავი მოიკლა. სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირში მიწი ნაწარმოებები აიკრძალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.