შინაარსზე გადასვლა

მიკოლა ხვილიოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკოლა ხვილიოვი
უკრ. Микола Хвильовий
დაბადების თარიღი 1 (13) დეკემბერი, 1893
დაბადების ადგილი ტროსტიანეცი
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 1933(1933-05-13)[1] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი ხარკივი
დასაფლავებულია St. John Useknovensky cemetery
ფსევდონიმი Khvylovy
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ნოველისტი
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
Ukrainian People's Republic of Soviets
Provisional Workers-Peasants Government of Ukraine
უკრაინის სსრ
 სსრკ
ჟანრი მოთხრობა, ნოველა, რომანი, მოკლე რომანი და კრიტიკა
ხელმოწერა

მიკოლა ხვილიოვი (ასევე ცნობილი როგორც მიკოლა ხვილევოი; უკრ. Мико́ла Хвильови́й; ნამდვილი სახელი და გვარია მიკოლა გრიგორის ძე ფიტილიოვი; უკრ. Мико́ла Григо́рович Фітільо́в; დ. 13 დეკემბერი, 1893, ტროსტიანეცი13 მაისი, 1933, ხარკივი) ― უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი.

მიკოლა ხვილიოვი 1893 წლის 13 დეკემბერს დაიბადა, ტროსტიანეცში (ხარკივის გუბერნია) დაიბადა. მამამისი, გრიგორი ალექსეევიჩ ფიტილიოვი რუსულად საუბრობდა და მიკოლა ადრეულ ასაკშივე გაეცნო რუსულ კლასიკოსებს, შემდეგ კი უცხოელ მწერლებსაც, დიკენსს, ჰიუგოს, ფლობერს, ჰოფმანსა და სხვ.

1916 წელს ბოგოდუხოვის გიმნაზია დაამთავრა. 1919 წელს კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. 1921 წელს ხარკივში გადავიდა და ვასილ-ელან ბლაკიტნისა და სხვა მწერლებს დაუახლოვდა. 1921 წელს ვოლოდიმირ სოსიურასა და მაიკ იოჰანსენთან ერთად ლიტერატურულ მანიფესტს მოაწერა ხელი. იმავე წელს მისი პოემა „ელექტრულ ხანაში“ და ლექსები კრებული „ახალგაზრდობა“ დაიბეჭდა.

პროუკრაინული კომუნისტური მოძრაობის წევრი მეგობრების რეპრესიების გამო მიკოლა ხვილიოვმა 1933 წლის 13 მაისს ხარკივში საკუთარ ბინაში მეგობრების თვალწინ თავი მოიკლა. სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირში მისი ნაწარმოებები აიკრძალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.