ჯეკ კლემონსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯეკ კლემონსი (ინგლ. Jack Clemmons) (დ. 1922 – გ. 1998) იყო ლოს-ანჯელესის პოლიციის თანამშრომელი, ოფიცერი, რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ ის ყველაზე პირველი მივიდა მერილინ მონროს გარდაცვალების ადგილზე, 1962 წლის 5 აგვისტოს, დილის 4:45 საათზე. მას დაურეკეს დილის 4:25 საათზე და უთხრეს, რომ მერილინ მონრო გარდაიცვალა.

კლემონსი ფიქრობდა, რომ მონრო მოკლეს და ეს ყველაფერი კი წინასწარ დადგმული სიკვდილის სცენა იყო. ჯეკმა აღნიშნა, რომ როდესაც ის მივიდა მონროს სახლში, მოსამსახურე სარეცხს რეცხავდა (დილის 4:45 საათზე) და ჩანდა, რომ მონროს ოთახი იყო დალაგებული მისი იქ მისვლის პერიოდისათვის. კლემონსის საკუთარი სიტყვებით: „მერილინი იწვა სახით ქვემოთ, რასაც ჩვენ ვეძახით ჯარისკაცის პოზიციას, მისი ხელები იყო გვერდიგვერდ, ერთმანეთთან ახლოს , ფეხები კი ზუსტად გასწორებული. ეს იყო ყველაზე თვალნათელი, აშკარა დადგმული სიკვდილის სცენა რაც კი მე ოდესმე მინახავს! წამლის ტაბლეტები მისი ლოგინის გვერდით მდებარე მაგიდაზე ძალიან მოხდენილად იყო დაწყობილი, ხოლო მერილინის სხეული განზრახ გადაადგილებული. ყველაფერი ძლიერ სუფთა ჩანდა.“