შინაარსზე გადასვლა

მეტროდორე ქიოსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტროდორე ქიოსელი
ბერძ. Μητρόδωρος ὁ Χῖος
დაბ. თარიღი ძვ. წ. V საუკუნე
დაბ. ადგილი ქიოსი
გარდ. თარიღი ძვ. წ. IV საუკუნე
საქმიანობა ექიმი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და მეტეოროლოგი
განთქმული მოსწავლეები დიოგენე სმირნელი და ანაქსარხე[1]
მამა თეოკრიტე ქიოსელი

მეტროდორე[2] ქიოსელი (ბერძ. Μητρόδωρος ὁ Χῖος, ინგლ. Metrodorus Chius) — ძვ. წ. IV საუკუნის პირველი ნახევრის ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ატომისტი, დემოკრიტეს მოსწავლე (ან დემოკრიტეს მოსწავლის — ნესოს ქიოსელისა), ატომიზმის აბდერული სკოლის წარმომადგენელი. ავტორია დაკარგული ფილოსოფიური ტრაქტატისა „ბუნების შესახებ“ და თხზულებებისა ტროისა და იონიის ისტორიაზე, რომელთაგან მცირეოდენი ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფიზიკაში იზიარებდა დემოკრიტეს ძირითად იდეებს (არსებობს მხოლოდ ცარიელი სივრცე და ატომები), შემეცნების თეორიაში რადიკალურ სკეპტიციზმს ინარჩუნებდა (თავისი მოსწავლის ანქსარქეს მეშვეობით გავლენა მოახდინა პირონზე): „ჩვენ შორის არავინ არაფერი არ იცის – ისიც კი, რამე ვიცით თუ არა… არც ის, არსებობს რამე, თუ არ არსებობს“ (ფრაგმენტი В 1). კოსმოლოგიაში მიიღო მსოფლიოთა (პლანეტარული სისტემების) უსასრული სიმრავლის თეორია, რომლის მიხედვითაც ისინი წარმოიქმნებიან და ნადგურდებიან უსასრულო სამყაროში, რაც ამტკიცევს თავად სამყაროს უძრაობას. მეტროდორე ქიოსელი აგრეთვე დაინტერესებული იყო გეოლოგიით, მიწისძვრებისა და მეტეოროლოგიური მოვლენების ეტიოლოგიით და სხვ.[3]

  1. Répertoire des sources philosophiques antiquesCNRS.
  2. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 69.
  3. Лебедев А. В. Метродор из Хиосса // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 144.