შინაარსზე გადასვლა

მიდაგრაბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიდაგრაბინი
კოორდინატები: 42°43′20″ ჩ. გ. 44°22′50″ ა. გ. / 42.72222° ჩ. გ. 44.38056° ა. გ. / 42.72222; 44.38056
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩრდილოეთი ოსეთი
ქედი ხოხის ქედი
ფართობი 9,2 კმ²
სიგრძე 7,8 კმ
ტიპი ხეობური
მიდაგრაბინი — რუსეთი
მიდაგრაბინი
მიდაგრაბინი — ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია
მიდაგრაბინი

მიდაგრაბინი (რუს. Мидаграбин) — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში. გაწოლილია ცენტრალურ კავკასიონზე, ხოხის ქედის ჩრდილო კალთაზე. იწყება მწვერვალ ჯიმარის ჩრდილო-დასავლეთ კალთიდან, ზღვის დონიდან 4200 მ სიმაღლეზე. მყინვარის ბოლო 2950 მ სიმაღლეზეა. თოვლის ხაზის სიმაღლეა 3700 მ.[1] სიგრძე 7,8 კმ, ფართობი 9,2 კმ².[2] მყინვარის ბოლოდან სათავეს იღებს მდინარე გიზელდონის ერთ-ერთი მდგენელი მიდაგრაბინდონი.