დიმიტრი მაჩხანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაჩხანელი, დიმიტრი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი მაჩხანელი
დაბ. თარიღი 11 იანვარი 1861(1861-01-11)
დაბ. ადგილი ქვემო მაჩხაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 ნოემბერი 1903(1903-11-16) (42 წელი)
გარდ. ადგილი ქვემო მაჩხაანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
საქმიანობა მწერალი და პუბლიცისტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

დიმიტრი მაჩხანელი (ნამდვილი გვარი ნადირაძე) (დ. 11 იანვარი, 1861, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი ― გ. 16 ნოემბერი, 1903, იქვე) ― ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". მაჩხანელი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდელის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხაჩიაშვილი ქ., დიმიტრი მაჩხანელი, «მნათობი», 1972, № 5;