მახვილო
იერსახე
| მახვილო | |
|---|---|
| კოორდინატები: 41°56′34″ ჩ. გ. 43°27′07″ ა. გ. / 41.942917° ჩ. გ. 43.452083° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი და ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 1725 მ |
| ქედი | ლიხის ქედი |
მახვილო — მთა საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ჩხერიმელის მარცხენა შენაკადის — ნუნისისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1725 მ. აგებულია პალეოგენური ვულკანური წყებებით. კალთები ციცაბოა. შემოსილია შერეული ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 520.