ოპიუმის პირველი ომი
| ოპიუმის პირველი ომი | |||
|---|---|---|---|
|
ორთქლის ძრავიანი ინგლისური ფრეგატა ანადგურებს ჩინურ საბრძოლო ჯანკს. | |||
| თარიღი | 18 მარტი, 1839 — 29 აგვისტო, 1842 | ||
| მდებარეობა | ჩინეთი | ||
| შედეგი | დიდი ბრიტანეთის გამარჯვება | ||
| ტერიტორიული ცვლილებები |
დიდმა ბრიტანეთმა მიიღო ჰონგ-კონგი | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| ძალები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
ოპიუმის პირველი ომი — დიდი ბრიტანეთის ომი ცინის დინასტიის წინააღმდეგ. ბრიტანული ჯარების მიზანი იყო ინგლისის სავაჭრო ინტერესების დაცვა ჩინეთში და ვაჭრობის გაფართოება, კერძოდ სურდა ოპიუმის დიდი რაოდენობით გაყიდვა, რომლის გაყიდვაც ჩინის იმპერიაში აკრძალული იყო. აქედან მომდინარეობს ომის სახელწოდებაც. 1839 წლის დასასრულიდან დაიწყო სამხედრო შეტაკებები ინგლისისა და ჩინეთის გემებს შორის. იმავე წელს ჩინეთის მთავრობის კომისარმა ლინ ძეს-იუმ გაანადგურა ოპიუმის მარაგები, რომლითაც კონტრაბანდულად ვაჭრობდნენ ინგლისელი კოლონიზატორები. ამის გამო 1840 წლის ივნისში დიდმა ბრიტანეთმა მოაწყო თავდასხმა გუანჯოუს რაიონში. 1842 წლის შუა ხანებში ინგლისებელმა დაიკავეს ჰონგ-კონგი, დინხაი, ნინბო, სიამინი, შანხაი, ჯენძიანი და აგვისტოში მიუახლოვდნენ ნანკინს. ჩინეთის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 1842 წლის 29 აგვისტოს ხელი მოაწერეს ნანკინის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შედეგად დიდ ბრიტანეთს გადაეცა ჰონგ-კონგი, ჩინეთს დაეკისრა უდიდესი კონტრიბუცია, დაახლოებით 21 მლნ დოლარი. ჩინეთის რამდენიმე პორტი (გუანჯოუ, სიამინი, ფუჯოუ, ნინბო, შანხაი) გაიხსნა სავაჭროდ ევროპელებისათვის.
ოპიუმის პირველი ომი ცინის დინასტიის დაცემის დასაწყისი გახდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Музей опиумной войны в городе Хумэнь провинции Хэбэй
- Бутаков Александр Михайлович; барон Тизенгаузен Александр Евгеньевич, Опиумные войны. Обзор войн европейцев против Китая в 1840—1842, 1856—1858, 1859 и 1860 годах
- Tristan GASTON-BRETON «Lin Zexu : „Guerre à l’opium !“», Les Echos, 04/08/2008 დაარქივებული 2008-10-22 საიტზე Wayback Machine.