მერაბ ჭანუყვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ ჭანუყვაძე
გურიის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგია სალუქვაძე
მემკვიდრეზურაბ ნასარაია

დაბადებული17 ნოემბერი, 1982
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
რელიგიამართლმადიდებელი

მერაბ ჭანუყვაძე (დ. 17 ნოემბერი, 1982, შემოქმედი, მახარაძის რაიონი) — ქართველი, გურიის მხარის გუბერნატორი 2017-2018 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ ჭანუყვაძე დაიბადა 1982 წლის 17 ნოემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში. 2000-2004 წლებში ის სწავლობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 2007-2011 წლებში იყო კომპანია GT MOTORS-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი. 2013-2014 წლებში ჭანუყვაძე იყო გურიის გუბერნატორის პირველი მოადგილე, 2014 წლის აგვისტოდან — ოზურგეთის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2017 წლის 10 აგვისტოს ჭანუყვაძემ გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გია სალუქვაძე შეცვალა. 2017-2018 წლებში სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერაბ ჭანუყვაძეგურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გახდა