მერილინ მონრო
მერილინ მონრო | |
---|---|
მერილინ მონრო | |
დაბადების სახელი | ნორმა ჯინ მორტენსონი |
დაბადების თარიღი |
1 ივნისი, 1926 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
გარდაცვალების თარიღი |
5 აგვისტო, 1962 (36 წლის) ბრენტვუდი, კალიფორნია |
სხვა სახელები | ნორმა ბეკერი |
მეუღლე(ები) |
ჯეიმზ დოერთი (1942-1946) ჯო დიმაჯო (1954) ართურ მილერი (1956-1961) |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში 1959 — ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან |
მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe, დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson; დ. 1 ივნისი, 1926 — გ. 5 აგვისტო, 1962) — ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი“, კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების“ სიაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.
ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.
მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1950 | ფ | ყველაფერი ევას შესახებ | All About Eve | მის კლაუდია კასველი |
1950 | ფ | ასფალტის ჯუნგლი | The Asphalt Jungle | ანჯელა ფინლი |
1953 | ფ | ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს | Gentlemen Prefer Blondes | ლორილი ლი |
1953 | ფ | როგორ გათხოვდე მილიონერზე | How to Marry a Millionaire | პოლა |
1955 | ფ | შვიდი წლის თავზე | The Seven Year Itch | გოგონა |
1956 | ფ | ავტობუსის გაჩერება | Bus Stop | შერი |
1957 | ფ | პრინცი და შოუს ვარსკვლავი გოგონა | The Prince and the Showgirl | ელსი მარინა |
1959 | ფ | ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან | Some Like It Hot | შუგარ კეინ კოვალჩიკი |
1960 | ფ | სიყვარულით გატაცებული | Let's Make Love | ამანდა დელი |
1961 | ფ | დაუმორჩილებლები | The Misfits | როსლინ ტეიბერი |